შინაარსზე გადასვლა

Blair Witch (ვიდეო თამაში)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Blair Witch
დეველოპერ(ებ)ი Bloober Team
გამომცემელი Lionsgate Games
ძრავა Unreal Engine 4
პლატფორმ(ებ)ი
გამოსვლის თარიღი
  • Windows, Xbox One
  • 30 აგვისტო, 2019
  • PlayStation 4
  • 3 დეკემბერი, 2019
  • Nintendo Switch
  • 25 ივნისი, 2020
  • Oculus Quest, Quest 2
  • 29 ოქტომბერი, 2020
  • Amazon Luna
  • 7 ოქტომბერი, 2021
ჟანრ(ებ)ი Survival horror
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი
რეჟისორ(ებ)ი მატეუშ ლენარტი
დიზაინერ(ებ)ი პაველ ნეზაბიტოვსკი
პროგრამისტ(ებ)ი მარიუშ შაფლიკი
სცენარისტი ბარბარა კციუკი
მარკინ ველნიცკი
ანდჟეი მადრზაკი
კომპოზიტორი არკადიუშ რეიკოვსკი

Blair Witch (ქართ. ბლერის ჯადოქარი) — პოლონური საშინელებათა ვიდეო თამაში, რომელიც შექმნილია კომპანია Bloober Team-ის მიერ, ბლერის ჯადოქრის საშინელებათა ფილმების სერიის მიხედვით. ის გამოუშვა კომპანიამ — Lionsgate Games, Microsoft Windows-ისთვის, Xbox One-ისა და Xbox Game Pass-ისთვის 2019 წლის 30 აგვისტოს. თამაშში მოქმედება ვითარდება ფილმ „The Blair Witch Project“-ის მოვლენებიდან ორი წლის შემდეგ, 1994 წელს. მთავარი პერსონაჟია პოლიციელი ელის ლინჩი, ჯგუფთან ერთად ბლექ ჰილზის ტყეში დაკარგულ ბიჭს ეძებს. თამაში მოგვიანებით პორტირებული იქნა PlayStation 4-ზე 2019 წლის 3 დეკემბერს, Nintendo Switch-ზე 2020 წლის 25 ივნისს, Oculus Quest & Quest 2-ზე 2020 წლის 29 ოქტომბერს და Amazon Luna-ზე 2021 წლის 7 ოქტომბერს.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

თამაშის მოქმედება ვითარდება 1994 წელს. ვეტერანი პოლიციელი ელის ლინჩი თავის პოლიციელ ძაღლ ბულეტთან ერთად მიემგზავრება ბლექ ჰილზის ტყეში ბურკიტსვილში, მერილენდი, რათა შეუერთდეს დაკარგული 9 წლის პიტერ შენონის ძებნას. ტყეში შესვლიდან მალევე, ელისი დაუკავშირდება სამძებრო ჯგუფის ლიდერს შერიფ ემეტ ლანინგის, რომელიც ელისს საშუალებას აძლევს შეუერთდეს ბიჭის ძებნას, მიუხედავად იმისა, რომ ეჭვქვეშ აყენებს მის ფსიქიკურ მდგომარეობას მისი განმეორებადი პოსტტრავმული სტრესული აშლილობის გამო.

პიტერის ქუდის პოვნის შემდეგ ელისი და ბულეტი ბანაკში მიდიან. ელისი აღმოაჩენს მუშა ვიდეოკამერას. წითელი ფირის ნახვის შემდეგ ხვდება, რომ მას შეუძლია მანიპულირება მოახდინოს მის გარშემო არსებულ რეალობაზე. ცოტა ხნის შემდეგ, მას ურეკავს ლანინგი, რომელიც ცდილობს მის პოვნას. ლენინგმა უთხრა ელისს, რომ გუნდს არასოდეს უნახავს მის მიერ აღწერილი ბანაკი და ის უნდა დარჩეს იქ სადაცაა. თუმცა ის აგრძელებს გზას.

