Fugazi (ალბომი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Fugazi

სტუდიური ალბომი - Marillion
გამოცემის თარიღი 12 მარტი, 1984 (ერთ დისკიანი გამოცემა); თებერვალი, 1998 (ორ დისკიანი გამოცემა)
ჩაიწერა ნოემბერი, 1983 - თებერვალი, 1984
ჟანრი ნეო-პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 45:57
ლეიბლი EMI
პროდიუსერი ნიკ ტოუბერი
გარეკანის ავტორი მარკ უილკინსონი
Marillion – ქრონოლოგია

Script for a Jester's Tear
(1983)
Fugazi
(1984)
Real to Reel
(1984)
სინგლები ალბომიდან Fugazi
  1. „Punch And Judy“
    გამოვიდა: 30 იანვარი 1984
  2. „Assassing“
    გამოვიდა: 30 აპრილი 1984
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 4/5 stars[1]
Music Street Journal (დადებითი) [2]

Fugaziბრიტანული ნეო-პროგრესული როკ-ჯგუფ Marillion-ის მეორე სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა 1984 წელს და იყო პირველი ალბომი, რომელზეც დაუკრა იენ მოსლიმ. ორ დისკიანი ვერსია, გაუმჯობესებული ჟღერადობითა და დამატებითი სიმღერებით გამოიცა 1998 წელს.

ფიშის თქმით, სახელწოდება წამოვიდა ვიეტნამის ომში გამოყენებული სლენგიდან.

ალბომის გამოცემა ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული, მათ შორის იყო მიკ პოინტერის წასვლა და იენ მოსლის მიღება. ჯგუფის თქმით, საბოლოო შედეგით ისინი არ დაკმაყოფილდნენ და მხოლოდ 1998 წლის ვერსია არის ახლოს იმ შედეგთან, რომელიც მათ სურდათ.

ჩაწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიაში Monmouth რეპეტიციების დროს ჯგუფმა შექმნა ახალი ალბომის სიმღერების დიდი ნაწილი. შერჩეული იქნა მისი სახელწოდებაც.

თუკი ჯგუფის სადებიუტო დისკის ჩაწერა 50.000 ფუნტი დაჯდა, ახალ დისკზე EMI-ს გამოყო 75.000. ჩაწერის დაწყებიდან 14 კვირის შემდეგ უკვე დახარჯული იქნა 150.000 ფუნტი, მაგრამ შედეგი არა და არ ჩანდა.

მიუხედავად ამისა, ჩაწერის პროცესი არც თუ ცუდად დაიწყო. 1984 წლის იანვრისათვის დაგეგმილი იყო ახალი სინგლის გამოცემა და 1983 წლის ნოემბერში ჩაწერილი იქნა Punch and Judy. თუმცა, იგი უკვე დახვეწილი იყო. ამიტომ სხვა მასალასთან დაკავშირებით პრობლემები იქმნებოდა.

ჯგუფის წევრების აღიარებით, გაუგებრობებს ჰქონდა ადგილი პროდიუსერ ნიკ ტოუბერთან დაკავშირებით. მოულოდნელად მან სტუდიაში უამრავი ახალი ტექნიკური აღჭურვილობის ნიმუში მოიტანა, ვინაიდან სურდა თანამედროვე ჟღერადობის მიღება. სრულ წინააღმდეგობას წარმოადგენდა მისი ასისტენტი, საიმონ ჰანერტი, რომელიც ჯგუფს უფრო მოსწონდა. მასთან ერთად სტუდიაში მუშაობა შესამჩნევად ადვილი აღმოჩნდა.

საშობაოდ ჯგუფმა ინგლისში გამართა კონცერტების ტრადიციული სერია. მუსიკოსებს ჰქონდათ იმედი, რომ ნიკი სტუდიას უფრო შრომისუნარიანი დაუბრუნდება. იმედები არ გამართლდა. თებერვალში აღმოჩნდა, რომ ხარჯებმა 50.000 ფუნტს გადააჭარბეს, ალბომი კი დაუსრულებელი იყო. ტოუბერი უარს ამბობდა წასვლაზე, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ მას EMI-დან უბრძანეს - მისი წასვლა კი ნიშნავდა დამატებითი ანაზღაურების გაღებას.

