თორმეტი კეისრის ცხოვრება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან 12 კეისარის ცხოვრება)

თორმეტი კეისრის ცხოვრება - De Vita XII Caesarumგაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსის დღემდე თითქმის სრულად მოღწეული ერთადერთი ნაშრომი.

ამ ნაშრომში მოცემულია იულიუს კეისრისა და რომის 11 იმპერატორის (ოქტავიანე ავგუსტუსი, ტიბერიუსი, კალიგულა, კლავდიუსი, ნერონი, გალბა, ოტონი, ვიტელიუსი, ვესპასიანე, ტიტუსი, დომიციანე) ბიოგრაფიები.

ხელნაწერის დასაწყისი დაკარგულია, სადაც აღწერილია კეისრის წარმოშობა და დაბადება. სვეტონიუსი თავის ნაშრომში არ იცავს ქრონოლოგიას. ყველა ბიოგრაფია დაყოფილია ოთხ ნაწილად: ძალაუფლების მიღწევამდე, მმართველობა, პირადი ცხოვრება, სიკვდილი და დასაფლავება. პირველ და უკანასკნელ ნაწილში იგი ასე თუ ისე იცავს ქრონოლოგიას, ხოლო მმართველობასა და პირად ცხოვრებაში იგი მხოლოდ ფაქტების ჩამონათვალს გვაძლევს, რომლებიც მოცემულ პიროვნებას ჯერ დადებითად შემდეგ კი უარყოფითად ახასიათებს. იგი არ ცდილობს გააკეთოს ანალიზი, განსჯა მკითხველისთვის არის მინდობილი.

ეს ნაშრომი სვეტონიუსმა მიუძღვნა თავის მეგობარს, პრეტორიანელთა პრეფექტს, გაიუს სეპტიციუს კლარუსს 119 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]