ჰავაიელები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჰავაიელები სადილის დროს.

ჰავაიელებიჰავაის კუნძულთა აბორიგენი მოსახლეობა. დღესდღეობით ისინი ამ კუნძულების მოსახლეობის უმცირესობას წარმოადგენენ. მიჩნეულია, რომ ისინი იმ აღმოსავლელი პოლინეზიელების შთამომავლები არიან, რომლებიც მარკესასის კუნძულებზე ცხოვრობდნენ. წარსულში ჰავაიელები საზღვაო რესურსების მეშვეობით არსებობდნენ. შემდგომში კი მათ განავითარეს ვრცელი სასოფლო მეურნეობა, რომელიც ძირითადად დაფუძნებული იყო ტაროს კულტივიზაციაზე. 1840-იან წლებში, ჰავაის მეფე დაიყოლიეს ამ კუნძულებზე მაცხოვრებელმა უცხოელებმა, რათა შექმნილიყო კერძო საკუთრება. ათწლეულების განმავლობაში ჰავაიელთა უმეტესობას მიწის გარეშე დარჩა, რადგან უცხოელებმა იყიდეს მიწის უზარმაზარი ნაკვეთები თავიანთი პლანტაციებისთვისა და რანჩოებისათვის. სულ მალე უცხოელების მიერ ჩამოყვანილი მუშების რაოდენობამ გადააჭარბა ჰავაიელი მოსახლეობის რაოდენობას.

სახელფასო სამსახურზე გადასვლა მეცხრამეტე საუკუნეშუ დაუწყო, მაშინ როდესაც ჰავაიელებმა მასიურად დაიწყეს მუშაობა უცხოურ შაქრის ლერწმის პლანტაციებში. დღესდღეობით ჰავაიელი მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, ხოლო უმეტესობა მომსახურეობის სფეროებში მუშაობს[1].

სექციების სია

ვინაობა და ადგილმდებარეობა:[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰავაის არქიპელაგი.

ჰავაიელები ჰავაის კუნძულთა აბორიგენი მოსახლეობაა. ამჟამად ისინი თავიანთ ისტორიულ ადგილსამყოფელში მოსახლეობის უმცირესობას წარმოადგენენ. ისინი იმ აღმოსავლეთ პოლინეზიელების შთამომავლები არიან, რომელთა წარმოშობის ადგილადაც მარკესასის კუნძულები ითვლება. სახელი “ჰავაი” მომდინარეობს არქიპელაგში ყველაზე დიდი კუნძულის სახელწოდებიდან.

ჰავაის დასახლებული კუნძულები განლაგებულია 15° დან 20° მდე ჩრდილოეთის განედით, ხოლო დასავლეთ გრძედით 160° დან 155° მდე. ამ ტერიტორიაზე ზომიერად ტროპიკული კლიმატია, რომელიც განპირობებულია ვულკანური წარმონაქმნებით, რომლებიც მთელ ამ მხარეზე ჭარბობენ. ნალექის რაოდენობა და მიწის ნაყოფიერება მკვეთრად მერყეობს კუნძულების სხვადასხვა ნაწილში[1].

დემოგრაფია:[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარკვეული თვალსაზრისის მიხედვით, თავდაპირველად აბორიგენი მოსახლეობის რაოდენობა მერყეობდა 250,000 დან 300,000 მდე. 1854 წელს დემოგრაფიულმა კატასტროფებმა ჰავაიელთა რაოდენობა დაახლოებით 75% ით შეამცირა. ასეთი მოვლენები გამოწვეული იყო პერიოდული ეპიდემიური დაავადებებით, რომლებიც მოგზაურთა გემების მეშვეობით იყო ცივილიზებული სამყაროდან შემოსული. ამას გარდა, 1880-იანი წლები მეორე ნახევარში ჰავაიელები უკვე აღარ შეადგენდნენ მოსახლეობის უმეტეს ნაწილს იმ იმიგრანტ მუშათა წყალობით, რომლებიც შაქრის პლანტაციებში მუშაობდნენ. შტატის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, ჰავაის კუნძულთა მოსახლეობის საერთო რაოდენობა დაახლოებით 175,000 ადამიანს შეადგენს. ისტორიულად მაღალმა მაჩვენებელმა აბორიგენი ჰავაიელი მოსახლეობის ეგზოგამიისა განაპირობა ის, რომ “ნამდვილი” ჰავაიელების რიცხვი დღესდღეობით გასაოცრად დაბალია და მხოლოდ 9,000 სულს შეადგენს[1].

ენა და ლინგვისტიკური კავშირები:[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰავაიელი აბორიგენების მშობლიური ენა - ჰავაიური, ენათესავება მარკესანურს, ტაიტურსა და მაორის. ჰავაიური გარკვეული პერიოდის განმავლობაში სრულიად ამოღებული იყო სკოლებიდან და შედეგად მეოცე საუკუნის შუა წლებში თითქმის არ გამოიყენებოდა. დღესდღეობით ჰავაიელთა მხოლოდ მცირე ნაწილი საუბრობს ამ ენაზე. ამჟამად ამ კუნძულების მოსახლეობის სასაუბრო ენა კრეოლია.

1970-იანი წლებიდან ჰავაის უნივერსიტეტი გახდა ცენტრი ჰავაიური ენის აღორძინებისა. ეს უნივერსიტეტი დღემდე ცდილობს, რომ ამ ენას ახალი სიცოცხლე შესძინოს და ამ მიზნის განსახორციელებლად აქტიურად იყენებს ენის პოპულარიზაციის სხვადასხვა საშუალებებს. სწორედ მათი დამსახურებით, ასეულობით ბავშვი სწავლობს სკოლამდელ მოსამზადებელ დაწესებულებებში, სადაც მხოლოდ ჰავაიურად ასწავლიან[1].

ისტორია და კულტურული კავშირები:[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოლონიზაციის თარიღი დანამდვილებით დღემდე არ არის ცნობილი, მაგრამ მეცნიერთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ აქ პოლინეზიელებმა დაახლოებით ჩვ.წ 300 წელს მოაღწიეს. როგორც ჩანს, პოლინეზიელებმა კოლონიზაციისთვის რამდენიმეჯერ იმგზავრეს კუნძულ ჰავაიზე, მაგრამ მათი ინტერესის ობიექტს სხვა, ამავე არქიპელაგის სხვა კუნძულები არ ყოფილა. 1178 წელს ცნობილი მოგზაური და კაპიტანი ჯეიმზ კუკი ჰავაიზე ჩავიდა. ამ დროისათვის ბელადების ძალაუფლებას უფრო მასობრივი ხასიათი და რთული პოლიტიკური სახე ჰქონდა მიღებული. სწორედ ამ პერიოდში მაუისა და ჰავაის კუნძულთა დინასტიები ერთმანეთს მეტოქეობას უწევდნენ, რათა არქიპელაგის დასავლეთ ნაწილზე მოეპოვებინათ კონტროლი.

პირველ შეხვედრები ჯეიმზ კუკის ეკიპაჟთან ჰავაიელებისთვის სასარგებლო არ ყოფილა, რადგან სწორედ ამ დროს გავრცელდა აბორიგენებში ვენერიული დაავადებები. კეალაკეკუაში, კუნძულ ჰავაის დასავლეთ ნაწილში, კუკი ჰავაიურ ღმერთად, ლონოდ აღიქვეს. შემდეგში კი ყველაფერი საპირისპიროდ შემოტრიალდა და ხელჩართული ბრძოლის დროს კაპიტანი ჯეიმზ კუკი სასიკვდილოდ დაიჭრა.

