შინაარსზე გადასვლა

ჰასან დიაბი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰასან დიაბი
حسان دياب
ჰასან დიაბი حسان دياب
ლიბანის დროშა ლიბანის პრემიერ მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 აგვისტო 2020 – 10 სექტემბერი 2021
პრეზიდენტი  მიშელ აუნი
წინამორბედისაად ჰარირი
მემკვიდრენაჯიბ მიკატი

ლიბანის დროშა ლიბანის საშუალო და უმაღლესი განათლების მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
13 ივნისი 2011 – 15 თებერვალი 2014
პრემიერ-მინისტრინაჯიბ მიკატი

დაბადებული6 იანვარი 1959 (62 წლის)
ბეირუთი, ლიბანი
განათლებალიდსის საქალაქო უნივერსიტეტი
სურეის უნივერსიტეტი
ბატის უნივერსიტეტი
რელიგიასუნიტი მუსლიმი

ჰასან დიაბი (არაბ. حسان دياب, დ. 6 იანვარი, 1959, ბეირუთი, ლიბანი) —  ლიბანის უნივერსიტეტის პროფესორი და პოლიტიკოსი. განათლების მინისტრი (2011-2014), ლიბანის პრემიერ მინისტრი 2020 წლის 21 იანვრიდან. [1][2]

დაიბადა 1959 წლის 6 იანვარს ბეირუთში. სწავლობდა ქალაქ ლიდსის უნივერსიტეტსა და სურეის უნივერსიტეტში. 1985 წელს მიიღო ბატის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი კომპიუტერული ინჟინერიის დარგში.

1985 წლიდან ასწავლიდა კომპიუტერული ინჟინერიას ბეირუთის ამერიკულ უნივერსიტეტში, 2006 წელს დაინიშნა ამ უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტად და პასუხისმგებელი იყო რეგიონალური საგარეო ურთიერთობების პროგრამებზე.[3] 2011 წლიდან 2014 წლამდე  მუშაობდა განათლების მინისტრის თანამდებობაზე ნაჯიბ მიკატის მთავრობაში.

ლიბანის პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წლის 19 დეკემბერს, ლიბანის პრეზიდენტმა მიშელ აუნმა მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე და საპარლამენტო ფრაქციებთან ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ, 29 ოქტომბერს  პრემიერ-მინისტრის საად ჰარირის გადადგომის შესახებ განცხადების საპასუხოდ,  ლიბანის ახალი მთავრობის ფორმირება  დაავალა  ჰასან დიაბს. მან მხარდაჭერა მიიღო შიიტური ჯგუფის ჰეზბოლასა და მოძრაობა ამალისგან, აგრეთვე მარონიტების თავისუფალი პატრიოტული მოძრაობისგან , რომელსაც თავად აუნი ეკუთვნის.

2020 წლის 21 იანვარს ჰასან დიაბმა  დაიკავა ლიბანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.

11 თებერვალს მთავრობას  ნდობა გამოუცხადა პარლამენტმა —სხდომაზე დამსწრე 128 დეპუტატიდან 83-მა მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში, 63-მა კი მხარი დაუჭირა მთავრობას. ამავდროულად, ქვეყანაში გაგრძელდა საპროტესტო გამოსვლები რთული ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე. [4]

2020 წლის 7 მარტს დიაბმა განაცხადა, რომ ქვეყანას არ აქვს საკმარისი სავალუტო რეზერვები, რომ 9 მარტს 1,2 მილიარდი დოლარი ევროობლიგაციებში გადაიხადოს და აპირებს დაიწყოს მოლაპარაკებები საგარეო ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ. ამრიგად, ლიბანმა თავის ისტორიაში პირველად გამოაცხადა სუვერენული დეფოლტი, რომლის თავიდან აცილებაც მოახერხა  1975-1990 წლების სამოქალაქო ომის დროს.[5]

