Oxygene

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Oxygene

სტუდიური ალბომი - ჟან-მიშელ ჟარი
გამოცემის თარიღი 1976 (საფრანგეთი)
ივლისი 1977 (მსოფლიო)
ჩაიწერა აგვისტო, 1976 – ნოემბერი, 1976
ჟანრი ელექტრონული მუსიკა, ნიუ ეიჯი, ემბიენტი, პოპ მუსიკა, ჩილ-აუტი
ხანგრძლივობა 39:44
ლეიბლი Disques Dreyfus
პროდიუსერი ჟან-მიშელ ჟარი
ჟან-მიშელ ჟარი – ქრონოლოგია

Les Granges Brûlées
(1973)
Oxygene
(1976)
Equinoxe
(1978)
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 5/5 stars [1]

Oxygene — ფრანგი ელექტრონული მუსიკოს ჟან-მიშელ ჟარის 1976 წლის სტუდიური ალბომი. ეს არის მისი ყველაზე ცნობილი და ყველაზე წარმატებული ალბომი, რომელიც ჩაწერილია ჟარის შინაურ სტუდიაში, ანალოგურ და ელექტრონულ ინსტრუმენტებზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად ჟარს გაუჭირდა დისკის გამოცემა. ალბომი მთლიანად ინსტრუმენტულია და რთული იყო ამ დისკიდან სარეკლამო სინგლის ამორჩევა. გამოსვლის შემდეგ იგი იქცა ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად და გაიყიდა 15 მილიონი ასლის ოდენობით.

იმდროინდელი ელექტრონული ალბომების გვერდით, მაგალითად, Kraftwerk-ის რთულ, ფუტურისტულ ჟღერადობასთან, ან კოსმიურ Tangerine Dream-თან შედარებით, ეს ალბომი უფრო თავისუფალი, მელოდიური და კიდევ უფრო დამაჯერებლად კოსმიური ჟღერადობის იყო.

Oxygene (ნაწილი II) ცნობილი გახდა ავსტრალიურ ფილმში გალიპოლი შეტანის შემდეგ. Oxygene (ნაწილი IV) გამოიცა სინგლის სახით და იქცა ელექტრონული მუსიკის ჟანრში დაწერილ ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად. ალბომის რამდენიმე კომპოზიცია მოხვდა დაგლას ადამსის წიგნის ავტოსტოპით გალაქტიკაში რადიოდადგმაში.

ჟარის ჟღერადობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო რამდენიმე სინთეზატორი, რომლის საშუალებით მუსიკოსი ახდენდა ორიგინალური ხმოვანი ეფექტების გენერირებას.

ალბომი მოხვდა ბრიტანული ჩარტის #2, ხოლო აშშ ჩარტის - #78 ადგილზე.

1997 წელს ჟარმა გამოუშვა ციკლის გაგრძელება Oxygene 7–13 (ასე მას ეწოდა, რადგანაც პირველ ალბომში 6 ნაწილისგან შემდგარი პიესა იყო შეტანილი). მასზე მუშაობისას გამოყენებული იქნა იგივე ინსტრუმენტები, რაც წინამორბედზე.

2007 წელს ჩაიწერა და გამოიცა ორიგინალური ალბომის ახალი ვერსია Oxygene: New Master Recording. ჟარმა იგი ჩაწერა საკუთარ სტუდიაში, იმავე ინსტრუმენტების დახმარებით, რაც პირველი ალბომის შექმნისას გამოიყენებოდა. აუდიო და ვიდეო ვერსიაში შეტანილია ორიგინალური ალბომის შესრულება, რამდენიმე მცირე დამატებითი ფრაგმენტით. ვიდეო ვერსია გამოვიდა სამგანზომილებიან ფორმატში - მაყურებელს, სპეციალური სათვალეების მეშვეობით, საშუალება აქვს ვირტუალურად აღმოჩნდეს ჟარის სტუდიაში, ისე თითქოს ეს მართლაც ხდებოდეს.

2008 წლის 20 იანვარს ბრიტანულმა The Mail on Sunday-მ ყოველ მკითხველს მისცა საშუალება მოესმინა 2007 წლის ახალი ვერსია - თითოეული ასლი უფასოდ მოჰყვებოდა გამოცემას.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა კომპოზიციის ავტორია ჟან-მიშელ ჟარი.

მხარე 1
  1. Oxygène (Part I) – 7:40
  2. Oxygène (Part II) – 8:08
  3. Oxygène (Part III) – 2:55
მხარე 2
  1. Oxygène (Part IV) – 4:14
  2. Oxygène (Part V) – 10:23
  3. Oxygène (Part VI) – 6:20

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუსიკალური ნაწყვეტები:

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პროდიუსერი - ჟან-მიშელ ჟარი
  • ინჟინერი და მიქსის ავტორი - ჟან პიერ ჟანიო; დამხმარე ინჟინერი - პატრიკ ფულონი
  • მასტერინგი - სკოტ ჰალი

Oxygene პოპულარულ კულტურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩარტები და სერტიფიცირებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.allmusic.com/album/r83189
  2. კენტი, დევიდ (1993). Australian Chart Book 1970–1992. სენტ-აივზი, ახალი სამხრეთი უელსი: Australian Chart Book. ISBN 0-646-11917-6. 
  3. "Jean-Michel Jarre - Oxygène" (გერმანულად). Austriancharts.at. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2014.
  4. Classements des albums par artistes (lettre J) (cliquer sur l'onglet Jean-Michel JARRE)“, infodisc.fr. წაკითხვის თარიღი: 2 მაისი 2014. 
  5. Top 100 Longplay“, Media Control. წაკითხვის თარიღი: 9 ივნისი 2014. 
  6. "Jean-Michel Jarre – Oxygène" (ჰოლანდიურად). Dutchcharts.nl. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2014.
  7. "Jean-Michel Jarre – Oxygène". Charts.org.nz. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2014.
  8. "Jean-Michel Jarre – Oxygène". Norwegiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2014.
  9. "Jean-Michel Jarre – Oxygène". Swedishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2014.
  10. "Jean-Michel Jarre | შემსრულებელი | ოფიციალური ჩარტების კომპანია". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2014.
  11. Jean-Michel Jarre : Awards. allmusic.com. წაკითხვის თარიღი: 2 მაისი 2014.
  12. French album certifications – Jean-Michel Jarre – Oxygène ფრანგულად. ეროვნული ხმისჩამწერი სინდიკატი.
  13. British album certifications – Jean-Michel Jarre – Oxygène. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ Oxygène ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Oxygene&oldid=3338126“-დან