ჰეიდარ ალიევის პარკი (განჯა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჰეიდარ ალიევის პარკი განჯაში

ჰეიდარ ალიევის პარკი კომპლექსი (აზერ. Heydər Əliyev Park-Kompleksi) — უდიდესი უბრანული პარკი ქალაქ განჯაში, აზერბაიჯანში. მოიცავს 450 ჰექტარ ტერიტორიას. პარკის საზღვრებში ათასობით ხესთან ერთად მოქცეულია შადრევნები დეკორატიული ბაღის ნაკვეთები, ამფითეატრი, „ტრიუმფალური თაღი“, ახალგაზრდული ცენტრი, ჰეიდარ ალიევის ცენტრი, თანახმედროვე ხელოვნების მუზეუმი, ჩანჩქერი და ხელოვნური ტბა. პარკი-კომპლექსი 2014 წელს გაიხსნა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარკი თავდაპირველად 1979 წელს გაიხსნა, როგორც „მემორიალური პარკი“. კომპლექსს „ჰეიდარის პარკი“ 1980 წელს ეწოდა, როდესაც განჯას აზერბაიჯანის სსრ-ის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, შემდეგში კი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ჰეიდარ ალიევი ესტუმრა და პარკში ჭადრის ხეები დარგო.[1][2]

2014-2014 წლებში პარკის რეკონსტრუქცია განახორციელეს. რეკონსტრუქციის პერიოდში ამფითეატრი, „ტრიუმფალური თაღი“, ახალგაზრდული ცენტრი, ჰეიდარ ალიევის ცენტრი, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ბავშვთა გასართობი სივრცე და ხელოვნური ტბა აშენდა. კომპლექსი 2014 წელს გაიხსნა.[3][4][5]

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

The Main alley of the Park
ჰეიდარ ალიევის პარკის მთავარი ქუჩა

პარკის ტერიტორიაზე 350 000 ხე და დეკორატიული მცენარე ხარობს, მათ შორის აღმოსავლური ჭადარი, ნაძვი, ცაცხვი და ხილის ხეები. ჰეიდარ ალიევის პარკი კომპლექსი მოიცავს 17 შდრევანს, 32 დეკორატიულ ბაღის ნაკვეთს, ოთხიარუსიან ჩანჩქერსა და აზერბაიჯანელი პოეტების, მწერლებისადა საზოოგადოებრივი მოღვაწეების, მათ შორის ნიზამი განჯევის, მაჰსეთი განჯევის, მირზა შაფი ვაზეჰისა და სამედ ვურღუნის ძეგლებს. კომპლექსში დაგებულია 7 კილომეტრიანი საველოსიპედო ბილიკი, რომელიც პარკის მთელ ტერიტორიას ფარავს.[6][5][7]

კომპლექსის მთავარი ქუჩა სიგრძეში 1400 მეტრი, ხოლო სიგანეში 53 მეტრია.[7] ტრიუმფალური თაღის შემდეგ ქუჩა კომპლექსის ბოლომდე, ჰეიდარ ალიევის ცენტრამდეა გადაჭიმული. პარკის 16 შადრევანი ერთ ხაზადაა განლაგებული და 24 დეკორატიული, გრანიტისგან დამზადეული 12.6 მეტრის სიმაღლის ლამპიონებითაა გარშემორტყმული.[2]

ტრიუმფალური თაღი 1100 მ² ფართობზეა აგებული. თაღის სიგრძე 50 მ., სიგანე 20მ, და სიმაღლე 38 მეტრია. ტრიუმფალურ თაღს ორი: აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფასადი აქვს. ფასადების ცენტრალური ნაწილის გასაფორმებლად მინის გეომეტრიული ფორმებია გამოყენებული. კედლები ყოველი მხრიდან 24 სვეტითაა შემოწერილი. ნაგებობა 7 სართულსა და 6 ღია აივანს მოიცავს. თაღის უმაღლეს ნაწილში ასასვლელად ლიფტი და კიბეებია აგებული, სადაც მუზეუმი და დასაკვირვებელი და დასასვენებელი სივრცეებია მოწყობილი.[4][8][2]

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ჰეიდარ ალიევის პარკში

ჰეიდარ ალიევის ცენტრი 2012-2014 წლებში აშენდა და კომპლექსის ბოლოში მდებარეობს. ოთხგანყოფილებიანი შენობა 2263 მ² ფართობს მოიცავს და რვაგვერდა სვეტებითაა შემოწერილი. შეობის სიმაღლე 24.3 მეტრია. ცენტრის მინის ჭერზე აზერბაიჯანის დროშაა დატანილი. შენობაში მოთავსებულია მემორიალური მუზეუმი, ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი, საკონფერენციო ოთახები და ცეკვისა და ხალიჩების ქსოვის შემსწავლელი ცენტრები. შენობის წინ ჰეიდარ ალიევის ძეგლი დგას.[6][9]

5000 ადამიანისთვის განკუთვნილი ღონისძიებების ჩასატარებლად პარკში ამფითეატრია მოწყობილი. შენობის სვეტები ეროვნული ორნამენტებითაა გაფორმებული.[6][4][2][10]

2016 წლის მაისში კომპლექსში განჯის ახალგაზრდული ცენტრი აშენდა, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა ღონისძიებაში ახლგაზრდების ჩართვას. შენობას 975 მ² ფართობი უკავიია და 3 განყოფილებას მოიცავს.[6][4][11] პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს ბავშვთა გასართობი პარკიც, რომელიც 2015 წელს გაიხსნა.[6][4][12]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Heydar Aliyev Park Complex en. ციტირების თარიღი: 2019-01-30
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 The parks in regions of Azerbaijan - Mingachevir, Masalli, Ganja“, Azerbaijan State News Agency. (en) 
  3. Opening of the Heydar Aliyev Park Complex and the Heydar Aliyev Center in Ganja en. ციტირების თარიღი: 2019-01-30
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 Heydar Aliyev Park Complex“, Yeni Gəncə newspaper, 2017-07-06. (az-AZ) 
  5. 5.0 5.1 Park Complex named after Heydar Aliyev en. ციტირების თარიღი: 2019-01-30
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 Heydar Aliyev Park az. ციტირების თარიღი: 2019-01-30
  7. 7.0 7.1 Heydar Aliyev Park az. ციტირების თარიღი: 2019-01-30
  8. Triumphal Arch en. ციტირების თარიღი: 2019-01-30
  9. About Heydar Aliyev Center en. ციტირების თარიღი: 2019-01-30
  10. Amphitheater en. ციტირების თარიღი: 2019-01-30
  11. Ganja Youth Center en. ციტირების თარიღი: 2019-01-30
  12. GANJLAND Recreation and Entertainment Center en. ციტირების თარიღი: 2019-01-30