მარტინ ბორმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარტინ ბორმანი

მარტინ ბორმანი (გერმ. Martin Bormann; დ. 17 ივნისი, 1900, ვეგელებენი — გ. 2 მაისი, 1945, ბერლინი) — გერმანელი პოლიტიკური და პარტიული მოღვაწე მესამე რაიხის დროს, „გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიის კანცელარიის შეფი რაიხსმინისტრის უფლებებით და ერთ-ერთი გავლენიანი პირი ადოლფ ჰიტლერის გარემოცვაში.

1922 წელს ბორმანი შეუერთდა თავისუფალი კორპუსის გასამხედროებულ ორგანიზაციას. მოგვიანებით, დაახლოებით 1 წელი იხდიდა სასჯელს ვალტერ კადოვის მკვლელობაში თანამონაწილეობისათვის. 1927 წელს ბორმანი ნაციონალ-სოციალისტურ გერმანულ მუშათა პარტიას შეუერთდა, 1937 წლიდან კი ეს-ეს-ის წევრიც გახდა. 1933 წლიდან იყო პარტიის შტაბის უფროსი.

პარტიაში მოღვაწეობისას ბორმანმა ჩამოაყალიბა მსხვილი ბიუროკრატიული გარემო, სადაც თითქმის ყველა გადაწყვეტილებას თავად იღებდა. ამასთანავე, ადგილი დაიმკვიდრა ადოლფ ჰიტლერის შიდა წრეში. თან ახლდა თითქმის ყველა შეხვედრაზე. ფაქტობრივად მისი პირველი მდივანი ხდება 1935 წლიდან. ამ თანამდებობაზე ის ოფიციალურად 1943 წელს დაინიშნა. 1941 წლის 10 მაისს რუდოლფ ჰესის ბრიტანეთში გაფრენის შემდეგ, ბორმანი ხდება პარტიის კანცელარიის უფროსი. 1943 წლისათვის ის გერმანიის შიდა პოლიტიკის ყველა საქმეს აკონტროლებდა.

1945 წლის 16 იანვარს ბორმანი ჰიტლერის ბუნკერში გადავიდა. ფიურერის თვითმკვლელობის შემდეგ, 2 მაისს მან და სხვებმა ქალაქიდან გაქცევა სცადეს, რათა ტყვეობა აეცილებინათ თავიდან. სავარაუდოდ, ბერლინის მთავარ რკინიგზის სადგურთან მოიკლა თავი. ითვლებოდა რომ ის რკინიგზასთან ახლოს დაასაფლავეს 8 მაისს, თუმცა მისი საფლავი მხოლოდ 1972 წელს იპოვეს. მარტინ ბორმანი დაუსწრებლად გაასამართლეს ნიურნბერგის პროცესზე და სამხედრო დანაშაულებებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი ბოროტებისათვის ჩამოხრჩობა მიუსაჯეს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

