Not Alone (სიმღერა)
„Not Alone“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — არამ Mp3 | ||||
ენა | ინგლისური | |||
გამოსვლის თარიღი | 2014 წლის 14 მარტი | |||
ჟანრი | ბალადა, დაბსტეპი | |||
ხანგრძლივობა | 3:03 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Universal Music | |||
ავტორ(ებ)ი | არამ Mp3, გარიკ პაპოიანი | |||
კომპოზიტორი | არამ სარქისიანი | |||
არამ Mp3 — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
Not Alone (ქართ. მარტო არა) — სომეხი მომღერლის არამ Mp3-ის სიმღერა, რომლითაც წარადგინა ქვეყანა 2014 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე დანიაში. სიმღერა გამოვიდა 2014 წლის 14 მარტს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2013 წლის 31 დეკემბერს არამ Mp3 შეირჩა სომხეთის პირველი არხის მიერ სომხეთის წარმომადგენლად 2014 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე.[1] 2014 წლის 21 თებერვალს გამოცხადდა, რომ არამის სიმღერა უკვე არჩეული იყო, მაგრამ სიმღერის პრემიერა მუსიკალურ ვიდეოსთან ერთად იმავე წლის მარტში შედგა.[2] საერთო ჯამში მაუწყებელმა მიიღო 75 სიმღერა ადგილობრივი და უცხოელი კომპოზიტორებისგან. სიმღერის ჩაწერა დაიწყო 2014 წლის თებერვალში. 14 მარტს სიმღერისა და მუსიკალური ვიდეოს პრემიერა ოფიციალურად შედგა AMPTV– ზე.[3]
მუსიკა დაწერა არამმა, ხოლო ტექსტის ავტორი არის არამის მეგობარი გარიკ პაპოიანი. სიმღერის მთავარი მესიჯი არამის თქმით არის: ,,არასოდეს დანებდე და ყოველთვის იბრძოლე სიყვარულისთვის. ერთმა კოცნამ შეიძლება შეცვალოს ყველაფერი". Not Alone არის ბალადის[4][5] და დაბსტეპის ნაზავი.[6] ის იწყება ფორტეპიანოს აკომპანემენტით, ხოლო სიმღერის შუაში ასევე ერთვება ვიოლინო.
DJ Serjo-ს მიერ სიმღერის ოფიციალური რემიქს ვერსია გამოქვეყნდა კონკურსის პირველ ნახევარფინალამდე რამდენიმე დღით ადრე.[7]
შეფასებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიმღერამ ძირითადად მიიღო დადებითი შეფასებები და ითვლებოდა 2014 წლის ევროვიზიის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად. The Independent-ის ჟურნალისტმა ჯეს დენჰემმა სიმღერას უწოდა ,,ძლიერი დაბსტეპ ბალადა".[8] Daily Mirror-ის ჟურნალისტმა კარლ გრინვუდმა სიმღერას დაუწერა 5-დან 1 ვარსკვლავი და თქვა: „ეს სიმღერა ჰომეოპათიური საძილე აბების მუსიკალური ეკვივალენტია.“[9] Sofabet-ის რედაქტორმა დანიელ გულდმა სიმღერას უწოდა ,,სტრუქტურულად გაბედული, თანამედროვე და კინემატოგრაფიული."[10]
ჰაიკომ, რომელმაც წარადგინა სომხეთი 2007 წელს, თქვა, რომ მას მოეწონა სიმღერა და უწოდა მას ,,გემოვნებიანი" და "ენერგიული".[11] ანალოგიურად, სომხეთის 2013 წლის წარმომადგენელმა, გორ სუჯიანმა თქვა, რომ მას ძალიან მოეწონა სიმღერა. ჰასმიკ კარაპეტიანმა თქვა, რომ არამისგან უფრო ,,რიტმულ" სიმღერას ელოდა, მაგრამ მან შეაქო ეს ნამუშევარი და თქვა, რომ სიმღერა იყო ,,ძლიერი, მოძრავი სიმღერა, რომელიც შეიცავს ძალიან მნიშვნელოვან შეტყობინებას".
ევროვიზიის სიმღერის კონკურსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის 20 იანვარს ნახევარფინალური განაწილების წილისყრისას სომხეთი მოხვდა პირველ ნახევარფინალში.[12] პირველ ნახევარფინალში შოუს პროდიუსერებმა გადაწყვიტეს, რომ სომხეთი გახსნიდა ნახევარფინალს.[13] სომხეთმა პირველ ნახევარფინალში დაიკავა მე-4 ადგილი და დააგროვა 121 ქულა. ფინალი ჩატარდა 2014 წლის 10 მაისს. ფინალში, შოუს პროდიუსერებმა გადაწყვიტეს, რომ სომხეთი რიგით მეშვიდე გამოვიდოდა, რუმინეთის შემდეგ და მონტენეგროს წინ.[14] სომხეთმა ფინალში მე-4 ადგილი დაიკავა და 174 ქულა დააგროვა.