მიუხედავად ამ ინციდენტისა, ევროპელებმა ნელ-ნელა დაიწყეს კუნძულების ათვისება. ისინი ამ ადგილებზე ჩერდებოდნენ, რათა გემი და ეკიპაჟი საჭირო ნივთებითა და სურსათით მოემარაგებინათ. ამას გარდა, ჰავაიელმა ბელადებმა საკმაოდ დიდი მასშტაბების ვაჭრობა დაიწყეს ევროპელებთან, რათა ხელში ჩაეგდოდ იარაღი, ტყვია-წამალი და ფუფუნების ნივთები. 1795 წელს კამეჰამეჰამ, ჰავაის ახალგაზრდა ბელადმა დაამარცხა მაუის კუნძულის ბელადები გადამწყვეტ ბრძოლაში ოაჰუს კუნძულზე. ბრძოლის ბედი სწორედ იმ საბრძოლო შეიარაღებამ გადაწყვიტა, რაც ჰავაის კუნძულზე ევროპელებმა ჩამოიტანეს. ამ ბრძოლის შედეგად არქიპელაგის დასავლური ნაწილი გაერთიანდა. ეს თარიღი ასოცირდება ჰავაის სამეფოს ჩამოყალიბებასთან. შორსმჭვრეტელმა და მტკიცე ხასიათის მქონე მმართველმა, კამეჰამეჰამ თავისი პოზიციები გაამყარა და საფუძველი ჩაუყარა ბიუროკრატიულ მთავრობას. ამ პიროვნების მემკვიდრეები სუსტი მმართველები გამოდგნენ და მათზე ძალიან დიდი გავლენა ჰქონდათ ევროპელ ახალმოსახლეებს.

1819 წელს კამეჰამეჰა II დაარწმუნეს იმაში, რომ გაეუქმებინა ძველი რელიგია. კონგრეგაციონალისტი მისიონერები ამ მოვლენის შემდეგ სულ რამდენიმე თვის თავზე გამოჩნდნენ. მათ საკმაო ძალაუფლება მოიპოვეს სამეფოზე და სწორედ მათი ინიციატივით იღებდნენ თუ აუქმებდნენ გარკვეულ კანონებს.

1840 წელს ევროპელმა მოსახლეებმა დაარწმუნეს კამეჰამეჰა III, რომ შეეცვალა ტრადიციული მიწის გადანაწილების სისტემა დასავლური სტილის კერძო მიწის საკუთრების სქემით. ამგვარი გადანაწილება კერძო მიწებისა ნამდვილი კატასტროფა აღმოჩნდა ჰავაიელი მოსახლეობისათვის. მეფემ, მთავრობამ და მაღალი ჩინის მქონე პიროვნებებმა მიწების უმეტესობა მიიღეს, ხოლო 80,000 ჰავაიელ მოსახლეზე ჯამში მხოლოდ 29,000 აკრი მიწა გადანაწილდა. ამავე დროს შემოვიდა კანონი, რომლის მიხედვითაც არაჰავაიელ მოსახლეობას თავისუფლად შეეძლო მიწის ყიდვა, გაყიდვა და საკუთრების სრული უფლება. რამდენიმე ათწლეულის შემდგომ, ჰავაიელთა უმეტესობა მიწის გარეშე დარჩა, რადგან უცხოელებმა დიდი მიწები შეიძინეს პლანტაციებისთვისა და რანჩოებისათვის. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში პლანტატორებმა აზიიდან და ევროპიდან დიდი რაოდენობით მუშების ჩამოყვანა დაიწყეს, რომელებიც შაქრის ლერწმის პლანტაციებში მუშაობდნენ. ამ დროს კიდევ ერთხელ შემცირდა აბორიგენი მოსახლეობის პროცენტული წილი. 1893 წელს კი ბოლო მონარქი ლილიუოკალანი თეთრკანიანი ბიზნესმენების ხელით გადადგა. ამერიკის პრეზიდენტმა გროვერ კლივლენდმა პროტესტი გამოთქვა ამ ფაქტის შესახებ და წამოაყენა წინადადება ჰავაის კუნძულებზე მონარქიის აღდგენაზე. მიუხედავად ამისა, კონგრესმა ამ წინადადებას მხარი არ დაუჭირა და ეს იდეა საბოლოოდ დასამარდა 1898 წლის ანექსირებით. ამ პერიოდში ჰავაიელი აბორიგენი მოსახლეობა განსაკუთრებულ სიღარიბეში ცხოვრობდა.

ჰავაიური რადიკალიზმი და კულტურული ცნობიერება წინა პლანზე გამოვიდა 1970-იან წლებში. დღესღეობით ამგვარ საზოგადოებები საკმაო პოპულარობით სარგებლობენ და არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჰავაის სუვერენულობაზე საუბრობენ[1].

ნათესაობრივი პირობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰავაიურ ენაში არანაირი განსხვავება არ არსებობს მშობლებსა და მათ თანამიმდევარ ნათესავებს შორის. ძმები ან დები ნათესაური პოზიციის თვალსაზრისით შედარებითი ასაკის მიხედვით არიან განაწილებულნი, ხოლო რაც შეეხება და-ძმებს, ისინი ტერმინოლოგიურად უპოზიციონი არიან.[1]

ქორწინება და ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქრისტიანობამდელ ჰავაიურ კულტურაში ორივე სქესი თითქმის სრული თავისუფლებით სარგებლობდა წამოეწყო და ინიციატორი ყოფილიყო ან თუნდაც შეეწყვიტა სექსუალური მიდრეკილებები და კავშირი მის პარტნიორთან. ამ კულტურაში ქორწინება რაიმე სახის ცერემონიას  არ წარმოადგენდა, უფრო მეტიც, ის არანაირ დოგმატურ რიტუალს არ მოიცავდა და ხშირ შემთხვევაში არაფრით განსხვავდებოდა უბრალო თანაცხოვრებისგან, გამონაკლისს კი ბატონთა - უფრო მაღალი კლასის წარმომადგენელთა ქორწინება წარმოადგენდა. რაც შეეხება ბავშვის დაბადებას, ეს უდიდესი ცერემონიული მოვლენა იყო. დაქორწინება უფრო მაღალი რანგისა და კლასის ადამიანზე იდეალურ შემთხვევას წარმოადგენდა როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვისაც. მრავალცოლიანობა მმართველი საზოგადოების წევრებში ნორმალური მოვლენა იყო, რაც შეეხება დაბალ ფენასა და უბრალო ხალხს, აქ ეს კანონიერი და ნებადართული თუმცა საკმაოდ იშვიათი იყო. ქორწინების შემდეგი თანაცხოვრება პრაგმატული კანონზომიერებებით განისაზღვრებოდა.[2]

ადგილობრივი ერთეული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც უბრალო საზოგადოება, ასევე მმართველთა წრეც დიდ ოჯახებში ცხოვრობდა. ჰავაის უძველესი რელიგიის თანახმად ოჯახის წევრ მამაკაცებსა და ქალებს ცალკე საცხოვრებელი უნდა ჰქონოდათ და მათ არ გააჩნდათ უფლება საკვების ერთად ჭამისა.[2]

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მამაკაცები უფრო მეტად მიდრეკილნი იყვნენ მემკვიდრეობით მიწის საკუთრების დატოვებისკენ, ვიდრე ქალები. თუმცა, მეორეს მხრივ, ქალების ძირითად დანატოვარს ოჯახის სულიერი კუთვნილება და მსოფლმხედველური ცოდნა წარმოადგენდა. მე-19 საუკუნეში ჰავაის კულტურაში მომხდარი იურიდიული კანონების ცვლილების შემდეგ მემკვიდრეობის დატოვების პროცესი ორმხრივი გახდა.[2]

სოციალიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღესდღეობით ჰავაის კულტურაში ბაბუებს და ბებიებს ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ შვილიშვილებთან და ხშირ შემთხვევაში მათ აღმზრდელობით და მშობლის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებენ. პოლინეზიის სხვა საზოგადოებების მსგავსად ბავშვი შეიძლება შვილად იქნეს აყვანილი ყოველგვარი დამალვისა და ემოციური აღშფოთების გარეშე. ჰავაის საზოგადოებაში აქცენტი გამახვილებულია უფროსთა პატივისცემაზე და ასევე ოჯახის წევრებს შორის ურთიერთგაფრთხილებასა და მზრუნველობაზე.[2]

სოციალური ორგანიზება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასავლეთთან კონტაქტის ჟამს 1778 წელს ჰავაის კუნძულები პოლიტიკურად გაყოფილი იყო რამდენიმე ურთიერთ მოქიშპე საბატონოებად. ჰავაი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ითვლებოდა 1795 წლიდან 1893 წლამდე, ხოლო შემდეგ ამერიკი შეერთებული შტატების ნაწილად მოიაზრებოდა 1898 წლიდან 1959 წელს მიღებულ სახელმწიფოობრიობამდე. დასავლეთთან კონტრაქტამდე ჰავაის მოსახლეობა სტრატიფიცირებული საზოგადოების მაგალითს წარმოადგენდა, სადაც ბატონს, მმართველს სოციალურად უფრო მაღალი პოზიცია ეკავა ვიდრე უბრალო ხალხს.[1]

პოლიტიკური ორგანიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰავაის თითოეული კუნძული დაყოფილი იყო რაიონებად, რომელიც ამავდროლად მიწის ფრაგმენტებად იყოფოდა რასაც აჰუპუა’ა ეწოდებოდა. კუნძულის ან თუნდაც რაიონის დაბყრობის შემდეგ, აჰუპუ'ას დამბყრობელი მის მიმდევრებს შორის ანაწილებდა. ამის შემდეგ კუნძულის ბატონი ნიშნავდა მიწის ზედამხედველს, რომელსაც ევალებოდა პროდუქციის წარმოების და მორწყვა-ზრდის სისტემების კონტროლი. უბრალო ხალხი ვალდებული იყო რიტუალურად წინასწარ გაწერილ დროებში ძღვენი მიერთვა მმართველისთვის. ჰავაის კუნძულებში აჯანყება და მმართველობისთვის ბრძოლა ძალიან ხშირი შემთხვევა იყო. ყველაზე მკაცრი და სასტიკი მმართველების ისტორიებშიც გვხვდება ამბები მისი ხალხის დაუმორჩილებლობისა და მმართველის უმცროსი ძმის მიერ ჩამოგდებისა.[1]

სოციალური კონტროლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელადებს  ჰქონდათ აბსოლუტური გავლენა და  ავტორიტეტი უბრალო ხალხში. მათ შეეძლოთ ქონების კონფისკაცია ან სიცოცხლის ხელყოფა რიტუალების ტრადიციების დაღვევისათვის. პრაქტიკაში,ბელადებს იშვიათად შეეძლოთ ნდობა გამოეცადებინათ ადგილობრივი მეწარმე მოსახლოებისათვის. თუმცა, ჰავაის თემებში დღესაც არ არსებობს თანდაყოლილი წოდება, ამიტომ მათ ყოველდღიურობაში თანასწორობის ეთიკა ჭარბობს. პრეტენზიებია მხოლოდ გამოყენებულ ჭორებზე, ტყუილებსა და დროებით უბედურებებზე.[1]

კონფლიქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰავაის საბრძოლო გემები იშვიათად იყვნენ ჩართულები ბრძოლაში. მას შემდეგ რაც კამემაჰამ ჰავაი დაიპყრო, 1893 წელს ისინი საზღვაო მეომრების მიერ მონარქიის დამხობის საშიშროების წინაშე დადგნენ. პერსონალური კონფლიქტები დღესაც საკმაოდ ხშირია ჰავაის მცირე ზომის თემებში, თუმცა ისინი უმეტესად მშვიდობიანი გზით წყდება. ჰავაელები ხშირად მოუწოდებენ ხელისუფლებას ჩაერიონ ადგილობრივ კონფლიქტებში.[1]

რელიგია და რწმენა-წარმოდგენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით,რელიგია ფართოდ იყო გავრცელებული პროვინციებში მცოვრებ მამრობით ბელადებში. მსხვერპლ შეწირვის რიტუალებს ატარებდნენ მღვდლები მონუმენტურ ტაძრებში, რათა პატივი ეცათ ლეგიტიმური,ზეციური ხელისუფლებისთვის. ბელადები გენეოლოგიურად ღმერთებთან იყვნენ დაკავშირებულნი და სჯეროდათ, რომ წმინდა ძალების მატრაბლები იყვნენ. კაპუს წესების მიხედვით, ქალებს არ შეეძლოთ ყველა სახის საკვების მიღება და მამაკაცებთან ერთად ჭამა.  არსებობს წინა ქრისტიანული მითი, რომელიც სამსხვერპლო რელიიგს დამხობას ხსნის. ძირძველი რელიგია აღიარებს 4 მთავრ ღმერთს: კუ - ბრძოლის ღმერთი, თევზაობის და სვა მამაკაცების მოღვაწეობასთან დაკავშირებული მოვლენების მფარველი ღვთაება კამაჰამეჰა. ლონო მშვიდობისა და ნაყოფიერების ღმერთი. ქალები ეთაყვანებოდნენ საკუთარ მფარველ ქალღმერთებს. უბრალო ხალხი ევედრებოდა წინაპრების სულებს თავიანთი სახლების სამლოცველოებში. ღვთაებები ასევე უკავშირდებოდნენ ხელსაქმესა და სხვა მრავალ საქმიანობებს.  მიუხედავად იმისა,რომ კერპთაყვანისმცემლობა პირველი რელიგია იყო, რომელიც ჰავაიში იქადაგეს, გარკვეულ სექტებს მაინც ჰყავს დღესდღეობით მიმდევრები. რომის კათოლიკურმა ეკლესიამ ბევრ ჰავაელის ყურადღება მიიპყრო,რადგან პატარა პროტესტანტული ეკლესიები პერსონალური,სხვადასხვა ფორმის თაყვანისცემას ემხრობა.[1]

რელიგიური პრაქტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაპუს გაუქმებამდე ახალგაზრდა ძმები ემსახურებოდნენ მათ უფროსებს,მბრძანებლებს მღვდლებად გახდომით. ძირითად ღვთაებებს თავიანთი მღვდლმსახურები ჰყავდათ, სხვადასხვა მნიშვნელოვანი წესებით. ვულკანის ღვთაებას ნათქვამია,რომ არ ჰყავდა მსახური. უბრალო ღმერთებს   შორის იყვნენ მკურნალები და ჯადოქრები,რომლებიც ცნობილნი არიან როგორც კაჰუნა, და მათ მიერ გამოყენებულ საშუალებებს  დღესაც ასწავლიან და ნერგავენ ჰავაიელ მოსახლეობაში.[1]

სიკვდილი და შემდეგი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველი ჰავაელები საიდუმლოებით მარხავდნენ მიცვალებულებს გამოქვაბულებში. სჯეროდათ,რომ გარდაცვლილის პირადი ძალაუფლება და მანა, ცხოვრობდა ძვლებთან ერთად. ბელადებს ეშინოდათ,რომ მტრები მათ ძვლებს იპოვიდნენ და უპატივცემულობას გამოხატავდნენ მათ მიმართ, შეურაცხყოფას მიაყენებდნენ სიკვდილის შემდეგ. ისინი, ვინც ტაბუ დაარღვიეს მოკლეს ან ღმერთებს სთხოვეს  მათი სხეულოების გახრწნა.[1]

ცერემონიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰავაელების რიტუალური კალენდარი დაფუძნებული იყო მთვარის ფაზებზე. ღმერთი კუ მართავდა ქვეყანას 8 თვით წელიწადის განმავლობაში. ლონო 4 თვით, ძირითადად ზამთრის თვეებში მაკაჰიკის ფესტივალის დროს, როდესაც ბრძოლები მთავრდებოდა და ნაყოფიერებას აღნიშნავდნენ.[1]

ხელოვნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამორჩეულ მამაკაცებს ხშირად ჰქონდათ ტატუ, თუმცა როგორც ცნობილია ეს არ იყო ტრადიცია. ამ მოვლენის ძირითადი დეტალები დაკარგულია. ხისგან გამოთლილი მოჩუქურთმებული კერპები შთამბეჭდავი ხელოვნების ნიმუშებია, თუმცა მხოლოდ რამდენი მათგანი გადაურჩა რელიგიის დრამატულ დასასრულს. ჰულა იყო ძველი ცეკვა,რომელსაც უამრავი სტილი ჰქონდა  დაწყებული წმინდა რიტუალებით, დამთავრებული ეროტიკული სცენებით ნაყოფიერების აღსანიშნავად.გამოყენებდნენ მრავალ განსხვავებულ დასარტყამ ინსტრუმენტს: დრამი, ჩხირები, ბამბუკის მილები, გაყოფილი ბამბუკის მილები და ა.შ.[1]

ჰავაიელთა მითოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰავაიელები იყენებდნენ ტერმინს “ Kaao “ გამოგონილი და უჩვეულო ამბების გამოსახატად. ისინი მითებს ღმერთების შესახებ და არამარტო, უწოდებნენ "Moolelo" -ს  ( ისტორია, ტრადიცია ). მათთვის ეს მითები საუკუნეების მანძილზე ცნობილი არის არა სახელების, არამედ თხრობის მანერის მიხედვით. წმინდა მითებს ჰავაიელები მხოლოდ დილაობით ჰყვებონდენ ხოლო მსმენელებს ამ პროცესში გამოძრავება ეკრძალებოდათ. ამ წესის დარღვევა კი ღმერთის უპატივცემულობას ნიშნავდა. ხალხური ამბები, ადგილობრივი ლეგენდები და ოჯახური მითები "Moolelo" -ში ერთიანდებოდა. ჰავაიელებში ხალხური გადმოცემა არის ამბის მოყოლის ყველაზე პოპულარული ფორმა, რომელიც დღესდღეობითაც არსებობს და სწორედ მისი დახმარებით შესაძლებელია სამომავლო გამოკვლევების ჩატარებაც.[3]

ღმერთები და სულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰავაიელები თაყვანს სცემდნენ ბუნების ღმერთებს, რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში გაკრვეულ როლს თამაშობდა. სწორედ ღმერთების არსებობამ განაპირობა მათი ისტორიის ჩამოყალიბება და საფუძველი ჩაუყარა მითოლოგიის შექმნას. ჰავაიელებს თავიანთ ლექსიკონში დღემდე აქვთ და იყენებენ სახელს „ აკუა “ ღმერთის გამოსახატად. თუმცა, მათ ნებისმიერი ბუნების ობიექტი შეეძლოთ მიეჩნიათ ღმერთად და თაყვანი ეცათ მისთვის, ეს შეიძლება ყოფილიყო: გვამი, ცოცხალი ადამიანი ან შექმნილი სურათიც კი. ბუნების ყველა ფორმას ჰყავს განკუთვნილი ღმერთი, რომელიც შეიძლება გახდეს აუმაკუა ( ოჯახის ღმერთი ) და რომელზეც ყოველი ოჯახი ლოცულობს და სცემს თაყვანს. სახელ კუპუას არქმევდნენ ისეთ ღმერთის შვილს, რომელიც იბადებოდა ადამიანის სახით. კუპუას ძალა განისაზღვრებოდა იმ ადგილის მიხედვით, რომელსაც ის ეკუთვნოდა. ისტორიაში ის გვხვდება, როგორც გარდასახული სხეული ცხოველის, მცენარის ან თუნდაც ბუნების სხვა ობიექტის სახით კუთვნილ ღვთაებრივ წაროშობასთან ერთად. წარმოშობის შესაბამისად, მას აქვს მინიჭებული ბუნების მართვის ძალა. იქედან გამომდინარე, რომ ის ამავდროულად ადამიანია იგი შეიძლება იყოს როგორც უჩვეულოდ დიდი ფიზიკური ძალისა და ლამაზი გარეგნობის მქონე, ასევე განსაკუთრებულად შეუხედავი და საზარელი. ეს სახელი „ Kupu “ მომდინარეობს იმ მცენარის სახელიდან, რომელიც მოჰყავს მის ოჯახს, ვინაიდან სიტყვა „ Kupuna" აღნიშნავს წინაპარს. ტერმინი „ Ohana “ გამოიყენებოდა ოჯახური ჯგუფების დასანიშნად. ტერმინები „ Akua “, „ Aumakua “, და „ Kupua “ სახეს იცვლიდნენ თაყვანისმცემლის დამოკიდებულების მიხედვით. ნებისმიერი „ Akua “ ( ღმერთი ) შეიძლებოდა გამხდარიყო „ Aumakua “, ანუ ოჯახის ღმერთი. პიროვნება მონათხობში შეიძლებოდა წარმოდგენილიყო როგორც „ Kupua “ ( ადამიანად მოვლენილი ღმერთის შვილი ), ხოლო იმ შემთხვევაში თუ მას თაყვანს სცემდნენ სიკვდილის შემდეგ, ის გახდებოდა „ Aumakua “ ( ოჯახის მფარველი ღმერთი ). მოჩვენება „ Lapu “ იმ მოჩვენების სახელია, რომელიც ღამ-ღამობით ხალხს აშინებს. მოსახლეობა მოუწოდებდა არაადამიანურ სულებს, რომ ელოცათ მათ დასაცავად. ისინი სხვადასხვა სახით ბინადრობნენ ბუნებაში და იყვნენ პატარა ღმერთები ( „ akua li`i “). მას შემდეგ, რაც ქრისტიანობა დაინერგა, მეცნიერების თვალსაწიერიც გაიზარდა და მათთვის მიუღებელი გახდა ბუნების ძალების აღიარება, შესაბამისად კი ეს პატარა ღმერთები, რომლებსაც „ არც დედამიწა შეუქმნიათ და არც სამოთხე “ , უკვე ზიზღით მოიხსენიებოდნენ.[3]

იდეა ადამიანისა და ბუნების შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰავაიელთა ბუნებისა და ცხოვრების კონცეფცია სწორედ ანიმისტურ ფილოსოფიაში მდგომარეობს. ყველაზე საინტერესო და უჩვეულო ფენომენი მათ ისტორიაში არის ადამიანისა და ღმერთებს შორის უთიერთობა. კიდევ ერთი სანტერესო მოვლენა აკუას შესახებ არის ის, რომ ის თავის თავს ფზიკურ სამყაროში პოულობდა როგორც ინდივიდს ანუ პიროვნებას და საკუთარ თავს განათავსებდა მასში. აკუაში იყო ყველაფერი ის, რაც ერთმანეთზეა დამოკიდებული, ავსებს ერთმანეთს და ერთ მთელს ქმნის.[3]

