Assassing

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
„Assassing“
სინგლი  – Marillion
ალბომიდან Fugazi
B-მხარე Cinderella Search
გამოსვლის თარიღი 1984
ფორმატი გრამფირფიტა (7"), გრამფირფიტა (12")
ჟანრი პროგრესული როკი
ლეიბლი EMI
პროდიუსერი ნიკ ტოუბერი
Marillion – სინგლების ქრონოლოგია

Punch and Judy
(1984)
Assassing
(1984)
Kayleigh
(1985)

Assassingბრიტანული ნეო-პროგრესული როკ-ჯგუფ Marillion-ის სინგლი ალბომიდან Fugazi.

სტუდიური ალბომის მხარდასაჭერად EMI-მ მოითხოვა სინგლის გამზადება. არ არის გასაკვირი, რომ ჯგუფმა სწორედ Assassing შეარჩია, ვინაიდან დანარჩენი სიმღერები, მათი ხანგრძლივი ფორმატის გამო რადიოეთერში გასაშვებად წარმოუდგენელი იყო.

სიმღერისათვის შეიქმნა საკმაოდ უცნაური მუსიკალური ვიდეო, რომელიც სტივ როზერის არ მოსწონდა. მისი თქმით, ჯგუფის წევრები ჯეიმზ ბონდის განსახიერებას ცდილობდნენ.

EMI-ს ასევე სურდა, რომ სინგლს სპეციალური b-გვერდიც ჰქონოდა, რაც ჯგუფის სურვილის საწინააღმდეგო იყო. ბრიტანული ტურის შემდეგ პროდიუსერ საიმონ ჰანერთის დახმარებით ჩაწერილი იქნა Cinderella Search. კონცერტებზე ფიში მას უძღვნიდა დარბაზში მყოფ ყველა მთვრალ რომანტიკოსს.

გამოცემიდან 1 კვირის შემდეგ Assassing მოხვდა ჩარტების 23-ე, ხოლო კიდევ ერთი კვირის შემდეგ - 19-ე პოზიციაზე.

სიმღერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

7" ვერსია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Assassing (შემოკლებული) - 3:39
  2. Cinderella Search (შემოკლებული)-4:19

12" ვერსია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Assassing - 7:01
  2. Cinderella Search - 5:24

კომპაქტ-დისკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Assassing (7" ვერსია) - 3:39
  2. Cinderella Search (7" ვერსია) - 4:19
  3. Assassing - 7:01
  4. Cinderella Search - 5:24
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Assassing&oldid=3425763“-დან