ჰეროდიასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჰეროდიასი
Herodias with the Head of St. John the Baptist - Paul Delaroche - Wallraf-Richartz Museum - Cologne - Germany 2017.jpg
ჰეროდიასი, შესრულებულია პოლ დელაროშის მიერ
დაბ. თარიღი დაახლ. ძვ. წ. 15
გარდ. თარიღი ახ. წ. 39-ის შემდეგ
ეროვნება ებრაელები
მეუღლე(ები) ჰეროდე II
ჰეროდე ანტიპატორი
შვილ(ებ)ი სალომე
მშობლები მამა: არისტობულუს IV
დედა: ბერენისი

ჰეროდიასი (ებრ. הרודיאס; დ. დაახლ. ძვ. წ. 15 — გ. ჩვ. წ. 39-ის შემდეგ) — ებრაელი პრინცესა ჰეროდიანთა დინასტიიდან. იუდეის დედოფალი და იოანე ნათლისმცემლის მკვლელის, სალომეს დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰეროდიასი დაიბადა დაახლოებით ძვ. წ. 15 წელს იუდეაში. იგი იყო იუდეას პრინც არისტობულუს IV-ისა და მისი ცოლის, ბერენისის ქალიშვილი. ძვ. წ. 7 წელს ჰეროდიასის პაპამ, მეფე ჰეროდე I დიდმა თავისი ორი ვაჟი: ალექსანდრე და არისტობულუსი სიკვდილით დასაჯა, რის შემდეგაც არისტობულუსის ასული ჰეროდიასი დანიშნა თავის მეორე ვაჟზე, ჰეროდე II-ზე, რომელიც მას ნახევარ-ბიძად ერგებოდა. ეს ქორწინება მოაწყო ჰეროდე I დიდის უფროსმა ვაჟმა, ანტიპატორ II-მ, რომელმაც ტახტის ხელში ჩასაგდებად ძვ.წ. 4 წელს მოწამლა მამამისი. იუდეას ტახტი არა ანტიპატორმა, არამედ ჰეროდიასის ქმარმა, ჰეროდე II-მ დაიკავა, რომელმაც მამის მკვლელობისათვის იგი სიკვდილით დასაჯა.

მარკოზის სახარების მიხედვით, ჰეროდიასის ქმარს ფილიპე ერქვა, რის გამოც მრავალი მკვლევარი ამტკიცებს, რომ მას ჰეროდე II კი არა ფილიპე II ერქვა, თუმცა ეს თემა დღემდე სადავოდ რჩება. საპირისპირო პოზიციის მომხრეები აცხადებენ, რომ ლუკას სახარება უარყოფს ფილიპეს ვერსიას, თუმცა არც მის ნამდვილ სახელს ასახელებს.

ჰეროდიასს ჰეროდე II-ისაგან შეეძინა თავისი ერთადერთი შვილი — სალომე. მისი გაჩენიდან რამდენიმე წელიწადში ჰეროდიასი და ჰეროდე განქორწინდნენ, რის შემდეგაც იგი ცოლად თავისი პირველი ქმრის ნახევარ-ძმას, ჰეროდე ანტიპატორს გაჰყვა, თუმცაღა მასთან შვილები არ ჰყოლია. მიუხედავად ამისა, მათ დიდი როლი შეასრულეს იოანე ნათლისმცემლისა და იესო ნაზარეველის სიკვდილით დასჯის საქმეში.

რამდენადაც ცნობილია, ჰეროდიასამდე თავად ანტიპატორსაც ჰყავდა ცოლი, რომელსაც მის გამო გაეყარა. ბევრი მათ განქორწინებას არ სცნობდა, რის გამოც მათ კავშირს უკანონოდ თვილდა. მათესა და მარკოზის სახარებების მიხედვით, იოანე ნათლისმცემელმა მათი „ბილწი“ ქორწინება საჯაროდ გააკრიტიკა, რის შემდეგაც დაიწყო უთანხმოება მასსა და ჰეროდიასს შორის, რომელმაც თავის ქალიშვილ სალომეს მისი მოკვლა უბრძანა. მორჩილმა ქალიშვილმაც შეასრულა დედის ბრძანება, იოანე ნათლისმცემელს თავი მოჰკვეთა და ლანგარზე დადებული, საზეიმოდ მიართვა დედასა და მამინაცვალს.

ახ. წ. 34 წელს, ჰეროდე II-ის გარდაცვალების შემდეგ იუდეას ტახტს ჰეროდე ანტიპატორი იკავებს ჰეროდიასთან ერთად, რომელთაც მძიმე ომების გადახდა მოუხდათ რომის იმპერატორ ტიბერიუსის წინააღმდეგ. 37 წელს ტიბერიუსი გარდაიცვალა, რამაც მათ ამოსუნთქვის საშუალება მისცათ. 39 წელს ანტიპატორი და ჰეროდიასი დაადანაშაულეს იმპერატორ კალიგულას წინააღმდეგ, მისი ძმისწულ აგრიპას მიერ მოწყობილ შეთქმულებაში მონაწილეობაში. ამის გამო კალიგულამ აგრიპა, ჰეროდიასიცა და ჰეროდე ანტიპატორიც გალეთში გადაასახლა, სადაც გაატარეს დარჩენილი ცხოვრება და ყველასათვის უცნობ წელს გარდაიცვალნენ.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად თავისი უარყოფითი ხასიათისა, ჰეროდიასმა დიდი ასახვა ჰპოვა ხელოვნებასა და კულტურაში. მასზე შექმნილია არაერთი ნახატი, ბალეტი, ოპერა და მხატვრული ნაწარმოები. ძირითად შემთხვევაში, ჰეროდიასს რელიგიური დატვირთვა აქვს და ფიგურირებს მხოლოდ იმ ეპიზოდში, როდესაც სალომეს იოანე ნათლისმცემლის მოკვეთილი თავი ლანგრით მიაქვს მათთან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Gillman, Florence Morgan. Herodias: At Home in the Fox's Den. Interfaces. Collegeville, Minn.: Liturgical Press, 2003.
  • Meier, John P. A Marginal Jew: Rethinking the Historical Jesus, Volume Two: Mentor, Message and Miracles. Anchor Bible Reference Library, New York: Doubleday, 1994.
  • Theissen, Gerd. The Shadow of the Galilean: The Quest of the Historical Jesus in Narrative Form. Philadelphia: Fortress, 1987.
  • However, it is possible Luke omitted the name as unimportant to the account. Harold Hoehner, Herod Antipas: A Contemporary of Jesus Christ (Zondervan, 1983), pp. 132–134.
  • Florence Morgan Gillman, Herodias: at home in that fox's den (Liturgical Press, 2003) p. 16.
  • Josephus, Flavius (1 October 2001). "Antiquities of the Jews". Gutenberg.org. Retrieved 21 April 2019.
  • Meier, A Marginal Jew: Rethinking the Historical Jesus, Volume Two: Mentor, Message and Miracles. Anchor Bible Reference Library, New York: Doubleday, 1994, pp. 171–176.
  • Florence Morgan Gillman, Herodias: At Home In That Fox's Den, p. 84 (Liturgical Press, 2003). ISBN 0-8146-5108-9
  • Ginzburg, Carlo (1990). Ecstasies: Deciphering the witches' sabbath. London: Hutchinson Radius. ISBN 0-09-174024-X.