ცნებებს როგორებიცაა : დღე და ღამე, სინათლე და სიბნელე, მამრი და მდედრი, ხმელეთი და წყალი, მზის ამოსვლა და ჩასვლა, თხელი და სქელი, პატარა და დიდი, მყარი და რბილი, აღმა და დაღმა, ქვემოთ და ზევით, აწყვილებდნენ როგორც სტილისტურ ელემენტს გალობების კომპოზიციებში, ასევე ყოველდღიურ სასაუბრო ენაში.[3]

ღმერთები და სულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰავაიელთა ღმერთები წარმოდგენილი არიან როგორც შორეული მიწების ან სამოთხის მეთაურები, რომლებიც ბრუნდებიან როგორც მნახველები ან იმიგრანტები მხოლოდ იმ  წმინდა ადგილებში, სადაც ხალხი ლოცულობს და  თაყვანს სცემს მათ. ჰავაიელები დიდ ღემრთებს თაყვანს სცემდნენ ღვთაებების ( „Ku“ ) , ადამიანებისა ( „Kane“ ) და ხეების ( „Lono“ ) საშუალებითაც კი. ჰავაილებმა ისინი გააერთიანეს გალობებში და დღემდე აქტიურად გამოიყენებენ მათ. ეს პერიოდი კი კაპიტანი კუკის ჰავაიში ჩასვლას დაემთხვა. თაყვანისცემის საშუალებად ისინი ნებისმიერ ისეთ ფენომენს იყენებდნენ, რომლებიც თავიანთ ლოცვაში ასოციერდებდა ინდივიდუალურად. შეიძლება ეს ტრადიციაზე ან რიტუალებზე ყოფილიყო დაყრდნობილი, ან თუნდაც ფერზე, სუნზე, ცისარტყელის ან ღრუბელის ფორმაზე, ქარიშხლის მომასწავლებელ ნიშნებზე და ა.შ. ყოველ მათგანს განკუთვნილი ადგილი ჰქონდა ჰავაიელთა ოჯახებში. დიდ ღმერთების ოჯახთან დაკავშირებულ და დაქვემდებარებულ ღმერთებს, იძახებდნენ ის ადამიანები, რომლებსაც სჯეროდათ, რომ მათი საშუალებით სპეციალურ შესაძლებლობებსა და წარმატებას მიიღებდნენ. ქურდებსა და ბოროტმოქმედებსაც კი ჰყავდათ თავიანთი მფარველი ღმერთი.[3]

ჰავაიელთა ღმერთების წარმოშობის დადგენა რთული საკითხია, შესაბამისად არსებობს განსხვავებული მოსაზრებები. ზოგი ფიქრობს, რომ ისინი არიან ადამიანური წარმოშობის მეთაურები, რომლებიც უმაღლესი უნარებით იყვნენ დაჯილდოებულნი და სწორედ ამან განაპირობა მათი გაღმერთება სიკვდილის შემდეგ. ზოგიც ფიქრობს, რომ ისინი თავდაპირველად  მიიჩნეოდნენ, როგორც უნივერსალური მნიშვნელობის ბუნების ღვთაებები. თუმცა, პელესა ( ვულკანის ქალღმერთი ) და სხვა ღმერთების იდენტიფიკაცია ადამიანებთან მოგვიანებით გაჩნდა. ჰავაიელებმა კაპიტანი კუკი გააიგივეს ღვთაება ლონოსთან, ვინაიდან მიიჩნიეს, რომ ღმერთი, ან მეთაური, რომელიც ღმერთს განასახიერებდა,  დაბრუნდა მათთან ამ შთამბეჭდავი უცნობის სახით. ღმერთებთა თაყვანისმცემლები სიკვდილის შემდეგ ხშირად გაიგივებულნი იყვნენ თავად ღმერთებთან. ასევე იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანი ცხოვრების განმავლობაში მოიპოვებდა წინაპრის სახელს ან მეტსახელს. ერთ-ერთი ჰავაიელი კაცი, რომელმაც საკუთარი ქალიშვილისგან გააჩინა შვილი, იწოდა როგორც ვაკეა ( მამა ზეციერი ). ასეთი ჩვეულებების შესახებ მონათხრობი იყო „პირველი მშობლი“-ს მითში. ეპიზოდში აღწრილი იყო Lono-ს ცხოვრება, კერძოდ კი ის მომენტი, სადაც იგი გარეულია მეთაურ ლონო-ი-კა-მაკაჰიკისა და მისი მეუღლის კაიკილანის ჩხუბში. ამრიგად სახელების გაორმაგების გამო ჩნდება დაბნეულობა, რადგან შეუძლებელია ზუსტად დავამოწმოთ ვისზეა საუბარი: ღმერთსა თუ მის სეხნიაზე და თუკი სეხნიაზე, მაშ რომელ მათგანზე. ჰავაიელებს სიკვდილსა და დაკრძალვაზეც განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ. მაგალითად, ისინი გვამს ხორცს აცლიდნენ ძვლებს, თავის ქალას და ბარძაყებს ინახავდნენ დანარჩენს კი ნავზე ალაგებნენ და ზღვაში უშვებნენ, ნაპირზე მყოფებს ეკრძალებოდათ უკან გამოხედვა, სანამ ნავი არ გადმოპირქვავდებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში გარდაცვლილის სული მთელი ცხოვრება თან დევნიდა მათ. ასევე ჰავაიელები გარდაცვლილის სახლში წყალს აშხეფებნენ ყველა კუთხეში რათა სული არ დაბრუნებულიყო, ხოლო დაკრძალვის შემდეგ ყველა იქ მყოფ ადამიანს აპკურებნენ წყალს რათა სული მათ არ გაჰყოლოდა სახლებში და მათი დევნა არ დაეწყო.[3]

მითები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰავაიური მითოლოგია აღიარებს იმ ფაქტს, რომ ადამიამდელი პერიოდამდე კაცობრიობა გაჩნდა მაშინ, როდესაც სულებმა შექმნეს ჯერ ზღვა, შემდეგ კი ხმელეთი. თუმცა, ჰავაიელთა მითოლოგიაში იშვიათად თუ შევხვდებით ადამიანმდელ პერიოდზე დაწერილ მითებს. ჰავაიელები მითის შექმნას იწყებნენ  აქტიურ ეტაპზე და ცდილობდნენ, რომ ეს ამბავი მაქსიმალურად მიეახლოვებინათ ბიბლიური ვერიისთვის. ღმერთების გაჩენის შემდეგ არცერთი მითი არ მოიცავდა ამბავს, დედამიწისა და სამოთხის განცალკევების შესახებ. ვაკეა ( მამა ზეციერი ) და პაპა( დედა ბუნება, დედამიწა ) -ც კი, რომელთა ფიგურები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ ჰავაიელების მითოლოგიაში და ისტორიაში, არიან წარმოდგენილები,  როგორც მშობლები  მხოლოდ გენიალოგიური ხაზის მიხედვით და არა ცისა და მიწის ღვთაებები. ამრიგად, წარმოდგენა, რომლის მიხედვითაც პოლინეზიელთა ხალხს კოსმიური ძალები ჰქონდათ, ჰავაიელებთან შედარებით შეზღუდული იყო, ანუ ადამიანთა შესაძლებლობები არ უტოლდებოდა ღვთიურ ძალას. დღესდღეობით კოსმოსური მითები ან საერთოდ აღარ არსებობს ან კიდევ იშვიათად გამოითქმება ჰავაიელთა საზოგადოებაში.[3]

მედიცინა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰავაელები დღეს გამოყენებენ დასავლურ მედიცინას, თუმცა ჰყავთ მკურნალები და ექიმბაშები, რომლებიც ჰავაის ძველ კულტურასთან  და ეთნიკურ ტრადიციებთან არიან კავშირში. ჰავალებეი განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან სულთან დაკავშირებულ საკითხებში.მათ სჯერათ,რომ ბოროტი აზრები მატერიალურ მდგომარებოაზე აისახება. დაავადებები და ავდმყოფობა სოციალურ დისბალანსსა და წყენას უკავშირდება.[1]