ელისს და მის ძაღლს გზაში თავს დაესხმებიან სილუეტები, მაგრამ ის აშინებს მათ თავისი ფანრით. შემდეგ ისინი აღმოაჩენენ ომის სანგრებს და გაფუჭებულ მანქანას. ის აღმოაჩენს კიდევ ერთ წითელ ფირს, სადაც ჩანს თუ როგორ იტაცებს ვიღაც პიტერს. მეორე დღეს ბულეტი პოულობს ლანინგის ცხედარს. შემდეგ ელისი აღმოაჩენს ფირს, სადაც ნაჩვენებია ლენინგის მკვლელობა. ელისი და ბულეტი მიადგებიან ხეს, სადაც ელისს იდუმალი ქალის ჩურჩული ესმის, ხოლო შემდეგ ცნობიერებას კარგავს. მისი სიმზრიდან ირკვევა, რომ ელისმა, როგორც ოფიცერმა, სასიკვდილოდ ესროლა პიტერის ძმას. იგი შეპყრობილი ხდება პიტერის გადარჩენით, რათა გამოასწოროს თავისი საქციელი. ელისი ბანაკში გაიღვიძებს და თავის ძაღლთან ერთად მიდის მინიშნებების საძებრად. გზად ელისი აღმოაჩენს, რომ ტყე იწვის. მას აქვს ძლიერი ჰალუცინაცია იმის შესახებ, თუ როგორ გრძნობდა ის პასუხისმგებლობას მისი სამხედრო რაზმის სიკვდილზე, რომლებიც მისიის დროს დაიღუპნენ. ის შემდეგ გზას აგრძელებს და ურეკავს თავის ყოფილ მეუღლეს ჯესს, რომელიც დაჟინებით მოითხოვს მის დაბრუნებას, მაგრამ ელისი უარს ამბობს ამაზე. წისქვილში ელისი პოულობს დაკარგული მეტყევის ტოდ მაკინონის გვამს, რომელიც მოკლულია გამტაცებლის მიერ ხერხით. ის შეეჩეხება პიტერის გამტაცებელს, სახელად კარვერს, რომელიც ეუბნება პიტერს, რომ ის უნდა მოკვდეს, რადგან „ასეთია მისი ნება“. ელისი გონებას კარგავს და იღვიძებს, როდესაც კარვერი მას მიათრევს ბანაკში. კარვერის მითითებით, ის იყენებს ვიდეოკამერას თეთრი ხის საპოვნელად, რითაც გამტაცებელი ჯადოქრის ნიშანს აკეთებს. ელისი კვლავ კარგავს გონებას და იღვიძებს ახლა უკვე დატბორილ ბანაკში. ის ხედავს და შედის დანგრეულ სახლში, სადაც მიჰყვება მინიშნებებს. წარსულის ხილვები ცხადყოფს ელისის PTSD-ის მიზეზს. მან საბრძოლო დავალების შესრულებისას მტრის ძალებისგან მიმალვისას შემთხვევით მოკლა გოგონა. სწორედ ამან გამოიწვია ელისის მდგომარეობა. ელისი შედის სარდაფში, სადაც აღმოაჩენს, რომ პიტერი არსად არის და გადის საიდუმლო ტელეპორტში, რითაც ის ხვდება კარვერთან.

თამაშის დასასრულს თავად მოთამაშე ირჩევს. ელისი ან კლავს კარვერს, ან ნებას აძლევს კარვერს მოკლას იგი. თუ ელისი მოკლავს კარვერს, ის გახდება შემდეგი კარვერი.

თამაში გამოვიდა Microsoft Windows-ისა და Xbox One-ისთვის 2019 წლის 30 აგვისტოს.[1]Gamescom 2019-ზე ბლერ ვიჩი დაემატა Xbox Game Pass-ს რამდენიმე სხვა სათაურთან ერთად.[2][3]

ჯილდოები და შეფასებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად არაერთგვაროვანი შეფასებებია, თამაში ნომინირებული იყო „წლის Xbox თამაშზე" 2019 წლის Golden Joystick Awards-ზე[4] და NAVGTR Awards-ზე.[5]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Farokhmanesh, Megan (Jun 9, 2019). "A Blair Witch game is coming to Xbox". The Verge. Vox Media. Retrieved Oct 2, 2019.
  2. Skrebels, Joe (Aug 19, 2019). "Devil May Cry 5, Blair Witch Project and More Coming to Xbox Game Pass". IGN. J2 Global. Retrieved Oct 2, 2019.
  3. Hood, Vic (Aug 19, 2019). "Devil May Cry 5 and Blair Witch Project are coming to Xbox Game Pass". TechRadar. Future plc. Retrieved Oct 2, 2019.
  4. "Golden Joystick Awards 2019". GamesRadar+. Future plc. Archived from the original on September 28, 2019. Retrieved Jan 25, 2020.
  5. "2019 Nominees". National Academy of Video Game Trade Reviewers. Jan 13, 2020. Retrieved Jan 25, 2020.