Mr. Moonlight (სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Mr. Moonlight“
Mr. Moonlight - The Beatles.jpg
სიმღერა, შემსრულებელი – The Beatles, ალბომიდან Beatles for Sale
გამოსვლის თარიღი 4 დეკემბერი 1964
ჩაიწერა 18 ოქტომბერი 1964,
EMI-ს სტუდიები, ლონდონი
ჟანრი როკ-ენ-როლი
ხანგრძლივობა 2:33 (მონო-ვერსია)
2:36 (სტერეო-ვერსია)
2:40 (აშშ სტერეო-ვერსია)
ხმისჩამწერი ლეიბლი Parlophone
ავტორი როი ლი ჯონსონი
პროდიუსერი ჯორჯ მარტინი
Beatles for Sale - სიმღერები

Mr. Moonlightროი ლი ჯონსონის სიმღერა. მისი ცნობილი ვერსია ჩაიწერა ჯგუფ The Beatles-ის მიერ. იგი შეტანილია ალბომში Beatles for Sale, რომელიც გამოვიდა 1964 წელს.[1]

სხვადასხვა ვერსია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერის პირველი ცნობილი განსხვავებული ვერსია ჩაწერალ ბლუზ-პიანისტმა Piano Red-მა, "Dr. Feelgood and the Interns"-ის სახელით. იგი გამოვიდა სინგლ "Dr. Feelgood"-ზე, 1962 წელს. [1] ჩანაწერი ბრიტანული რიტმ-ენდ-ბლუზის მოყვარულებში საკულტო სტატუსით სარგებლობს.

The Hollies-მა ასევე ჩაწერა სიმღერის საკუთარი ვარიანტი. 1963 წელს იგი The Merseybeats-მაც ჩაწერა. უკანასკნელი ვარიანტი 1964 წლის 18 აპრილს ვანკუვერის CFUN-ის ჩარტში მოხვდა. ესპანურენოვანი ვერსია მექსიკურმა ვოკალურმა ტრიო Los Apson Boys-მა ჩაწერა, "Triste Luna"-ს სახელწოდებით.

The Beatles-ის ვერსია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

The Beatles სიმღერას ჩაწერამდე საკონცერტო გამოსვლების დროს ასრულებდა. ჩაწერილ ვერსიაში შეიმჩნევა ლათინური სტილისტიკის პერკუსია, ვოკალური ჰარმონიები და, რაც უცნაურია, სოლო ორგანზე. ჯონ ლენონი ასრულებს წამყვან ვოკალს, პოლ მაკ-კარტნი და ჯორჯ ჰარისონი კი ბეკ-ვოკალს.

ჩაწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

The Beatles-მა სიმღერა 1964 წლის ორ სხვადასხვა დღეს ჩაწერა. პირველი იყო 14 აგვისტო (ოთხი დუბლით, რომელთაგან პირველი და მეოთხე მოხვდა Anthology 1-ში). 18 ოქტომბრის დუბლებს შორის უკანასკნელ ორში მაკ-კარტნი ორგანზე უკრავს.[1]

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 The Beatles Bible: Mr. Moonlight. ციტირების თარიღი: April 14, 2009.