Pro Evolution Soccer 2015
იერსახე
| Pro Evolution Soccer 2015 | |
|---|---|
|
| |
| დეველოპერ(ებ)ი | Konami |
| გამომცემელი | Konami |
| სერია | eFootball |
| ძრავა | Fox Engine და Havok |
| პლატფორმ(ებ)ი | Xbox 360, PlayStation 3, PlayStation 4, Microsoft Windows, Xbox One |
| გამოსვლის თარიღი | ნოემბერი, 2014 |
| ჟანრ(ებ)ი | სპორტული ვიდეო თამაში |
| რეჟიმ(ებ)ი | ერთმოთამაშიანი, მრავალმოთამაშიანი |
| საიტი | ოფიციალაური საიტი |
Pro Evolution Soccer 2015, უფრო ცნობილი როგორც PES 2015 — სპორტული ვიდეო თამაში, რომელიც შექმნა და გამოსცა იაპონურმა კომპანია Konami-მ. გამოვიდა 2014 წლის ნოემბერში შემდეგი პლატფორმებისათვის: Xbox 360, PlayStation 4, PlayStation 3, Microsoft Windows, Xbox One. „PES 2015“ არის წინა ვერსიებთან შედარებით გაუმჯობესებული და გამოირჩევა მოქმედებების რეალურობით. თამაშის გარეკანზე გამოსახულია გერმანელი ფეხბურთელი მარიო გეცე. თამაშის წინა სერია იყო „Pro Evolution Soccer 2014“, ხოლო მომდევნო — „Pro Evolution Soccer 2016“.
თამაშმა მიიღო დადებითი შეფასებები ვიდეო თამაშების კრიტიკოსებისაგან. საერთო განხილვების საიტ Metacritic-ზე PS4-ის ვერსია ფლობს 82/100, Xbox One-ის ვერსია — 78/100. [1]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2021-02-25 საიტზე Wayback Machine. .
- „Pro Evolution Soccer 2015“ საიტზე MobyGames