EMI-ს დასამშვიდებლად მენეჯერმა ჯონ არნისონმა განაცხადა, რომ ალბომი თებერვლის ბოლოს გამოვიდოდა, სინგლთან და ბრიტანეთის ტურთან ერთად.

Punch and Judy გამოვიდა 1984 წლის 30 იანვარს, ტურნეს დაწყებამდე 9 დღით ადრე. თუმცა მან მალე დაკარგა პოპულარობა. ფიში ამ მოვლენით საკმაოდ გაღიზიანებული იყო. არ იქონია შედეგი სიმღერის შესრულებამ სხვადასხვა ტელეშოუშიც.

წინ იყო 2 თვიანი ტურნე, ალბომი კი ჯერ არ გამოცემულა. საკონცერტო გამოსვლების წარმატების ტალღაზე პირველი ალბომი, Script for a Jester's Tear წარმატებით გაიყიდა (დამატებითი 60.000 ასლის ოდენობით). ჯგუფმა დაიმსახურა 'ვერცხლის დისკი'. იმის გამო, რომ Fugazi იგვიანებდა, მსმენელი მხოლოდ პირველ ალბომს და სინგლებს ყიდულობდა, შედეგად გაიყიდა კიდევ 40.000 ასლი და ალბომმა ოქროს სტატუსი შეიძინა.

საბოლოოდ, ალბომი 1984 წლის 12 მარტს გამოჩნდა (კონცერტების დასრულებიდან 1 თვის შემდეგ). მსმენელებმა და კრიტიკოსებმა მას მაღალი შეფასება მისცეს. ჟურნალის Kerrang! ჟურნალისტმა კი უწოდა 80-იანი წლების The Dark Side of the Moon.

თუმცა, ალბომით უკმაყოფილი მსმენელები მაინც იყვნენ. სტივ როზერის თქმით, უცნაურია, რომ იგი უფრო დადებითად მიიღეს, ვიდრე წინამორბედი, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფმა მასთან მიმართებაში ყველა გეგმა ვერ განახორციელა. უკმაყოფილო მყიდველებს შორის დიდი ნაწილი თვლიდა, რომ Fugazi წინა დისკთან მიმართებაში ჟღერადობით უფრო სუსტია, ჟღერს ცივად და უსულოდ. მიუხედავად ამისა, დისკი მოხვდა ბრიტანეთის ჩარტის #4 პოზიციაზე, სადაც 5 კვირა იმყოფებოდა. ერთი თვის შემდეგ მან ვერცხლის, ხოლო წლის ბოლოს - ოქროს სტატუსი შეიძინა.

ალბომიდან გამოცემული მეორე სინგლი იყო Assassing. სპეციალურად ამ დისკისთვის ჯგუფმა ჩაწერა ახალი კომპოზიცია Cinderella Search - უკვე საიმონ ჰანერტის პროდიუსერობით. სინგლმა ჩარტში #19 პოზიცია დაიკავა.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხარე 1[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Assassing – 7:02 (დიკი/კელი/როზერი/ტრევავასი)
  2. Punch and Judy – 3:21 (დიკი/კელი/როზერი/ტრევავასი/მუვერი)
  3. Jigsaw – 6:49 (დიკი/კელი/როზერი/ტრევავასი)
  4. Emerald Lies – 5:08 (დიკი/კელი/როზერი/ტრევავასი/მოსლი)

მხარე 2[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. She Chameleon – 6:52 (დიკი/კელი/როზერი/ტრევავასი)
  2. Incubus – 8:30 (დიკი/კელი/როზერი/ტრევავასი)
  3. Fugazi – 8:12 (დიკი/კელი/როზერი/ტრევავასი/მოსლი)

