Les Concerts en Chine — ფრანგი ელექტრონული მუსიკოს ჟან-მიშელ ჟარის1982 წლის საკონცერტო ალბომი. იგი ჩაწერილი იქნა 1981 წლის შემოდგომაზე, ჩინეთში ჩატარებული ორი კონცერტის მსვლელობისას. ეს იყო დასავლელი თანამედროვე მუსიკოსის მიერ ჩინეთში ჩატარებული პირველი დიდი კონცერტი (კულტურული რევოლუციის შემდეგ).
ალბომში შეტანილია როგორც ჟარის ცნობილი კომპოზიციები, ასევე ჩინურ მოტივებზე აგებული ნომრები. აქ არის როგორც საკონცერტო, ასევე სტუდიური ჩანაწერები და ემბიენტური ჟანრის ტიხრები. ახალ კომპოზიციებს შორის არის Night in Shanghai, Laser Harp, Arpegiator, Orient Express და Souvenir of China. Fishing Junks at Sunset არის ტრადიციული ჩინური მელოდიის ახალი არანჟირება, რომელიც სრულდება პეკინის კონსერვატორიის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.
ალბომი გამოვიდა ორმაგი გრამფირფიტის, შემდეგ კი - ორმაგი კომპაქტ დისკის სახით. კომპაქტ დისკის ერთ-ერთ გამოცემაში თითოეული დისკის ყდა წარმოდგენილი იყო ლურჯ და წითელ ფერებში (დისკი 1 და დისკი 2). 1997 წელს გამოიცა ერთდისკიანი ვერსია, 80 წუთიანი ხანგრძლივობით, რომელზეც Fishing Junks at Sunset-ის ორივე ნაწილი იყო გაერთიანებული და შემოკლებული.
Arpegiator გამოყენებული იქნა ფილმის 9 1/2 კვირა მუსიკალურ გაფორმებაშ. The Overture სინამდვილეში არის „Les Chants Magnétiques“-ის პირველი ნაწილი განსხვავებული, ნელი ტემპით შესრულებული ვერსია. ფირფიტის დაკვრისას, მაღალ სიჩქარეზე შეიმჩნეოდა ამ და სტუდიური ვერსიის იდენტურობა.