17 ივნისი: მარტინ ბორმანი დაიბადა ყოფილი სამხედრო მუსიკოსისა და მაშინდელი ფოსტის მუშაკის ოჯახში.
მამის სიკვდილის შემდგომ, დედამისი მეორედ დაქორწინდა. ამჯერად ბანკის თანამშრომელზე.
სკოლის დამთავრების შემდგომ (აიზენახი და ვაიმარი) ბორმანი მსახურობდა საველე საარტილერიო ბატალიონის მეზარბაზნედ პირველ მსოფლიო ომში, თუმცა საბრძოლო სიტუაციებში მონაწილეობა არ მიუღია.
მუშაობდა სასაფლო მეურნეობაში მეკლენბურგში. იმავე დროს იყო გაერთიანების „ებრაელობის თვითამაღლების წინააღმდეგ“ წევრი.
იყო ყოფილი როსბახის ფრაიკორპსის საქორწინო და ტრადიციულ საქმეთა განყოფილების მეთაური.
მარტი: ბორმანი გასამართლებულ იქნა და 1 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. შემდგომში აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის მეთაურთან რუდოლფ ჰიოსთან ერთად იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი საერო სკოლის მასწავლებლის ვალტერ კადოს მკვლელობაში. კადოს შესახებ დადიოდა ხმები, რომ მან ფრანგ დამპყრობლებს გაუმხილა ალბერტ ლეო შლაგეტერის ადგილსამყოფელი და ეს უკანასკნელი სიკვდილით იქნა დასჯილი რურის მხარეში ფრანგების წინააღმდეგ წარმოებული იატაკქვეშა ბრძოლისტვის.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ იგი გაწევრიანდა ერნსტ რიომის ვაიმარულ ორგანიზაციაში „ფრონტბანი“.
ბორმანი შევიდა ნსდაპ-ში და დანიშნულ იქნა თიურინგიის გაუ-ს პრესის განყოფილების უფროსად.
დაინიშნა თიურინგიის გაუს საქმეთა მმართველად.
ბორმანი „სა-ს“ უმაღლესი მმართველი შტაბის წევრია.
იქორწინა გერდა ბუხზე, რომელთანაც 4 შვილი შეეძინა.
იგი დაინიშნა „ნსდაპ-ის“ დახმარების სალაროს მმართველად და ევალებოდა პოლიტმოწინააღმდეგეების მიერ დაშავეული პარტიის წევრებზე ზრუნვა.
ივლისი: ბორმანის ინიციატივით დაარსდა ფონდი „გერმანული ეკონომიკის ადოლფ ჰიტლერის სახელობის შესაწირი“, რომელსაც ძირითადად ინდუსტრიის მაგნატები აფინანსებდნენ.
ივლისი: დანიშნულ იქნა ჰიტლერის მოადგილის რუდოფ ჰესის შტაბის უფროსად და „ნსდაპ-ის“ ხელმძღვანელად მთელი რაიხის მასშტაბით.
ნოემბერი: იგი არჩეულ იქნა რაიხსტაგის წევრად და გახდა ჰიტლერის პირადი ქონების საქმეთა მმართველი. ამით იგი ფიურერის ახლობელთა „ვიწრო წრეში“ მოექცა.
12 მაისი: რუდოლფ ჰესის ინგლისში გაფრენის შემდგომ ბორმანმა ამ უკანასკნელის თანამდებობა დაიკავა, რომელიც გადაკეთებულ იქნა „პარტიის კანცელარიად“ და მის ხელმძღვანელს რაიხსმინისტრის უფლებები მიენიჭა. მარტინ ბორმანი „ნაცისტური პარტიის“ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი გახდა.
ბორმანის ინიციატივით ნაცისტურმა ხელისუფლებამ ბრძოლა გააჩაღა ქრისტიანული ეკლესიის წინააღმდეგ, თუმცა ჰიტლერის გადაწყვეტილებით ანტიკლერიკალიზმის საკითხი საბოლოოდ მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ უნდა გადაწყვეტილიყო.
9 ოქტომბერი: მისი ბრძანებით ამიერიდან ებრაული მოსახლეობა არათუ უნდა გაეძევებინათ „გროსდოიჩე რაიხის“ საზღვრებიდან, არამედ აღმოსავლეთ ევროპის საკონცენტრაციო ბანაკებში უნდა გადაეგზავნათ.
აპრილი: ბორმანი დანიშნულ იქნა „ფიურერის მდივნად“ და ამით ფაქტობრივად მისი მოადგილის პოზიცია დაიკავა. გერმანიის საშინაო საქმეების მართვის სადავეები თითქმის მთლიანად მის ხელში გადავიდა. იგი ჰიტლერის უსაზღვრო ნდობით სარგებლობდა.
სექტემბერი: ამიერიდან ყოველგვარი პარტიული საკითხი და მიმართვა ჰიტლერისადმი ბორმანის რეზოლუციის გარეშე ფიურერს არ მიეწოდებოდა.
მან მობილიზირება გაუკეთა პარტია და გაულაიტერებს დირექტივები დაუგზავნა იბრძოლონ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. ჩამოყალიბებულ იქნა „ფოლკსშტურმი“.
აპრილი: ჰიტლერთან ერთად იგი რაიხსკანცელარიის ბუნკერში იმყოფებოდა.
29 აპრილი: ბორმანი მეჯვარედ იყო ჰიტლერის ქორწინებისას.
1 მაისი: ფიურერის თვითმკვლელობის შემდეგ იგი შეეცადა გაპარულიყო ბუნკერიდან და შეერთებოდა გროსადმირალ კარლ დიონიცს ფლენსბურგში.
1 ოქტომბერი: ნიურნბერგის ტრიბუნალმა ბორმანს დაუსწრებლად მიუსაჯა სიკვდილით დასჯა.

1945 წლის 2 მაისს ბერლინიდან გაქცევის მცდელობისას თავი მოიკლა, 1972 წელს ბერლინში გზის მშენებლობისას მუშებმა აღმოაჩინეს გვამი სავარაუდოდ ბორმანის რადგან იმ დროისთვის არ იყო დნმ ის ანალიზი. 1998 წელს ბორმანის შვილი დათანხმდა და ჩააბარა თავის სისხლი ანალიზებისთვის რითიც დადგინდა რომ მუშების მიერ ნაპოვნი გვამი ბორმანს ეკუთნოდა და მან ნამდვილად თავი მოიკლა 1945 წლის 2 მაისს ბერლინიდან გაქცევის მცდელობისას. 1999 წლის 16 აგვისტოს მოხდა მისი გვამის კრემაცია და ფერფლი გააბნიეს ბალტიის ზღვის ნეიტრალურ წყლებში სამხედრო გემიდან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]