ნაჯიბ მიკატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Miktai.jpg

ნაჯიბ მიკატი (არაბ. نجيب ميقاتي‎‎‎; დ. 24 ნოემბერი, 1955, ტრიპოლი, ლიბანი) — ლიბანელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ქვეყნის ორგზის (2005, 2011-2013 წწ.) პრემიერ-მინისტრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიკატი დაიბადა 1955 წლის 24 ნოემბერს[1] ტრიპოლის სუნიტურ ოჯახში[2]. 1980 წელს დაასრულა ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტი და მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი. იგი ასევე მონაწილეობდა ზაფხულის სკოლის პროგრამებში, რომლებიც გაიმართა ჰარვარდის უნივერსიტეტში და პრესტიჟულ ფრანგულ ბიზნეს სკოლა INSEAD-ში.

თავის ძმასთან, ტაჰასთან, ერთად იგი არის სატელეკომუნიკაციო კომპანიის „Investcom-ის“ ერთ-ერთი დამაარსებელი. კომპანია დააარსეს 1982 წელს. 2006 წელს მან კომპანია მიჰყიდა სამხრეთ აფრიკულ MTN Group-ს 5,5 მლრდ დოლარად. 2008 წელსჟურნალმა Forbes-მა მისი ქონება შეაფასა 2,6 მლრდ ამერიკულ დოლარად. ამ მაჩვენებლით იგი 446-ე ადგილზეა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში.

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1998 წლის 4 დეკემბერს, საზოგადოებრივი სამუშაოსა და ტრანსპორტის მინისტრად თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ იგი 2000 წელს აირჩიეს ლიბანის ეროვნულ კრებაში მშობლიურ ქალაქ ტრიპოლიდან. არჩევნები მოუგო ომარ ქარამეს, რომელიც ასევე აიჩიეს იმავე საარჩევნო ოლქიდან. როგორც დეპუტატმა, მან შეინარჩუნა თავისი პოზიცია მინისტრთა კაბინეტში და შეიქმნა ზომიერი პრო-სირიული პოლიტიკოსის რეპუტაცია, რომელსაც ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადისთან.

იგი 2000 წლიდან მოყოლებული დიდი ხნის განმავლობაში იყო კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. საბოლოოდ 2005 წლის 13 ნოემბერს, აღნიშნულ თანამდებობაზე დაინიშნა ომარ ქარამეს გადადგომის შემდეგ.

ნაჯიბ მიკატი ბლოკ „სოლიდარობის“ ლიდერი იყო, რომელსაც ლიბანის ეროვნულ კრებაში 2004 წლიდან ეკავა 2 მანდატი. მან ასევე შექმნა ცენტრისტული მოძრაობა და იდეოლოგია, როგორც ლიბანში, ასევე არაბულ სამყაროში, რის გამოც მან ლიბანში მრავალი საერთაშორისო კონფერენციები ჩაატარა.

2005 წელს მთავრობის ფორმირებისათვის მოლაპარაკებებში ნაჯიბ მიკატი კონსენსუსური პიროვნება აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მას მჭიდრო დამოკიდებულება ჰქონდა სირიასთან და მის პრეზიდენტთან მან მოიპოვა ანტი-სირიულად განწყობილი ოპოზიციის მხარდაჭერაც. ქალაქ ბააბდაში საპრეზიდენტო ფიცის მიღების შემდეგ მიკატმა განაცხადა:

ვიკიციტატა
„ჩვენ ვიქნებით ზომიერი და ეროვნული ერთიანობის სიმბოლო.“

იგი პრემიერ-მინისტრად დანიშნა პრეზიდენტმა ემილ ლაჰუდმა 2005 წლის 15 აპრილს, მას შემდეგ რაც გადადგა ომარ ქარამე, რომელიც 7 კვირის განმავლობაში ცდილობდა მიეღწია კონსესუსისათვის მთავრობის ფორმირებაში. ახალ პრემიერს აღნიშნული თანამდებობა ეკავა სამი თვის განმავლობაში და 2005 წლის 19 ივლისს იგი გადააბარა ფუად სინიორას.

მიკატის მთავრობის უპირატესი დავალება იყო ქვეყნის მომზადება საპარლამენტო არჩევნებისათვის, რომელიც იგეგმებოდა 2005 წლის 31 მაისს. ლიბანის კონსტიტუციის თანახმად მთავრობა დამტკიცებული უნდა ყოფილიყო არჩევნების დაწყებამდე. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პრეზიდენტი ლაჰუდი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ქარამე დააადანაშაულეს არჩევნების ჩაშლის მცდელობაში, არჩევნებში, სადაც ანტი-სირიული პარტიები თვლიდნენ, რომ მიაღწევდნენ უპირატესობას. მიკატის მთავრობამ შეძლო არჩევნების ჩატარება. ე. წ. „14 მარტის მოძრაობამ“ მიიღო 72 მანდატი 128 ადგილიდან.

ნაჯიბ მიკატს პრემიერის თანამდებობა მეორე ვადით ეკავა 2011-2013 წლებში, პრეზიდენტ მიშელ სულეიმანის დროს. გადადგა 2013 წლის 23 მარტს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Profile: Najib Mikati“, 25 January 2011. წაკითხვის თარიღი: 6 October 2012. 
  2. William Harris (19 July 2012). Lebanon: A History, 600-2011. Oxford University Press, გვ. 347. ISBN 978-0-19-518111-1. წაკითხვის თარიღი: 18 March 2013.