ჰავაის საქმეთა სამმართველო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა 1978 წლის ჰავაის შტატის კოსტიტუციონალური კონვენციისა იყო ჰავაის საქმეების სამმართველოს შექმნა. ჰავაის საქმეების სამმართველო წარმოადგენდა ერთგვარ გარანტსა და იმედს როგორც ჰავაის აბორიგენი მკვიდრების, ასევე მთლიანად ჰავაის მოსახლეობის  ცხოვრების პირობების გაუმჯობესა. ამ სამმართველოს კონტროლის ქვეშ მოექცა რამდენიმე სახელმწიფო მიწის ნაკვეთი. ჰავაის საქმეების სამმართველოს კონტროლის ქვეშ მყოფი ნაკვეთების რაოდენობა დღესაც იზრდება. თავდაპირველა სამმართველოსთვის გადაცემული მიწები ჰავაის სამეფოს საკუთრებას წარმოადგენდა, რომელთა საშუალებითაც სახელმწიფო მის დანახარჯებს ფარავდა(1893 წელს მონარქიის დამხობის შემდეგ ეს მიწები დროებითი მთავრობის ბატონ-პატრონობის ქვეშ მოექცა). ჰავაის რესპუბლიკად გამოცხადებისა და აღიარების შემდეგ ეს მიწები ოფიციალურად სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადდა.  1898 წელს ჰავაის ტერიტორიების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ ეს მიწები ფედერალურ სამმართველოს გადაეცა, თუმცა საბოლოოდ დაუბრუნდა ჰავაის, როგორც შტატის ოფიციალურ კუთვნილებას 1959 წელს.[1]

რაც შეეხება თვითონ ჰავაის საქმეების სამმართველოს, ეს არის ნახევრად ავტონომიური სახელმწიფო ორგანო. მისი სამეურვეო საბჭო 9 წევრისგან შედგება, რომელთა არჩევაც ჰავაის ხალხის მიერ ხდება.[1]

ადამიანთა მსხვერპლშეწირვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველაზე მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული შემთხვევების დროს, ადამიანებს სწირავდნენ მსხვერპლად ღვთაებას. ადამიანი,მამაკაცი მიიჩნეოდა ყველაზე სერიოზულ მსხვერპლად,თუმცა ეს რიტუალი განსხვავდებოდა იმ რიტუალისაგან, სადაც მსხვერპლად ცხოველები გამოიყენებოდა, ვინაიდან ადამიანის შემთხვევაში  რიტუალის მონაწილენი მსხვერპლს არ ჭამდნენ. თუმცა ზოგიერთი რიტუალის დროს, უმაღლესი სასულიერო პირი მსხვერპლს თვალს სთხრიდა და ყლაპავდა. ეს აერთიანებდა ტაიტურსა და ჰავაიურ კულტურებს , ტაიტელები, როგორც ჰავაიელები არ იყვნენ ადამიანის ხორცის მჭამელები. ადამიანთა მსხვერპლშეწირვა საბოლოოდ უარყოფილ იქნა ტაძრების მიერ და აღარ გამოიყენება[4].

შინაური ცხოველები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღორები როგორც ჩანს დიდი რაოდენობით იყო მოშენებული. ისინი გამოიყენებოდა როგორც საკვები და ასრულებდა მსხვერპლის როლს სხვადასხვა რიტუალის დროს. მსხვერლად შეწირული ცხოველი ხშირ შემთხვევაში იჭმებოდა,მას შემდეგ რაც რიტუალის ის ნაწილი სრულდებოდა, როცა ჰავაიელთა წარმოდგენით ღმერთები თავიანთ არამატერიალურ წილს იღებდნენ შესაწირიდან. ღორებს აგრეთვე ჰქონდათ მინიჭებული დიდი როლი ბარტერულ გაცვლებში, ისინი საკმაოდ ხშირად გამოიყენებოდნენ ე.წ გადახდის საშუალებად. მეფეები და სხვა ლიდერები მოსახლეობისაგან დიდი რაოდენობით ღორების მიწოდებას მოითხოვდნენ  რელიგიური ცერემონიებისა და ოფიციალური ნადიმების დროს. სხვადასხვა ცერემონიების დროს დაკლულ და შემწვარ ღორთა რიცხვი დღეში 800 საც კი აღწევდა ხოლმე.  ამასთან ამ კულტურაში ღორი მიჩნეულია იმაზე გონიერ ცხოველად, ვიდრე საერთოდ მიიჩნევა. ღორი გამოიყენებოდა სხვადასხვა დანიშნულებით შამანის მიერ, მაგალითად იმ მაღალი რანგის პიროვნებათა  იდენტიფიკაციისათვის  რომლებიც გადასახლებიდან ბრუნდებოდნენ. მაშასადამე ჰავაიურ კულტურაში ღორს უფრო მეტი ფუნქცია ჰქონდა ვიდრე უბრალოდ საკვებს[4].

ძაღლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძაღლები დიდი რაოდენობით იყვნენ მოშენებულნი, ძირითადად საკვების დანიშნულებით. უნდა აღინიშნოს რომ ჰავაიელთათვის ძაღლის ხორცი უკეთესია საკვებად ვიდრე ღორისა. შემწვარი ძაღლი ძირითად კერძად მიიჩნეოდა ნადიმებზე. ამასთან ძაღლის კბილებისაგან მზადდებოდა სხვადასხვა დეკორაციები, რომელთაც ცეკვების შესრულებისას იყენებდნენ[4].

ფრინველები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შინაური ფრინველების შეტანა ჰავაიზე მოხდა პოლინეზიიდან,  ევროპასთან კონტაქტზე ბევრად ადრე. ამას ადასტურებს ჰავაის კუნძულებზე მოხვედრილ პირველ ევროპელ მოგზაურთა დაკვირვებები. ჰავაიზე  არსებობდა შინაურ ფრინველთა ბრძოლები, ამ შეჯიბრებებისათვის ამ უკანასკნელთ წვრთნიდნენ კიდეც. თუმცა მათი ძირითადი დანიშნულება საკვები იყო. მათ იყენებდნენ მსხვერპლშეწირვებისათვისაც, როგორც ღმერთებისათვის შესაფერის ძღვენს. არსებობდა ფრინველებზე ნადირობის დიდი ტრადიცია და ამ საქმეში დახელოვნებულთა გჯუფი. ასეთი ნადავლი მისი ბუმბულის გამო ფასობდა[4].

დასახლებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველ დროში ჰავაელები ცხოვობდნენ გაფანტულ დასახლებებში სანაპიროებზე და ქარიან მიდვრებში.მთაგორიანი ადგილები მეჩხერად იყო დასახლებული. სახლები სილით იყო დაფარული მიწიდან სახურავამდე გამხმარი ბალახის ან ფოთლების მეშვეობით.დაბალი ფენის წარმომადგენლების სახლები  იყო მცირე ზომის,დაბალი, მცირე ავეჯით მოწყობილი და უხეში ხალიჩებით იატაკზე. ხოლო მდიდარ ოჯახებს ძვირადღირებული ხალიჩებით ჰქონდათ მოწყობილი კედლები და იატაკი. აქ არსებული გარკვეული ტაბუების გამო, ქალისა და მამაკაცის განცალკევება იყო საჭირო გარკვეულ კონტექსტებში,ამიტომ სახლი შედგებოდა რამდენიმე საძილე და სასადილო ადგილისაგან. ყველაზე მნიშვნელოვანი განვითარების ეტაპი რაც ჰავაიელებმა განიცადეს,მეცხრამეტე საუკუნიდან,იყო მიწის გასხვისება და ურბანიზაციის პროცესები. მცირე დასახლებები რომლებიც დაკავებულნი იყვნენ ფერმერობითა და მეთევზეობით არსებობდა იზოლირებულ ადგილებში .ასევე ჰავაელების დიდი რაოდენობა ცხოვრობდა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ნაქირავებ სახლებში, ქალაქ ჰონოლულუს მიმდებარე  ტერიტორიაზე.  პლანტაციების სტილში არსებული საცხოვრებლები არსებობდა მთელი ჰავაის ტერიტორიაზე სადაც ძირითადად ცხოვრობდა მუშათა კლასი. ჰავაის სოფლების უმეტესობაში სახლები აშენებული იყო ხის ერთი ფენისგან და გადახურული იყო მეტალის სახურავებით[1]

საარსებო საშუალებები [რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰავაის მცხოვრებლები ძირითადად დამოკიდებული იყვნენ საზღვაო რესურსებზე. მომდევნო საუკუნეებში მათ განავითარეს უაღრესად ნაყოფიერი სამეურნეო სისტემები. ძირითადი პროდუქტი იყო ტარო, რომელიც მოყავდათ სარწყავი აუზების მიმდებარე ტერიტორიებზე , როგორიცაა ბრინჯის ყანები. ეს სარწყავი აუზები დროთა განმავლობაში გადაიქცა თევზის მოსაშენებელ აუზებად.  შედარებით გვიან პერიოდში კი მათ სანაპიროსგან მოშორებით დაიწყეს თევზების აუზების შენება რომლებიც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოიყენებოდა . პოლინეზიელებმა ამ ტერიტორიაზე ჩამოიყვანეს ღორები, ძაღლები და ქათმები, ხოლო თხები და პირუტყვი პირველად დასავლეთის მაცხოვრებლებმა შემოიყვანეს 1800 წლამდე. 1980 წლის მონაცემებით, ჰავაელების 23 პროცენტი სამეურნეო საქმიანობით იყო დაკავებული . ზოგიერთი მათგანი იყო დამოუკიდებელი ფერმერი რომელსაც მოჰყავდა ტრადიციული ტარო  და ყიდდა შიდა ბაზარზე,მაგრამ უმეტესობა მომსახურეობის სფეროში არსებულ სამსახურებში იყო დასაქმებული[1].

მეწარმეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი რაც ჰავაელებს უკავშირდებათ ეს არის ,რა თქმა უნდა, შაქარი , მას თვიდანვე უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნის ეკონომიკისათვის .შაქრის წარმოება ჰავაიში ნელ-ნელა დაიწყო ,პირველი შაქრის ქარხანა შეიქმნა ლანას კუნძულზე ,1802 წელს უცნობი ჩინელი კაცის მიერ,რომელიც 1803 წელს ჩინეთში დაბრუნდა.პირველი შაქრის პლანტაცია ცნობილი როგორც "Old Sugar Mill of Koloa" დაარსდა 1835 წელს ("Ladd & Co"-ს მიერ), ხოლო 1836 წელს, პირველი, 3600 კილოგრამი შაქარი იქნა გადატანილი ამერიკის შეერთებულ შტატებში.1840-იან წლებში შაქრის პლანტაციებმა ფეხი მოიკიდეს ჰავაის ხალხის კულტურაში , გემები საკმაოდ სწრაფად გადადიოდნენ კუნძულებზე და მათზე მოთხოვნა გაიზარდა ოქროს ციებ-ცხელების ის დროს. 1848 წელს მიღებული კანონის მიხედვით ,ჰავაის მაცხოვრებელი ხალხი გადსახახლებულ იქნა თვიანთი მიწიდან ,რათა აღნიშნული მიწები მიეყიდათ უცხოელი ხალხისთვის.1850 წელს ,მაშინ როდესაც კალიფორნია აღიარებულ იქნა შტატად,მოგება მკვეთრად დაეცა და პლანტაციების რიხვმაც იკლო.ამერიკის სამოქალაო ომის დროს მარკეტის მოთხოვნამ უფრო მეტად აიწია,რამაც გამოიწვია სამხრეთის შაქრის ჩრდილოეთისკენ ტრანსფორმირების შეფერხება.შაქრის ფასი იწევდა თითქმის 25 პროცენტით.1875 წელს კანადა-ამერიკას შორის დადებულმა ურთიერთვაჭრობის ხელშეკრულებამ  ნება დართო ჰავაის მაცხოვრებლებს გაეყიდათ შაქარი შტატებში გადასახადების გადახდის გარეშე ,რამაც საგრძნობლად აწია პლანტაციებისგან მიღებული შემოსავალი.ეს ხელშეკრულება ასევე გარანტიას იძლეოდა ყველა რესურსის ხელმისაწვდომობაზე,მათ შორის მიწის,წყლის,მუშა ხელის,ტექნოლოგიისა და ა.შ. 1890 წელს ამერიკის ხელისუფლების მხრდან იყო მცდელობა შეემცირებინათ ჰავაის შაქრის კონკურენტიანობა.უამრავი მნიშვნელოვანი ლობირების მდელობის შემდეგ ,ეს აქტი გამეორდა 1894 წელს.1890-იან წლებში კი 75 პროცენტი მიწა უკვე ეკუთვნოდათ უცხოელ ბიზნესმენებს.პლანტაციის მფლობელებს  სურდათ ჰავაის შტატად გარდასახვა , რადგან ამ შემთხვევაში ისინი გააგრძელებდნენ  შაქრის წარმოებას და ადვილად გამდიდრდებოდნენ გადასახადების გადახდის გარეშე და თანაც კუნძულზე ეყოლებოდათ ამერიკული ჯარი.[5]

შაქრის პლანტაციებს დიდი ზეგავლენა ჰქონდა გარემოზე ჰავაიში.1821 წელს ჰავაის მაცხოვრებლები იყვნენ მრავალი კუთხიდან,მრავალფეროვანი ხალხი,მიწა კი სავსე იყო ბანანისა და ტაროს პლანტაციებით,ამ პერიოდში გახშირდა მეთევზეობაც.ეს პირობები დიდ ხანს ვერ გაგრძელდებოდა,პლანტაციები გადანაწილებული იყო ჰავაის კუნძულებზე მიწის ქვიშიანობის ,ტოპოგრაფიის დონის,საკმარისი წყლისა და კარგი კლიმატის მიხედვით.პლანტაციები იყო ისეთ ადგილებში რომლებიც მოითხოვდა წყლის აქტიურ  მიწოდებას და მოთხოვნილებას გამოყვანილი და კარგად კონსტრუირებული წყლის მილებით.წყალი ყოველთვის სერიოზული პრობლემა იყო პლანტაციის მენეჯრებისთვისა და მფლობელებისთვის.მე-20 საუკუნის დასაწყისში 1 ტონა წყალი გახდა საჭირო იმისთვის რომ მიეღოთ ერთი შეკვრა შაქარი.წყლის მუდმივმა დეფიციტმა საბოლოო ჯამში გამოიწვია მიწის გამოფიტვა.შაქრის წარმოების მიწები განსაკუთრებით მოითხოვდნენ ისეთ რესურსებს როგორიც არის ხე,რკინა ,ნახშირი, ირიგაცია და მატარებლები სატრასპორტოდ.ძველი წისქვილები იყვნენ არასაკმარისად პროდუქტიულები,მათ სჭირდებოდათ  4 საათი და უამრავი თოკი რათა გამოემუშავებინათ მოლასესი(სითხე რომელიც შაქრის გაკეთების პროცესში გამოიყოფა).ამ დროისთვის ეკოსისტემა იყო განადგურებული,მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ მიწის დრეჟინით ამოვსებისას აღმოაჩინეს რომ ეს ტყე იყო ძალიან ძველი და აბსოლუტურად გამოუსადეგარი შაქრის წარმოებისთვის.საკვირველია თუმცა შაქრის პლანტაციების გამო გარემოს განადგურება დღესაც გრძელდება,ერთ-ერთი მთავარი  პრობლემა შაქრის პლანტაციებისა არის წყლისა და ჰაერის დაბინძურება,ასევე წყლის დიდი რაოდენობის დახარჯვა.თანამედროვე კალკულაციით 1 ტონა შაქრის წარმოებისთვის საჭიროა 3-დან 10  მეტრამდე კუბური მოცულობის წყალი.[5]