2020 წლის მარტში, დიაბმა, პირველად ლიბანის ისტორიაში, შეაჩერა მოსახლეობის ყველა მიმდინარე გადასახადი COVID-19 ეპიდემიასთან ბრძოლის წინააღმდეგ  შემზღუდავი რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით,. 28 აპრილს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა, ლიბანში ვიზიტის დროს, დიაბს დახმარება შესთავაზა ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსასვლელად საჭირო რეფორმების გატარებაში, ხოლო 29 აპრილს, მოგზაურობის შეზღუდვების მოხსნის შემდეგ. განახლდა საპროტესტო გამოსვლები, რომლის ეპიცენტრი იყო ქალაქი ტრიპოლი. არეულობების ჩაქრობაში მონაწილეობდა არმია.[6] [7]

პოლიტიკური კრიზისი (2020-2021)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2020 წლის 4 აგვისტოს ბეირუთის პორტში მოხდა ძლიერი აფეთქებები, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა. დიაბმა პირობა დადო, რომ დამნაშავეებს პასუხისგებაში მისცემდა. მან ასევე დახმარებისთვის მიმართა მეგობარ ქვეყნებს. 6 აგვისტოს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ორი კვირის ვადით, რის შემდეგაც არმიის ნაწილებმა აიღეს კონტროლი დაზარალებულ რაიონებზე და მოხალისეებთან ერთად დაიწყეს დანგრეული შენობების დემონტაჟი.[8]

2020 წლის 8 აგვისტოს, მმართველი ელიტების წინააღმდეგ ბეირუთში მომხდარი არეულობების შემდეგ, რომელთა კორუფციამ და არაკომპეტენტურობამ, სავარაუდოდ,  გამოიწვია კატასტროფა და დემონსტრანტების მცდელობამ, საგარეო საქმეთა სამინისტრო "რევოლუციის შტაბად" ექციათ, ასევე პარლამენტის წევრების გადადგომამ ,  მათ შორის, პარტია ქათაიბის  ლიდერის, სამი ჯემაიელის ჩათვლით, დიაბმა საჯარო გამოსვლისას  არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთ შესაძლო გამოსავალად ვადამდელი არჩევნები დაასახელა.  

9 აგვისტოს,  ინფორმაციის მინისტრმა მანალ აბდელ სამადმა თანამდებობა დატოვა. მან  დიაბის კაბინეტი დაადანაშაულა, რომ ის არ გამოხატავდა ლიბანელი ხალხის ინტერესებს, იმავე დღეს მის მაგალითს მიჰყვა გარემოს დაცვის მინისტრი დამიანოს კატარი (იმ დღის მონაცემებით, პოლიციასთან შეტაკების დროს 728 ადამიანი დაშავდა).

10 აგვისტოს გადადგა იუსტიციის მინისტრი მარი კლოდ ნაჯემი , შემდეგ ფინანსთა მინისტრი გაზ ვაზნი და თავდაცვის მინისტრი ზეინა აქარი.

2020 წლის 10 აგვისტოს საღამოს ჰასან დიაბმა მთავრობის გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა და პრეზიდენტ მიშელ აუნის თხოვნით გააგრძელა მოვალეობების შესრულება ახალი კაბინეტის ფორმირებამდე. 2020 წლის 26 სექტემბერს მუსტაფა ადიბმა, რომელსაც პრეზიდენტმა აუნმა მიანდო ახალი მთავრობის ფორმირება, განაცხადა, რომ  მრავალი მცდელობის მიუხედავად, მან ვერ შეძლო კომპრომისის მიღწევა და გადადგა.  2020 წლის 22 ოქტომბერს აუნმა ახალი კაბინეტის ფორმირება მიანდო ყოფილ პრემიერ-მინისტრს საად ჰარირს.

2021 წლის 11 იანვარს დიაბმა საჯაროდ გააკეთა განცხადება კორონავირუსის ეპიდემიის საშიშროების შესახებ (ლიბანში მთელი ეპიდემიის დროს დაფიქსირდა ინფიცირებულთა 219,296   შემთხვევა, 1606 ადამიანი გარდაიცვალა), ხოლო 14 იანვარს ლიბანის მთავრობამ განცხადება გააკეთა მკაცრი სოციალური დისტანცირების ზომების შემოღების შესახებ სამი კვირის ვადით.