1998 წლის გამოცემის დამატებითი დისკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Cinderella Search (12" ვერსია) – 5:31 (დიკი/კელი/როზერი/ტრევავასი/მოსლი)
  2. Assassing (ალტერნატიული მიქსი) – 7:40 (დიკი/კელი/როზერი/ტრევავასი) (დიკი/კელი/როზერი/ტრევავასი)
  3. Three Boats Down From The Candy (1984 წლის ჩანაწერი) – 4:00 (დიკი/კელი/როზერი/ტრევავასი/პოინტერი/მინიტი)
  4. Punch and Judy (დემო) – 3:50 (დიკი/კელი/როზერი/ტრევავასი/მუვერი)
  5. She Chameleon (დემო) – 6:34 (დიკი/კელი/როზერი/ტრევავასი)
  6. Emerald Lies (დემო) – 5:32 (დიკი/კელი/როზერი/ტრევავასი/მოსლი)
  7. Incubus (დემო) – 8:09 (დიკი/კელი/როზერი/ტრევავასი)

მითითებულია მხოლოდ მეორე დისკზე წარმოდგენილი ვერსიების ავტორები. 1984 წლის ორიგინალურ გამოცემაზე სიმღერების ავტორებად მითითებულია Marillion-ის ყველა წევრი.

ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სიმღერა Assassing ეხება ერთ-ერთი პერსონაჟის მკვლელობას. სახელწოდება ფიშს ეკუთვნის - აქ ერთმანეთში არეულია ინგლისური სიტყვები Assassin (მკვლელი) და Sassing (ადამიანი, რომელიც უხეშად ელაპარაკება მოსაუბრეს). ტექსტში ნახსენებია კამათი, მაგალითად, Unsheathe the blade within the voice. (ხმიდან აღმართე დანა). სიმღერის ვრცელ ვერსიაში შესულია გიტარის დამატებითი სოლო.
  • Punch & Judy-ში საუბარია თოჯინების სპექტაკლზე, პანჩი და ჯუდი და განქორწინებაზე.
  • კონცერტების დროს, Incubus-ის შესრულებამდე ფიში ამბობდა, რომ „ეს სიმღერა არის ბარში ყოფილ შეყვარებულთან შეხვედრაზე, რომელიც იქ სხვა მამაკაცთან ერთად მივიდა. ამ შეხვედრის დროს მან აჩვენა ამ ქალს მისი ეროტიკული ფოტოსურათები“. სიმღერა უფრო მეტად მოტყუების შემდგომ შურისძიებაზეა.

ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სიტყვას 'fugazi' თავდაპირველად საკუთარ ტერმინოლოგიაში იყენებდნენ ამერიკელი ჯარისკაცები, ვიეტნამში ომის დროს. იგი იშიფრება, როგორც 'all fucked up' (ყველაფერი გაფუჭებულია). როდესაც ფიში ამ სიტყვას ახსენებს, ის გულისხმობს მთელი პლანეტის მდგომარეობას. სინამდვილეში, აქ ეს მხოლოდ აკრონიმია და იშიფრება, როგორც Fucked Up, Got Ambushed, Zipped In.
  • სიმღერის 'Market Square Heroes' განახლებული ვარიანტი არ არის შეტანილი ალბომის რემასტერინგში, მიუხედავად იმისა, რომ იგი მოხვდა სინგლზე 'Punch and Judy'.

ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩარტი (1984) უმაღლესი
პოზიცია
ჰოლანდიის ალბომები (MegaCharts)[3] 29
გერმანიის ალბომები (Media Control)[4] 42
შვედეთის ალბომები (Sverigetopplistan)[5] 23
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[6] 5

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Franck, John. (2011 [last update])Fugazi - Marillion | AllMusic. allmusic.com. ციტირების თარიღი: 13 July 2011.
  2. Turner, Josh. (2011 [last update])Music Street Journal - Music News & Reviews. musicstreetjournal.com. ციტირების თარიღი: 13 July 2011.
  3. "Marillion – Fugazi" (ჰოლანდიურად). Dutchcharts.nl. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 17 March 2015.
  4. "Longplay-Chartverfolgung at Musicline" (გერმანულად). Musicline.de. Media Control. წაკითხვის თარიღი 17 March 2015.
  5. "Marillion – Fugazi". Swedishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 17 March 2015.
  6. "1983-03-20 საუკეთესო ბრიტანული ალბომების ოფიციალური არქივი | ოფიციალური ჩარტები". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 17 March 2015.