სტივ ჰოგართი
სტივ ჰოგართი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | რონალდ სტივენ ჰოგართი |
აგრეთვე ცნობილი როგორც | ჰ (h) |
დაბ. თარიღი | 14 მაისი, 1959 |
დაბ. ადგილი | კენდალი |
წარმოშობა | კენდალი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო |
ჟანრ(ებ)ი | არტ როკი, პროგრესული როკი |
საქმიანობა | მუსიკოსი, მომღერალი, |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი, ფორტეპიანო |
აქტიური | 1980–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Racket Records |
საიტი | stevehogarth.com |
სტივ ჰოგართი ვიკისაწყობში |
სტივ ჰოგართი (ნამდვილი სახელი - რონალდ სტივენ ჰოგართი, დაბადებული კენდალში, ვესტმორლენდში, აგრეთვე ცნობილი როგორც 'ჰ', h) — ინგლისური როკ-ჯგუფ Marillion-ის ვოკალისტი 1989 წლიდან. იგი ასევე იყო ჯგუფების The Europeans და How We Live მუსიკოსი.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1987 წელს ჯგუფის How We Live ალბომი Dry Land არც თუ კარგად იყიდებოდა და დიდი ჩავარდნა იქონია. თავდაპირველად ჰოგართს სურდა მუსიკის სამუდამოდ დატოვება, მაგრამ მეგობარმა, დერილ უეიმ, ურჩია თავისი ფირის Marillion-ისათვის გაგზავნა, რომელიც ამ დროს უკვე ეძებდა სხვა ვოკალისტს, რადგან ფიში, მათი წინა ვოკალისტი, სოლო-კარიერით დაკავდა.
Marillion-ის წევრებმა მოიწონეს ჰოგართი. თუმცა ჯგუფში მის გამოჩენამდე გარკვეული დრო გავიდა, რადგან ამასობაში The The-ს შეუერთდა.
Marillion-თან ერთად ჰოგართი აქტიურად იწერდა ალბომებს, პარალელურად კი საკუთარ პროექტებზე მუშაობდა. ეს იყო როგორც სოლო-ალბომები, ასევე მისი საკუთარი ჯგუფი The H-Band. თუმცა, დღეისათვის იგი უფრო ცნობილია, როგორც Marillion-ის წევრი.
Marillion-ში მოღვაწეობის პირველივე პერიოდში ჰოგართი ხშირად ასრულებდა ფიშთან ერთად დაწერილ ჯგუფის სიმღერებს, თუმცა მოგვიანებით მსმენელი მიეჩვია ჯგუფის ახალ მუსიკალურ მასალას. მიუხედავად ამისა, დრო და დრო იმართება კონცერტები, სადაც სრულდება ძველი სიმღერებიც.
დისკოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოლო დისკოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1997: Ice Cream Genius
- 1998: Ice Cream Genius (მეორე გამოცემა)
- 2002: Live Spirit: Live Body
- 2010: H Natural Selection
- 2012: Not The Weapon But The Hand (რიჩარდ ბარბიერისთან ერთად)
- 2013: Arc Light (რიჩარდ ბარბიერისთან ერთად)
მოწვეული მუსიკოსის სახით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1983: Once Bitten – ანაბელ ლემბი (კლავიშები)
- 1985: Domestic Harmony – Do-Ré-Mi (კლავიშები)
- 1986: Infected – The The: (კლავიშები)
- 1987: Blue Yonder – Blue Yonder (ვოკალი)
- 1987: Saint Julian – ჯულიენ კოუპი (ვოკალი)
- 1988: Union – ტონი ჩალდსი (კლავიშები)
- 1990: Sailing – Rock Against Repatriation (კლავიშები)
- 1998: Ocean Songs – ჩუჩო მერჩანი (კლავიშები)
- 1999: Five Years in a LIVETime (ვიდეო) - Dream Theater (კლავიშები, ვოკალი)
- 1999: The Emperor Falls – ჯონ უესლი (ვოკალი)
- 2007: Systematic Chaos – Dream Theater (რეჩიტატივი)
- 2011: Till Then We Wait - Sun Domingo (ვოკალი)
- 2011: The Awakening - Edison's Children (ვოკალი)
- 2012: Paintings in Minor Lila Egbert Derix (რეჩიტატივი სიმღერაში This Train Is My Life)
- 2014: Music For Trains - პიტერ ბრაუნი (რეჩიტატივი სიმღერაში Houdini Highs)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სტივის ოფიციალური საიტი
- სტივის განყოფილება Marillion-ის საიტზე
- სტივის პროექტი H-Tunes დაარქივებული 2009-12-22 საიტზე Wayback Machine.