The Way I Am (ემინემის სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„The Way I Am“
სინგლიემინემი
ალბომიდან The Marshall Mathers LP და Curtain Call: The Hits
B-მხარე Kids
97 Bonnie & Clyde
Steve Berman
გამოსვლის თარიღი 7 აგვისტო 2000
ჟანრი ჰარდკორ ჰიპ-ჰოპი
ხანგრძლივობა 4:44
ხმისჩამწერი ლეიბლი Aftermath/Interscope
პროდიუსერი ემინემი
ემინემი — სინგლების ქრონოლოგია
„The Real Slim Shady“
(2000)
The Way I Am
(2000)
„Stan“
(2000)

The Way I Am — რეპერ ემინემის მეორე სინგლი ალბომიდან The Marshall Mathers LP. იგი გამოიცა 2000 წლის 7 აგვისტოს. ისევე როგორც შემდგომში გამოცემული სინგლები, The Way I Am განწყობით შესამჩნევად ბნელია და ემოციურია, ვიდრე მხიარული The Real Slim Shady.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საგულისხმოა, რომ The Way I Am-ის პროდიუსერი მთლიანად ემინემია. მას ეკუთვნის სახასიათო ბასის არანჟირება, ფორტეპიანოს მელოდიის პროგრამირება და სხვა. სიმღერაში ემინემი აკრიტიკებს ხალხს, რომელიც მას სტრესის ქვეშ ამყოფებს - შეშლილ თაყვანისმცემლებს და ხმისჩამწერი ლეიბლების წარმომადგენლებს. ამ უკანასკნელებს იგი განსაკუთრებით დასცინის იმის გამო, რომ მისგან მხოლოდ My Name Is-ის წარმატებას მოითხოვენ. სიმღერის სტრიქონების წარმოთქმისას იგი თითქმის უყვირის ამ სიტყვებს.

სიმღერის რემიქსი დენი ლონერმა მოამზადა. მასში მოწვეული შემსრულებლის სახით გამოჩნდა მერილინ მენსონი (რომელიც ასევე ნახსენებია სიმღერაში და ემინემთან ერთად გამოვიდა სიმღერის კლიპში და რამდენიმე კონცერტზეც).

ბრიტანული სინგლების ჩარტში სინგლმა #8 პოზიცია დაიკავა, თუმცა აშშ-ში არც თუ დიდი წარმატებით სარგებლობდა. 2005 წელს იგი გამოვიდა კრებულზე Curtain Call: The Hits.

2008 წელს გამოვიდა ემინემის ავტობიოგრაფია The Way I Am.

მუსიკალური ვიდეო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერის მუსიკალურ ვიდეოში ჟღერს ემინემის Kim-ის ნაწყვეტი და სტუდიურ ალბომზე ჩაწერილი სახუმარო ნომრის Steve Berman ნაწილი. ვიდეო იწყება ემინემით, რომელიც აპირებს მაღალი შენობიდან გადმოხტომას. საბოლოოდ, იგი ხტება და მთელი კლიპის მსვლელობისას ჰაერში მოფრინავს, სანამ არ ეცემა მიწაზე (იგი უვნებელი რჩება). სხვა კადრებში ემინემთან ერთად ჩნდება მერილინ მენსონი (რომელიც ნახსენებია ერთ-ერთ სტრიქონში). კლიპის რამდენიმე კადრი ასახავს ემინემის საკუთარ ფანებთან ურთიერთობას. 2000 წელს ჟურნალმა Complex ეს ვიდეორგოლი დაასახელა საუკეთესოთა სიაში #19 ადგილზე.[1]

სიმღერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

#სახელწოდებაავტორ(ებ)იპროდიუსერი(ები)ხანგრძლივობა
1.„The Way I Am“იანგი, მაზერსიემინემი4:53
2.„Kids“ (სრული ვერსია)მაზერსი, ბასი, ბასი, კინგიBass Brothers, ემინემი5:07
3.„'97 Bonnie & Clyde“მაზერსი, ბასი, ბასიBass Brothers, Eminem5:17
4.„Steve Berman“ (ხუმრობა)  0:56

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-11-20. ციტირების თარიღი: 2010-07-27.