შინაარსზე გადასვლა

Sessions 2000

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Sessions 2000
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 4 ნოემბერი, 2002
ჩაიწერა 24 იანვარი, 200017 დეკემბერი, 2000
ჟანრი ელექტრონული მუსიკა
ხანგრძლივობა 42:47
ლეიბლი Disques Dreyfus
პროდიუსერი ჟან-მიშელ ჟარი
ჟან-მიშელ ჟარი — ქრონოლოგია
Interior Music
(2001)
Sessions 2000
(2002)
Geometry of Love
(2003)
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic4/5 stars [1]

Sessions 2000 — ფრანგი ელექტრონული მუსიკოს ჟან-მიშელ ჟარის 2000 წლის სტუდიური სესიების ჩანაწერი. ეს ალბომი არ იყო კომერციულად წარმატებული, თუმცა კომერციული წარმატების მიზნით სარეკლამო კამპანია სპეციალურად დაგეგმილი არ იყო. ჟანრობრივად იგი უფრო ემბიენტთან არის ახლოს, აქვს ჯაზის ელემენტები. ყველა კომპოზიცია ჩაწერილია იმპროვიზაციის დროს. მათი სახელწოდებები აღნიშნავენ იმ თარიღს, როდესაც ჩაიწერა ესა თუ ის კომპოზიცია.

ალბომზე გამოიყენება რამდენიმე თანამედროვე სინთეზატორი, მათ შორის - Korg Triton და Roland XP-80. ალბომში შეტანილი რამდენიმე მუსიკალური ფრაგმენტი ნაწილობრივ გამოჩნდა 2001 წლის ექსპერიმენტულ ჩანაწერზე Interior Music.

ალბომს ბუკლეტი არ ახლდა, ყდა დაბეჭდილი იყო მუყაოს მასალაზე, ხოლო უკანა მხარეს წარმოდგენილი იყო კომპოზიციების სია და ანოტაციები.

ყველა სიმღერის ავტორი — ჟან-მიშელ ჟარი.

#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„January 24“5:57
2.„March 23“ (შევიდა, როგორც Space of Freedom კომპილაციაში Essentials & Rarities)8:02
3.„May 1“4:49
4.„June 21“6:18
5.„September 14“9:30
6.„December 17“8:11
საერთო ხანგრძლივობა:42:50

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Sessions_2000&oldid=4590585“-დან