მიუხედავად იმისა რომ ტრადიციულად ჰავაიზე მცხოვრები ადგილობრივი დაჯგუფებებისათვის პროდუქტი საკმარისი იყო , ხშირად გვხვდებოდა შიდა ვაჭრობის ფაქტები კანოეებზე სადაც იყო თევზის ხაზები ,მაგრამ შედარებით გვიან პერიოდში ჰავაელებმა ვაჭრობა და კომერცია სხვა ეთნიკურ ჯგუფებს დაუტოვეს .[5]

შრომის დანაწილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველ დროში  ძირითად სამეურნეო მუშა ხელს კაცები წარმოადგენდნენ. მათ შორის იყვნენ როგორც ხეზე მომუშავეები, ასევე  ვაჭრები. ქალები დაკავებულები იყვნენ ხის ქერქისგან ტანისამოსის შექმნითა და ხალიჩების კერვით რომელთაც შემდეგ სახლის მოსაწყობად ან სავაჭროდ იყენებდნენ. კაცები კი დადიოდნენ სათევზაოდ მანამ სანამ ქალები დაკავებულები იყვნენ სანაპიროზე არსებული ზღვის პროდუქტების შეგროვებით. დღეს დღეობით ჰავაელების ოჯახების უმეტესობაში ოჯახის ორივე წევრი მუშაობს და აქვს ხელფასიანი სამუშაო.[1]

ქონებრივი უფლებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიწის გამოყენება და მასზე უფლებები განისაზღვრებოდა იერარქიით .  ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილები იყო მიწის ნაკვეთები, რომლებიც მთიდან ზღვის სანაპირომდე იყო გადაჭიმული და ყველანაირი სახის ზონას შეიცავდა . პირადი ტერიტორიების შემოღების შემდეგ ჰავაის ტერიტორია ძალიან დაიყო ნაწილებად რადგან მიწების ნაწილები გადაეცა სხვადასხვა ოჯახებს . კონგრესის გადაწყვეტილებით (1920) დღესდღეობით ჰავაის მიწები გადაეცემათ ადამიანებს რომლებსაც შეუძლიათ დაამტკიცონ რომ ისინი 50%ით ჰავაიდან  არიან  წარმოშობით , ხოლო ის მიწები რომლებსაც ადრე ფერმერები იყენებდნენ , ახლა საცხოვრებელ ადგილებადაა ქცეული.[1]

სოციუმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს ნაწილი მოგვთხრობს პრესტიჟზე,ძალაუფლებასა და სოციალურ სტატუსზე ჰავაის სოციუმში და ეძღვნება იმის გაგებას, თუ როგორ შეცვალა მატერიალურმა მხარემ ჰავაის ტრადიციები მე-18 საუკუნესა და მე-19 საუკუნის დასაწისში. ამ 50 წლის განმავლობაში უპირველეს ყოვლისა მრავალმა წინამორბედმა ტრადიციამ მიიღო სახე რომელსაც ხშირად უწოდებენ კლასიკურ ფორმას და შემდეგ გადავიდა სხვა კატეგორის ცნებაში. ცვლილებები რომლებიც მოხდა ასევე შეიძლება დავუკავშიროთ სხვა პოლინეზიურ  მაგალითებს, გენეოლოგურ ინტერპრეტაციასა და მანიპულაციას,ასევე მათ დამოკიდებულებას ძალაუფლებასთან და მათ სურვილს იყვნენ საუკეთესონი  ვიდრე უბრალოდ კარგები. როგორც სხვა პოლინეზიანელ სოციუმებს, ჰავაის ხალხსაც ჰქონდა თავისი სპეციფიკური მატერიალური კულტურის ფორმები,რომლებიც გამოყენებული იყო ძალაუფლების მქონე ხალხის მიერ. ყოველივე ეს ტრანსფორმირდა და შეეწირა კლასიფიკაციის მიღების პროცესს. მატერიალისტური წოდების კულტურის მიღება განსაკუთრებულად ეფექტური იყო ჰავაიში,სადაც უბრალო ხალხმა არ იცოდა გენეოლოგიის სირთულეების შესახებ. ტონგასგან განსხვავებით,მაგალითად, სადაც გენეოლოგიური კომპონენტები და მათი დაკავშირებულობა პრესტიჟთან ვრცლად იყო გათვიცნობიერებული,მატერიალური კულტურა იყო კონსერვატიულად სავალდებულო რათა განეცალკევებინათ პრესტიჟი ძალაუფლებისგან.ჰავაის მატერიალურა ეხმიანებოდა მოდერნიზებულ საქციელებს რომლებიც ადრე თუ გვიან გააიგივებდა პრესტიჟს ძალაუფლებასთან. ეს არის ჰავაის,სამი, სოციუმისა და მატერიალური კულტურის ტრადიცია რომლებმაც შეიძლება წარმოაჩინონ სოციალური  ხასიათებისა და კატეგორიების შერწყმულობა.ეთნოისტორიკულმა გამოკვლევამ დოკუმენტალური კოლექციების მუზეუმზე გამოააშკარავა ცვლილებები რომლებიც ეხებოდა მატერიალური ობიექტების მოხმარებას სხვადასხვა ადგილას.დოკუმენტის ისტორული ილუსტრაცია , როგორც ეს მატერიალური ობექტები , გამოყენებული იყო სხვადასხვა ადგილას ამ პერიოდის განმავლობაში და გამოკვლევა ამ სოციუმის ინსტიტუტების შესახებ გვაცნობებს ჰავაის რომელი ღირებულებები გამოვლინდა ამა თუ იმ ტრადიციულ ფორმაზე.ეს სტატია თავს უყრის ამ ელემენტებს რათა გამოტანილ იქნას აზრი იმის შესახებ რომ მატერიალური კულტურა არის სოციუმის მოქმედების ასპექტი ,რომელიც ეხმარება ახსნას სტაბილობა და ცვლილება ვიდრე უბრალოდ აირეკლოს ის.[1]

გამოყენებული ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 1.16 1.17 1.18 1.19 1.20 1.21 1.22 Linnekin, J., & Beierle, J. (2003). Culture Summary: Hawaiians. New Haven, Conn.: HRAF. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ov05-000
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Kaeppler, A. L. (1985). Hawaiian Art And Society: Traditions And Transformations. Transformations Of Polynesian Culture. Auckland, New Zealand: The Polynesian Society. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ov05-012
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 Beckwith, M. W., & Loumala, K. (1970). Hawaiian Mythology. Honolulu: University of Hawaii Press. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ov05-003
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Buck, P. H. (1957). Arts And Crafts Of Hawaii. Special Publication. Honolulu: Bishop Museum Press. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ov05-002
  5. 5.0 5.1 5.2 Boggs, S., & Gallimore, R. (1969). Employment. Studies In A Hawaiian Community : Na Makamaka O Nanakuli. Honolulu: Bernice P. Bishop Museum, Dept. of Anthropology. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ov05-018