არამ mp3

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
არამ Mp3
Արամ Mp3 / Արամ Սարգսյան
Aram Mp3, ESC2014 Armenia 1st press conference 04.jpg
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი არამ სარგსიანი
დაბ. თარიღი 5 აპრილი 1984 (36 წლის)
დაბ. ადგილი ერევანი, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი
ეროვნება სომეხი
საქმიანობა მომღერალ- კომპოზიტორი; კომიკოსი; შოუმენი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი; პიანინო; გიტარა
აქტიური 20016-დან დღემდე
ხელმოწერა Aram Mp3 - Signature.png
არამ mp3 ვიკისაწყობში

რამ სარგსიანი (სომხურად: Արամ Սարգսյան; დ. 5 აპრილი 1984), უკეთ ცნობილი თავისი სასცენო სახელით არამ Mp3 (Արամ Mp3;) — სომეხი მომღერალი, კომპოზიტორი, კომიკოსი და შოუმენი. მან სომხეთი წარმოადგინა ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე 2014 წელს კოპენჰაგენში სიმღერით "Not Alone".[1]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არამ სარგსიანი სომხეთის დედაქალაქ ერევანში დაიბადა. იგი სწავლობდა ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, რომელიც მან დაამთავრა 2006 წელს. სწავლის დროს, იგი მონაწილეობდა კავეენ კომედი შოუში, ჯერ სომხეთის უნივერსიტეტებში, შემდეგ კი სომხეთის ნაკრებში სახელწოდებით ,,არარატში'' რომელიც წარსდგა მოსკოვში.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006–2012 წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წელს არამი შეუერთდა რამდენიმე სხვა კომიკოსს - ძირითადად უცნობი საზოგადოებისთვის - 32 კბილების (32 კბილი) კომედი შოუს შესაქმნელად. იგი ხშირად ასრულებდა პოპულარული სიმღერების იუმორისტულ ქავერებს, სახელწოდებით "არამ Mp3", რაც ემპე3-ის ფორმატის მუსიკების შექმნიდანაა განპირობებული. 2007 წელს იგი გახდა სომხეთის პირველი არხის 2 ვარსკვლავის (2 ვარსკვლავი) სატელევიზიო შოუს გამარჯვებული.

არამ სარგსიანი ევროვიზიის პირველ პრეს- კონფერენციაზე

ამ პერიოდში არამმა დაიწყო ცოცხალი გამოსვლა ჯაზისა და ბლუზის კლუბებში, ჩაწერა სიმღერები და მუსიკალური კლიპები. მიიღო მონაწილეობა ცნობილ სატელევიზიო შოუებში, როგორებიცაა იქს ფაქტორი, სომხეთის ვარსკვლავი, ჩემი სახელია... და სხვა. ამ პროექტებმა არამს კიდევ უფრო დიდი პოპულარობა მოუტანა. 2010 წელს არამმა და მისმა მეგობრებმა შექმნეს ვიტამინის კლუბი, კომედიური სატელევიზიო შოუ, რომელსაც ყოველ კვირას გადასცემს შანტ TV. სარგისიანი ასევე არის გადაცემების წამყავნი სომხეთის ტელევიზიებში.[2]

2014 წლის ევროვიზიის სიმღერების კონკურსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წელს არამმა მუშაობა დაიწყო თავის მუსიკალურ კარიერაზე. მან გამოუშვა პირველი სოლო მუსიკალური კლიპები მისი სინგლებისთვის "Shine" და "If I Tried". ორივე სიმღერა არამმა და თავისმა მეგობარმა, გარიკ პაპოიანმა დაწერეს.[3]

2013 წლის 31 დეკემბერს, არამ Mp3 შეირჩა სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის მიერ, რათა წარმოედგინა სომხეთი ევროვიზიის კონკურსზე 2014 წელს დანიაში. 2014 წლის 14 მარტს გამოცხადდა, რომ არამი კოპენჰაგენში შეასრულებს თავის სიმღერას "Not Alone".[4] პირველ ნახევარფინალში შოუს მწარმოებლებმა გადაწყვიტეს, რომ სომხეთი გახსნიდა ნახევარფინალს და სცენაზე პირველი გამოვიდოდა.არამმა ნახევარფინალის შემდეგ ფინალში იასპარეზა 2014 წლის 10 მაისს. ფინალში შოუს მწარმოებლებმა გადაწყვიტეს, რომ სომხეთი სცენაზე მეშვიდე გამოვიდოდა.არამმა კონკურსი მე -4 ადგილზე დაასრულა 174 ქულით.[5] 280

ევროვიზიის შემდგომი პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროვიზიის შემდეგ ის სტუმრად იყო სომხეთის ბევრ სატელევიზიო შოუში, როგორიცაა ხმა და იქს ფაქტორი. არამის ახალი სინგლი "Help" გამოვიდა 2015 წლის 7 თებერვალს.

2016 წელს მან ,,მეფე ლომის'' სომხურ თარგმანში ახალგაზრდა სიმბას როლი მოირგო და ის გაახმოვანა.

2017 წლის თებერვალში ივეტა მუკუჩიანმა და არამ Mp3-მა გამოუშვეს ერთობლივი სინგლი სახელწოდებით "დაშტეროვი". 21 მაისს, ივეტა მუკუჩიანმა, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, გამოაცხადა, რომ არამ MP3- სთან ერთად ახალ ტრადიციულ პროექტზე სახელწოდებით "დაშტეროვი" იმუშავებდა.[6] ამ პროექტის პირველი სიმღერა ("ელ ეღნიმ") გამოვიდა 15 ივნისს, ხოლო მეორე ("Let the wind blow") გამოვიდა 22 ივნისს. იმავე თვეში, სარგსიანმა მონაწილეობა მიიღო ახალ პროექტში, რომელიც ეხმარება ყველა სომეხ ბავშვს, რომლებიც სიმსივნით არიან დაავადებული. მასში მრავალი სომეხი გამოჩენილი მომღერალიც მონაწილეობდა, როგორიცაა მიჰრან ცარუკიანი, ერიკ კარაპეტიანი, ივეტა მუკუჩიანი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Omelyanchuk, Olena (n.d.). "Aram Mp3 to represent Armenia in Copenhagen". European Broadcasting Union. Archived from the original on 1 January 2014. Retrieved 1 January 2014.
  2. "Արամ MP3" (in Armenian). AV Production. Archived from the original on 4 March 2016.
  3. "Կայացել է Արամ MP3-ի նոր տեսահոլովակի պրեմիերան (ֆոտո, վիդեո)". Style.news.am. Archived from the original on 12 August 2014. Retrieved 29 June 2014.
  4. Brey, Marco. "Aram MP3 to sing 'Not Alone' for Armenia". European Broadcasting Union. Archived from the original on 14 March 2014. Retrieved 14 March 2014.
  5. "Eurovision Song Contest 2014 Grand Final". European Broadcasting Union.Archived from the original on 23 May 2014. Retrieved 29 June 2014.
  6. "Dashterov (feat. Iveta) – Single by Aram MP3". iTunes Store. 2017. Archived from the original on 27 November 2017.