პიტ ტრევავასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პიტ ტრევავასი
Transatlantic2010 trewavas.jpg
ბიოგრაფია
დაიბადა 15 იანვარი, 1959 (1959-01-15) (58 წლის)
წარმოშობა მიდლზბრო,
ინგლისი,
გაერთიანებული სამეფო
ჟანრ(ებ)ი არტ როკი,
პროგრესული როკი
საქმიანობა მუსიკოსი,
სიმღერების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი ბას გიტარა,
გიტარა, ვოკალი,
ფორტეპიანო
აქტიური 1982–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Racket Records
ასოციაციები Kino
Marillion
Transatlantic
Big Big Train
The Wishing Tree

პიტ ტრევავასი [1](დ. 15 იანვარი, 1959, მიდლზბრო, ინგლისი) — ბრიტანული ნეო-პროგრესული როკ-ჯგუფ Marillion-ის ბას-გიტარისტი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიტი შეუერთდა Marillion-ს 1982 წელს, ბას გიტარისტ დიზ მინიტის შემცვლელად.

მიუხედავად თავისი წარმოშობისა, მან ბავშვობა ბეკინგემშაირში გაატარა, ქალაქ ეილსბერიში. სწორედ იქ დაიწყო მან რამდენიმე ჯგუფთან დაკვრა. მათ შორის ყველაზე წარმატებული იყო The Metros, თუმცა Marillion-ში გადასვლის შემდეგ მინიტის ყველა წინა მიღწევა დავიწყებული იქნა.

პიტი, გარდა Marillion-ში მონაწილეობისა, ცნობილია სუპერჯგუფთან Transatlantic გამოსვლებით. ასევე ცნობილია მისი თანამშრომლობა ჯონ მიტჩელთან, ჯეფ ბეკთან, კრის მეტლენდთან და ჯგუფთან Arena.

ტრევავასმა ასევე მიიღო 2004 წლის საქველმოქმედო ფესტივალში Prog Aid, რომელიც მოაწყო ჯენესისის ყოფილმა წევრმა ენტონი ფილიპსმა.

ტრევავასმა აგრეთვე მონაწილეობა მიიღო ჯგუფის Big Big Train 2007 წლის ალბომის The Difference Machine ჩაწერაში.

მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ბას-გიტარისტია, პიტი უკრავს კლავიშებიან საკრავებზე ჯგუფში Transatlantic და აკუსტიკურ გიტარაზე Marillion-ის რამდენიმე სიმღერაში, მაგალითად, Faith და Now She'll Never Know.

რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]