British Open

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან British Open (სნუკერი))

British Open — სნუკერის პროფესიონალური ტურნირი. ერთ-ერთი უძველესი რეიტინგული ტურნირი (1985 წლიდან), თუმცა წინარეისტორია იწყება ჯერ კიდევ 1980 წელს, როდესაც ტურნირი არარეიტინგული იყო. უკანასკნელად ტურნირი გაიმართა 2004-2005 წლების სეზონზე.

1984 წელს ტურნირში მონაწილეობა მიიღო 27-მა მონაწილემ, რომლებიც 9 ჯგუფად დაიყვნენ. ჯგუფების გამარჯვებულები თამაშობდნენ სამ ნახევარფინალს, შემდეგ სამი მოთამაშე თამაშობდა ფინალს წრიული სისტემით.

ტურნირი ხშირად იცვლიდა სპონსორებს, ზოგჯერ საერთოდ ვერ პოულობდა. ტარდებოდა ნოემბერში. 1999-2000 წლების სეზონზე ტურნირი სეზონის ბოლოსკენ გადაიტანეს. ამის შედეგად 1999 წელს ტურნირი ორჯერ გაიმართა: პირველად — აპრილში (1998-1999 წლების სეზონი), მეორედ — სექტემბერში (1999-2000 წლების სეზონი).

1992 წელს შედგა პირველი მაქსიმალური ბრეიკი ჯეიმზ უოტანას შესრულებით.

სტივ დეივისი ტურნირის ხუთგზის ჩემპიონი იყო (მათ შორის არარეიტინგულობის დროს), ოთხ-ოთხჯერ მოიპოვეს ჩემპიონის ტიტული სტივენ ჰენდრიმ და ჯონ ჰიგინსმა.

გამარჯვებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ჩემპიონი ფინალისტი ანგარიში სეზონი
British Gold Cup (არარეიტინგული)
1980 ჩრდილოეთ ირლანდიის დროშა ალექს ჰიგინსი უელსის დროშა რეი რიარდონი 5:1 1979/80
Yamaha Organs Trophy (არარეიტინგული)
1981 ინგლისის დროშა სტივ დეივისი ინგლისის დროშა დევიდ ტეილორი 9:6 1980/81
1982 ინგლისის დროშა სტივ დეივისი უელსის დროშა ტერი გრიფითსი 9:7 1981/82
Yamaha International Masters (არარეიტინგული)
1983 უელსის დროშა რეი რიარდონი ინგლისის დროშა ჯიმი უაიტი 9:6 1982/83
1984 ინგლისის დროშა სტივ დეივისი ინგლისის დროშა დეივ მარტინი,ინგლისის დროშა ჯონ დანინგი * 1983/84
British Open (რეიტინგული)
1985 Флаг Южной Африки სილვინიო ფრანსისკო კანადის დროშა კირკ სტივენსი 12:9 1984/85
1986 ინგლისის დროშა სტივ დეივისი ინგლისის დროშა უილი თორნი 12:7 1985/86
1987 ინგლისის დროშა ჯიმი უაიტი ინგლისის დროშა ნილ ფუდსი 13:9 1986/87
1988 შოტლანდიის დროშა სტივენ ჰენდრი ინგლისის დროშა მაიკ ჰალეტი 13:2 1987/88
1989 ინგლისის დროშა ტონი მეო ინგლისის დროშა დინ რეინოლდსი 13:6 1988/89
1990 კანადის დროშა ბობ შეპერონი ჩრდილოეთ ირლანდიის დროშა ალექს ჰიგინსი 10:8 1989/90
1991 შოტლანდიის დროშა სტივენ ჰენდრი ინგლისის დროშა გერი უილკინსონი 10:9 1990/91
1992 ინგლისის დროშა ჯიმი უაიტი ტაილანდის დროშა ჯეიმზ უოტანა 10:7 1991/92
1993 ინგლისის დროშა სტივ დეივისი ტაილანდის დროშა ჯეიმზ უოტანა 10:2 1992/93
1994 ინგლისის დროშა რონი ო’სალივანი ტაილანდის დროშა ჯეიმზ უოტანა 9:4 1993/94
1995 შოტლანდიის დროშა ჯონ ჰიგინსი ინგლისის დროშა რონი ო’სალივანი 9:6 1994/95
1996 ინგლისის დროშა ნაიჯელ ბონდი შოტლანდიის დროშა ჯონ ჰიგინსი 9:8 1995/96
1997 უელსის დროშა მარკ უილიამსი შოტლანდიის დროშა სტივენ ჰენდრი 9:2 1996/97
1998 შოტლანდიის დროშა ჯონ ჰიგინსი შოტლანდიის დროშა სტივენ ჰენდრი 9:8 1997/98
1999 ირლანდიის დროშა ფერგალ ო'ბრაიენი ინგლისის დროშა ენტონი ჰემილტონი 9:7 1998/99
1999 შოტლანდიის დროშა სტივენ ჰენდრი ინგლისის დროშა პიტერ ებდონი 9:5 1999/00
2000 ინგლისის დროშა პიტერ ებდონი ინგლისის დროშა ჯიმი უაიტი 9:6 2000/01
2001 შოტლანდიის დროშა ჯონ ჰიგინსი შოტლანდიის დროშა გრემ დოტი 9:6 2001/02
2002 ინგლისის დროშა პოლ ჰანტერი ინგლისის დროშა იან მაკალოჰი 9:4 2002/03
2003 შოტლანდიის დროშა სტივენ ჰენდრი ინგლისის დროშა რონი ო’სალივანი 9:6 2003/04
2004 შოტლანდიის დროშა ჯონ ჰიგინსი შოტლანდიის დროშა სტივენ მაგუაიერი 9:6 2004/05

* ფინალი გაითამაშეს სამი ნახევარფინალის გამარჯვებულებმა წრიული სისტემით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=British_Open&oldid=4300406“-დან