ჰერმან აბენდროთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
HL Damals – Abendroth.jpg

ჰერმან აბენდროთი (გერმ. Hermann Abendroth; დ. 19 იანვარი 1883, ფრანკფურტი — გ. 29 მაისი 1956, იენა) — გერმანელი დირიჟორი. 1903 წლიდან ხელმძღვანელობდა მიუნხენის „საორკესტრო საზოგადოებას”, 1905-1910 წლებში — ლიუბეკის ოპერისა და კონცერტების კაპელმეისტერი, ესენისა და კიოლნის სიმფონიური ორკესტრების დირიჟორი; 1922-1923 წლებში ბერლინის სახელმწიფო ოპერის სიმფონიური კონცერტების, ხოლო 1934-1945 წლებში ლაიფციგისა და ჰევანდჰაუზის ორკესტრის დირიჟორი.

ომის შემდგომ პერიოდში მოღვაწეობდა აღმოსავლეთ გერმანიაში (ყოფილი გდრ). 1945-1949 წლებში იყო ვაიმარის უმაღლესი მუსიკალური სკოლის მთავარი დირიჟორი და გენერალური მუსიკალური დირექტორი. 1949 წლიდან ლაიფციგის, ხოლო 1953 წლიდან ბერლინის რადიოს სიმფონიურ ორკესტრს ხელმძღვანელობდა. მართავდა გასტროლებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. იყო ბრუკნერის, ბრამსისა და ბეთჰოვენის მუსიკის დიდებული ინტერპრეტატორი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 26, თბ., 1975 წელი.
  • უნივერსალური ენციკლოპედიური ცნობარი, გამომცემლობა „აი ია”, თბ, 2007 წ. გვ. 121