მუსიკალური ვიდეო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიმღერის ვიდეოკლიპის რეჟისორია გრიგორ გასპარიანი. 14 მარტს სიმღერისა და მუსიკალური ვიდეოს პრემიერა ოფიციალურად შედგა AMPTV-ზე.[3] ევროვიზიის YouTube არხზე ოფიციალური ვიდეოს ატვირთვიდან 24 საათში ვიდეოს ჰქონდა 200 000-ზე მეტი ნახვა. 22 მარტს ვიდეოს უკვე 1 მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა.[15] ვიდეოში არამ Mp3 განათებულ სცენაზე დგას, რომელიც გარშემორტყმულია ორკესტრით და შიგადაშიგ ჩანს კადრები, სადაც ნაჩვენებია ახალგაზრდა ქალი მანქანაში, რომელიც ახლახან დაშორდა შეყვარებულს.
ჩარტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩარტი (2014) | პოზიცია |
---|---|
ავსტრალია (Ö3 Austria Top 40) | 31 |
ბელგია (Ultratip Flanders) | 38 |
დანია (Tracklisten) | 21 |
გერმანია (Official German Charts) | 44 |
უნგრეთი (Single Top 40) | 11 |
ირლანდია (IRMA) | 60 |
ნიდერლანდები (Single Top 100) | 94 |
შვედეთი (Sverigetopplistan) | 45 |
შვეიცარია (Schweizer Hitparade) | 53 |
თურქეთი(Number One Top 40) | 14 |
დიდი ბრიტანეთის სინგლები (OCC) | 88 |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Omelyanchuk, Olena. Aram Mp3 to represent Armenia in Copenhagen. European Broadcasting Union. ციტირების თარიღი: January 1, 2014
- ↑ Eurovision 2014's Armenian representative's song is chosen. Panorama.am. ციტირების თარიღი: 21 February 2014
- ↑ 3.0 3.1 Brey, Marco. Aram MP3 to sing "Not Alone" for Armenia. European Broadcasting Union. ციტირების თარიღი: 14 March 2014
- ↑ „Eurovision 2014: Aram MP3 to sing "Not Alone" for Armenia“. Public Radio of Armenia. 14 March 2014. ციტირების თარიღი: 22 March 2014. ციტატა: „...it’s a unique ballad...“
- ↑ „Den stora ESC-förhandsfavoriten“. Helsingborgs Dagblad (შვედური). 17 March 2014. ციტირების თარიღი: 22 March 2014.
- ↑ López, Virginia (14 March 2014). „Aram MP3 presents his Eurovision entry Not Alone“. EuroVisionary.com. ციტირების თარიღი: 26 March 2014. ციტატა: „First thought is that it is going to be a ballad but it builds up and then it surprises with some dubstep.“
- ↑ „Արամ MP3-ի "Not Alone" երգի ռեմիքս տարբերակը (տեսանյութ)“. Armlur.am. 4 May 2014. ციტირების თარიღი: 4 July 2014.
- ↑ Eurovision semi-finals: Five acts to watch from Aram MP3 to Nielsen (7 May 2014).
- ↑ Eurovision 2014 preview: Will Armenia entry Not Alone see Aram MP3 join song contest winners? (2 April 2014).
- ↑ Eurovision 2014: Will Armenia's 'You're Not Alone' unite viewers? (15 March 2014).
- ↑ Babajanyan, Anna (15 March 2014). „Հայկոն, Դեր Հովան և այլոք՝ Not Alone երգի մասին [Hayko, Der Hova and others about "Not Alone"]“. Panorama.am (სომხური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 მარტი 2014. ციტირების თარიღი: 16 March 2014.
- ↑ Escudero, Victor M.. (20 January 2014) Allocation Draw results: Who's in which Semi-Final?. Eurovision.tv. ციტირების თარიღი: 20 January 2014
- ↑ Siim, Jarmo. (24 March 2014) Running order for Eurovision Semi-Finals decided. Eurovision.tv. ციტირების თარიღი: 26 March 2014
- ↑ Storvik-Green, Simon. (9 May 2014) Running order for the Grand Final revealed!. Eurovision.tv. ციტირების თარიღი: 9 May 2014
- ↑ „Eurovision 2014: Armenia's song gets over 1 million hits on YouTube“. news.am. 22 March 2014. ციტირების თარიღი: 26 March 2014.