ამალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ამალი
أفواج المقاومة اللبنانية
ამალი
ქვეყანა ლიბანის დროშა ლიბანი
ლიდერი ნაბიჰ ბერი
დამფუძნებელი მუსა სადრი
დაფუძნდა 1975
იდეოლოგია კონსერვატიზმი
პარლამენტი პარლამენტი
მთავრობა მთავრობა
http://amal-movement.com/

ამალი (არაბ. حركة أمل) — ლიბანის შიიტური პოლიტიკური პარტია. პარტია ჩამოყალიბდა 1975 წლის დასაწყისში, როგორც შეიარაღებული ფრაქცია „ჩაგრულთა მოძრაობა“[1]. მოძრაობის დამაარსებელი და მისი ლიდერი 1978 წლამდე იყო მუსა სადრი[2].

მოძრაობა უფრო მეტად აქტიურია ლიბანის სამხრეთ ნაწილში და ბეირუთის სამხრეთის კვარტალებში, სადაც შიიტური მოსახლეობა უმრავლესობას შეადგენენ.

მოღვაწეობის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძრაობა აქტიურად მონაწილეობდა ლიბანის სამოქალაქო ომის პერიპეტიებში. ისრაელის ლიბანში შეჭრის პერიოდში ამალის მილიცია პალესტინის წინააღმდეგობის მოძრაობასთან ერთად აქტიურად მონაწილებდა ისრაელის თავდაცვის ძალებისა და სამხრეთ ლიბანის არმიის წინააღმდეგ[3].

1983 წლის 16 სექტემბერს ლიბანის მთავრობის მიერ მიღებული № 153 კანონის თანახმად, რომელიც პოლიტიკურ მოძრაობებს უკრძალავდა გასამხედროებული ფორმირებების ჩამოყალიბებას, ლიბანის არმიაში რამდენიმე შეიარაღებული აჯანყება მოხდა მოძრაობა ამალის მიერ[4]. 1983 წლის 25 სექტემბერს საუდის არაბეთის წარმომადგენლის შუამავლობით ლიბანის მთავრობას, ამალს, ეროვნული ხსნის ფრონტსა და ლიბანის ფრონტს შორის ხელი მოაწერეს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტისა და ეროვნული შერიგების საბჭოს ფორმირების შესახებ.

მაგრამ 1984 წლის იანვარ-თებერვალში მოხდა ახალი შეტაკება ამალის მოძრაობასა და სამთავრობო ძალებს შორის, რამაც საბრძოლო შეტაკებების სახე მიიღო[5]. 1985 წლის ბოლოს სირიის შუამავლობით დამასკში მოამზადეს შეთანხმება ქვეყნის სამ წამყვან სამხედრო ძალას (ამალი, ლიბანის პროგრესიულ-სოციალისტური პარტია, ლიბანის ძალები) შორის, მაგრამ გადატრიალებამ ხელი შეუშალა ხელშეკრულების ხელმოწერას.

1987 წლის დასაწყისში ამალი პალესტინის დანაყოფებთან კონფლიქტშია, მოგვიანებით შიიტებზე გავლენის დასამყარებლად ბრძოლა მიმდინარეობს ჰეზბოლასა და ამალის მოძრაობას შორის[6].

სამხედრო ფორმირება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1975 წლის დასაწყისში ამალის მილიციის შემადგენლობაში იყო 1 500 - 3 000 მძიმედ შეარაღებული აქტივისტი. 1980-იანი წლების შუა პერიოდში მათი რიცხვი 14 000-მდე გაიზარდა, რომელთაც შეიარაღებაში ჰქონდათ არტილერია და ჯავშანტექნიკა[7].

1990 წელს, ლიბანის სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ გასამხედროებული ფორმირება ამალი დაიშალა, მისი VI ბრიგადა დაუბრუნდა ლიბანის არმიის შემადგენლობას. 1991 წლის სექტემბერში კიდევ 2 800 წევრი შევიდა შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში.

პოლიტიკური გავლენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძრაობა ამალს 1990 წლიდან მუდმივად ჰყავს წარმომადგენელი ქვეყნის პარლამენტში. 2000 წელს ლიბანის პარლამენტში აირჩიეს ამალის ცხრა წევრი, მათ ჩამოაყალიბეს საკუთარი ფრაქცია, ხოლო მოძრაობის ლიდერი ნაბიჰ ბერი გახდა პარლამენტის თავმჯდომარე. 2004 წელს ამალს უკვე 14 ადგილი, ხოლო 2006 წელს - 15 ადგილი ერგო 128 კაციან პარლამენტში. 2009 წლიდან კი მისი 13 წევრია პარლამენტის რიგებში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Л. Л. Вольнов. Ливан: эхо агрессии. М., Политиздат, 1984, с. 8.
  2. Е. П. Кожушко. Современный терроризм: анализ основных направлений. / под общ.ред. А. Е. Тараса. Минск, «Харвест», 2000. стр.267.
  3. И. Тимофеев. «Среди серых стен и горячей пыли…» Хроника ливанской трагедии. М., «Молодая гвардия», 1984, с .111.
  4. А. Ф. Феёдоров. За кронами ливанских кедров. М., Мысль, 1988, с. 50-51.
  5. И. Тимофеев. «Среди серых стен и горячей пыли…» Хроника ливанской трагедии. М., «Молодая гвардия», 1984, с. 119-120.
  6. [С. Л. Стоклицкий. Ливан: бремя событий. М., «Мысль», 1990, с. 48.]
  7. Éric Micheletti & Yves Debay, Liban — dix jours aux cœur des combats, RAIDS magazine n.º41, October 1989 issue.(ფრანგული)