29 იანვრის ღამეს, სანიტარული შეზღუდვების წინააღმდეგ მომიტინგეებმა დაწვეს მუნიციპალიტეტის შენობა  ტრიპოლში. დიაბმა საჯაროდ დაგმო მათი ქმედება.

2021 წლის 2 მარტს, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ოფიციალური გაცვლითი კურსი გახდა დაახლოებით 1 აშშ დოლარი — 1500 ლიბანური ფუნტი. შავ ბაზარზე მისი ღირებულება დაეცა ისტორიულ მინიმუმზე 9,900-10,000 დოლარზე, რამაც გამოიწვია ახალი აფეთქებები ქვეყნის მასშტაბით ქუჩის არეულობებმა მოიცვა ბეირუთი, ტრიპოლი, საიდუ და ბექაას პროვინცია. დამკვირვებლების აზრით, კრიზისი შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო ლიბანის ბანკის ქმედებებით, რომელმაც საერთაშორისო სტრუქტურების ზეწოლის ქვეშ, საბანკო სექტორის რესტრუქტურიზაციის მოთხოვნით, დაიწყო ბანკების ფინანსური მდგომარეობის შემოწმება, ამასთან დაკავშირებით ბანკებმა მკვეთრად გაზარდეს მათი უცხოური ვალუტის აქტივები მარეგულირებლის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

2021 წლის 26 ივნისს შავ ბაზარზე აშშ დოლარის კურსი მიუახლოვდა 18 ათას ლიბანულ ფუნტს და იმავე დღეს, საღამოს,  იყო დემონსტრანტების მცდელობა, შეჭრილიყვნენ ლიბანის ბანკის ტროპოლისა და საიდას ფილიალებში.

2021 წლის 15 ივლისს, ახალი მთავრობის შექმნის ცხრათვიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ, საად ჰარირმა განაცხადება გააკეთა გადადგომის შესახებ.

სისხლისსამართლებრივი დევნა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2020 წლის 10 დეკემბერს პროკურატურამ დაადანაშაულა დიაბი და მისი მთავრობის სამი მინისტრი პორტში პოტენციურად საშიში ვითარების შესახებ მიღებული ინფორმაციის უგულებელყოფაში დამანგრეველ აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე..[9][10]

დიაბს ჰყავს მეუღლე ნუვარ მალავი და  სამი შვილი. იგი სუნიტი მუსლიმია. [11]

  1. "University professor nominated to be Lebanese PM". 19 December 2019. Archived from the original on 21 December 2019. Retrieved 19 December 2019.
  2. "Who is Hassan Diab, Lebanon's next prime minister?"[მკვდარი ბმული]. The National. 20 December 2019. Archivedfrom the original on 21 January 2020. Retrieved 6 February2020.
  3. "Our People". American University of Beirut. Archived from the original on 14 July 2017. Retrieved 31 January 2013.
  4. "Diab nominated as PM with 69 votes". Daily Star. Archived from the original on 12 February 2020. Retrieved 19 December 2019.
  5. Lebanon to default on debt for first time amid financial crisis The Guardian (7 March 2020). ციტირების თარიღი: 10 აგვისტო 2020.
  6. "Lebanon cabinet approves financial rescue plan". Reuters. 6 February 2020. Archived from the original on 6 February 2020. Retrieved 6 February 2020.
  7. " Lebanon PM signs 2020 state budget with $700m spending cuts". Middle East Monitor 3 February 2020.. Archieved from the original on 4 February 2020. Retrieved 6 February 2020.
  8. "Lebanon's Prime Minister Hassan Diab to submit resignation following Beirut blast".[მკვდარი ბმული] The National. Retrieved 10 August 2020.
  9. "Pandora Papers and the Middle East: Which leaders are implicated?". Middle East Eye. 4 October 2021. Retrieved 7 October 2021.
  10. Hélène Sallon. Explosion à Beyrouth : le juge Bitar sous pression[მკვდარი ბმული] (ფრანგ.). Le Monde (13 octobre 2021). ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი2021.
  11. "Roadblocks across Lebanon as anger rises over Diab pick as PM"[მკვდარი ბმული]. Al Jazeera. Archived from the original on 21 December 2019. Retrieved 20 December 2019.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰასან_დიაბი“-დან