ალექსანდერ ჰუმბოლდტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჰუმბოლდტი, ალექსანდერ)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჰუმბოლდტი.
ალექსანდერ ჰუმბოლდტი
Stieler, Joseph Karl - Alexander von Humboldt - 1843.jpg
დაბ. თარიღი 14 სექტემბერი 1769(1769-09-14)[1] [2]
დაბ. ადგილი ბერლინი[1] [3] [4]
გარდ. თარიღი 6 მაისი 1859(1859-05-06)[1] [2] (89 წელი)
გარდ. ადგილი ბერლინი[1]
დასაფლავებულია Q651833?
მოქალაქეობა Flag of Prussia (1892-1918).svg პრუსიის სამეფო[5] [6] [7]
სამეცნიერო სფერო გეობოტანიკა, ეკონომიკური გეოგრაფია, გეოგრაფია, მეტეოროლოგია, ბოტანიკა, ზოოლოგია და ფიზიკა
ალმა-მატერი ვიადრინის ევროპული უნივერსიტეტი, ფრაიბერგის უნივერსიტეტი და გეტინგენის უნივერსიტეტი
მამა ალექსანდერ გეორგ ფონ ჰუმბოლდტი
დედა მარი-ელისაბეთ ფონ ჰუმბოლდტი
ჯილდოები ბავარიის გვირგვინის მოქალაქეობრივი დამსახურების ორდენი, ვარდის ორდენი, Grand Cross of Dannebrog, საპატიო ლეგიონის დიდი ჯვრის ორდენის კავალერი[8] , მექსიკის საიმპერატორო ორდენები, Grand Cross of the Order of Christ (Portugal)‎, წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენი, წმინდა ვლადიმერის 1-ლი ხარისხის ორდენი, თეთრი შავარდენის ორდენი, Knight Grand Cross of the Order of Saints Maurice and Lazarus, Grand Cross of the Order of Charles III, ბავარიის მაქსიმიალიანის ორდენი სამეცნიერო და სახელოვნებო მიღწევებისათვის, კოპლის მედალი, ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენის კავალერი, ბერლინის საპატიო მოქალაქე, შავი არწივის ორდენი, Order of the Red Eagle 1st Class და Civil Order of Saxony
ხელმოწერა SignaturAlexanderVonHumboldt.svg
საიტი humboldt-portal.de

ალექსანდერ ჰუმბოლდტი (გერმ. Alexander von Humboldt; დ. 14 სექტემბერი, 1769, ბერლინი — გ. 6 მაისი, 1859, ბერლინი) — გერმანელი ბუნებისმეტყველი, გეოგრაფი და მოგზაური. ბერლინის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1800), პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი (1818).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა საქსონიის კურფიურსტის კარისკაცის ოჯახში. ვ. ჰუმბოლდტის ძმა. 1787-1792 სწავლობდა ბუნებისმეტყველებას, ეკონომიურ მეცნიერებებს, სამართალსა და სამთო საქმეს ოდერის ფრანკფურტისა და გეტინგენის უნივერსიტეტებში, ჰამბურგის სავაჭრო და ფრაიბერგის სამთო აკადემიებში. 1790 იოჰან ფორსტერთან ერთად იმოგზაურა საფრანგეთში, ნიდერლანდსა და ინგლისში. 1793 წელს გამოქვეყნდა ჰუმბოლდტის ბოტანიკური-ფიზიოლოგიური გამოკვლევა „ფრაიბერგის მიწისქვეშა ფლორა“. 1799-1804 ფრანგ ბოტანიკოს ე. ბონპლანთან ერთად იმოგზაურა ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, საიდანაც ჩამოიტანა მდიდარი კოლექცია, რომელსაც ამუშავებდა პარიზში 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. 1807-1834 გამოვიდა ჰუმბოლდტის 30-ტომიანი „მოგზაურობა ახალი ქვეყნის ბუნიობის მხარეში 1799-1804 წლებში“. 1827 წელს ჰუმბოლდტი პარიზიდან გადავიდა ბერლინში, სადაც ასრულებდა პრუსიის მეფის კამერჰერისა და მრჩევლის მოვალეობას.

1829 ჰუმბოლდტმა იმოგზაურა რუსეთში. აზიის ბუნების საკითხებს მიუძღვნა შრომები: „ფრაგმენტები აზიის გეოლოგიიდან და კლიმატოლოგიიდან“ და „ცენტრალური აზია“. ჰუმბოლდტის მეცნიერული შეხედულებანი დედამიწისა და სამყაროს ბუნების შესახებ გადმოცემულია მონუმენტურ შრომაში „კოსმოსი“ (ტ. 1-5, 1845-1862).

ჰუმბოლდტის შეხედულებანი დაედო საფუძვლად ზოგად ფიზიკურ გეოგრაფიასა და ლანდშაფტმცოდნეობას, აგრეთვე მცენარეთა გეოგრაფიასა და კლიმატოლოგიას. მისი სამეცნიერო ინტერესების სფერო იმდენად ფართო იყო, რომ თანამედროვენი მას „XIX საუკუნის არისტოტელეს“ უწოდებდნენ. ჰუმბოლდტი იყო ჰუმანიზმის დამცველი, იგი გამოდიოდა რასებისა და ხალხების უთანასწორობისა და დამპყრობლური ომების წინააღმდეგ.

ჰუმბოლდტის სახელი ეწოდება მთელ რიგ გეოგრაფიულ ობიექტებს, მათ შორის ქედებს ცენტრალურ აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, მთას კუნძულ ახალ კალედონიაში, მყინვარს ჩრდილოეთ და დასავლეთ გრენლანდიაში, მდინარესა და რამდენიმე დასახლებულ პუნქტს აშშ-ში, რამდენიმე მცენარეს, მინერალსა და კრატერს მთვარეზე. ძმების ალექსანდერ და ვილჰელმ ჰუმბოლდტების სახელს ატარებს ბერლინის უნივერსიტეტი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]