ლილიუოკალანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ლილიუოკალანი
Liliuokalani.jpg
დედოფალ ლილიუოკალანის ფოტოსურათი
მშობლიური სახელი Liliʻuokalani
დაბადების სახელი ლიდია კამაკაეა პაკი
დაბადების თარიღი 2 სექტემბერი, 1838 წელი
გარდაცვალების თარიღი 11 ნოემბერი 1917 წელი
მოქალაქეობა ჰავაი
პროფესია დედოფალი
მეუღლე(ები) ჯონ ოუენ დომინი

ლილიუოკალანი (ჰავ. Lili’uokalani, თავდაპირველად ერქვა ლიდია კამაკაეა პაკი, Lydia Kamaka’eha Paki, ქმრის გვარზე დომინის, ინგლ. Dominis; დ. 2 სექტემბერი, 1838 — გ. 11 ნოემბერი, 1917) — ჰავაის სამეფოს ბოლო დედოფალი 1891 წლის 20 იანვრიდან 1893 წლის 17 იანვრამდე. მეფე კალაკაუას და, და ოაჰუსა და მაუის ამერიკელი გუბერნატორის, ჯონ ოუენ დომინის მეუღლე. სამეფო ტახტზე ავიდა ძმის სიკვდილის შემდეგ და შეეცადა მონარქის კონსტიტუციით შემოფარგლული ძალაუფლების აღდგენა. ამერიკული ქონების დაცვის საბაბით აშშ-ს წარმომადგენლებმა მოაწყეს სახელმწიფო გადატრიალება და გადააყენეს დედოფლი.

გროვერ კლივლენდის მთავრობა სთავაზობდა ლილიუოკალანს სამეფო ტახტის დაბრუნებას გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში, როგორიც პოლიტიკური მოწინაააღმდეგეების ამნისტია იყო. დედოფალმა უარყო ეს წინადადება და მოითხოვა ამერიკის აგენტების სიკვდილით დასჯა. 1894 წლის 4 ივლისს შეიქმნა ჰავაის რესპუბლიკა, რომლის ოკუპაციაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოახდინა 1898 წელს.

1895 წლის 16 იანვარს დედოფალი დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც იოლანის სასახლის ბაღში აღმოჩენილი იქნა იარაღი. ერთი წლის შემდეგ იგი გაათავისუფლეს და ახალი სახელიც მისცეს. ლიდია დომინისმა (დედოფლის ახალი სახელი) სასამართლოში უჩივლა ფედერალურ მთავრობას სამეფო მიწების თაობაზე. საბოლოოდ ჰავაის ლეგისლატურამ გამოუწერა მას პენსია 4 ათასი დოლარის ოდენობით და შეუნარჩუნა შაქრის პლანტაცია 24 კმ² ფართობით. დედოფალი გარდაიცვალა 1917 წელს ინსულტისგან.

ციხეში ყოფნისას ლილიუოკალანმა დაწერა ჰავაის ჰიმნი ალოჰა ოე და წიგნი ქვეყნის ისტორიის შესახებ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Allen, Helena G. (1982). The Betrayal of Liliuokalani: Last Queen of Hawaii, 1838-1917. Glendale, CA: A. H. Clark Company. ISBN 978-0-87062-144-4. OCLC 9576325. 
  • Bonura, Sandra; Witmer, Sally (2013). „Lydia K. Aholo — Her Story Recovering the Lost Voice“. The Hawaiian Journal of History. Honolulu: Hawaiian Historical Society. 47: 103–145. hdl:10524/36266. OCLC 60626541.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Haley, James L. (2014). Captive Paradise: A History of Hawaii. New York: St. Martin's Press. ISBN 978-0-312-60065-5. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: