ნეო-პროგრესული როკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნეო-პროგრესული როკი (ან ნეო-პროგრესივი) — პროგრესული როკის ქვეჟანრი, რომელიც ჩამოყალიბდა ინგლისში, გასული საუკუნის 1980-იან წლებში. იგი დღესაც საკმაოდ პოპულარულია.

წიგნში "მასალები პროგრესული როკის შესახებ" ავტორი ჯერი ლაკი აღწერს ამ განხრას, როგორც 1980-იანი წლების ჟღერადობის მქონე მუსიკას. მისივე ვარაუდით, ჟანრის ნათელი მაგალითებია: Fugazi (Marillion), The Sentinel (Pallas), Fly High Fall Far (პენდრეგონი), Art and Illusion (Twelfth Night).

ნეო-პროგრესივს ახასიათებს ემოციური შინაარსის მქონე სიმღერები, თემატურად საკმაოდ დრამატული და სასცენო დადგმის ელემენტების მქონე კონცერტები. მუსიკალური მხარე იქმნება იმპროვიზირებული შესრულებით, უფრო მეტად გიტარის მელოდიური და ემოციური სოლოებისგან შედგება, რასაც ერწყმის სინთეზატორის გამოკვეთილი ჟღერადობა. ჟანრზე ყველაზე დიდი გავლენა იქონიეს ჯგუფებმა Yes, ჯენესისი, Camel და პინკ ფლოიდი.

თავდაპირველად ნეო-პროგრესივი შეიცავდა საკმაოდ ბნელი თემატიკის მქონე ტექსტებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ჟანრში შექმნილი მასალა რადიოეთერისათვის განკუთვნილი არ ყოფილა, სიმღერების შემოკლებისა და უფრო სახალისო თემების შემოტანით ნეო-პროგრესივმა გაარღვია არსებული ბარიერი მუსიკოსსა და რადიოსადგურს შორის. მიუხედავად ამისა, ერთადერთი ჯგუფი, რომელმაც საერთაშორისო აღიარება ჰპოვა და მეინსტრიმს შეუერთდა, იყო Marillion.

ჟანრის პირველ ალბომებად შეიძლება ჩაითვალოს:

მიუხედავად იმისა, რომ ჟანრის პიონერები კვლავაც მოღვაწეობენ, მათი დიდი ნაწილი თავის შემოქმედებაში გასცდა ნეო-პროგრესივის საწყისებს. ასევე, კრიტიკის მიუხედავად, ჟანრს კვლავ ჰყავს მსმენელთა შთამბეჭდავი რაოდენობა.

მთავარი შემსრულებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]