Interior Music

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Interior Music

სტუდიური ალბომი - ჟან-მიშელ ჟარი
გამოცემის თარიღი 2001
ჟანრი ელექტრონული მუსიკა
ხანგრძლივობა 51:57
ლეიბლი B & O
პროდიუსერი ჟან-მიშელ ჟარი
ჟან-მიშელ ჟარი - ქრონოლოგია
Metamorphoses
(2000)
Interior Music
(2001)
Sessions 2000
(2002)

Interior Music — ფრანგი ელექტრონული მუსიკოს ჟან-მიშელ ჟარის 2001 წლის სტუდიური ალბომი, რომელიც დაიწერა სპეციალურად კომპანიის Bang & Olufsen მაღაზიების ქსელისათვის. აქ წარმოდგენილია ორი ატმოსფერული კომპოზიცია. პირველი მათგანი, Bonjour Hello არის სხვადასხვა ხმის კოლაჟი, რომელსაც ფონად ახლავს ადამიანების მიერ წარმოთქმული ფრაზები, ინგლისურად, ფრანგულად და დანიურად. მეორე კომპოზიცია, Whispers Of Life მისი ინსტრუმენტული ვერსიაა. მიუხედავად იმისა, რომ დისკის უკანა მხარეს აღნიშნულია, თითქოს ეს არის მომავალი ალბომის ნაწყვეტები, ხსენებული ალბომი არ გამოცემულა. ამ სარეკლამო დისკის ტირაჟი კი 1000 ასლს შეადგენს[1].

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორი — ჟან-მიშელ ჟარი.

# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. „Bonjour-Hello“ 25:58
2. „Whispers of Life“ 25:56
საერთო ხანგრძლივობა: 51:57

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Interior_Music&oldid=3338867“-დან