ჯუმბერ ბეთაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ჯუმბერ სერგოს ძე ბეთაშვილი (დ. 26 ივნისი, 1939, თბილისი, — გ. 27 სექტემბერი, 1993, სოხუმი) — ქართველი სახელმწიფო მოხელე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს წევრი (1993). სოხუმის დაცემის შემდეგ მოკლეს აფხაზური სეპარატისტული დაჯგუფების წევრებმა.

დაამთავრა სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი, სწავლობდა ასევე სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტზე და მოსკოვის უმაღლეს პარტიულ სკოლაში. 1972 წელს იყო მიუნხენში ოლიმპიური თამაშების კომსორგი. 1974 წელს მუშაობა დაიწყო ქ. გაგრაში საქალაქო კომიტეტში ჯერ ინსტრუქტორად, ხოლო შემდეგ განყოფილების გამგედ. 1976 წლიდან მუშაობდა აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოში. 1992–1993 წლებში იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანი. აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, სოხუმის დაცემის შემდეგ, 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთის მთავრობის სხვა წევრებთან ერთად მოკლეს აფხაზმა მეამბოხეებმა. სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჯუმბერ ბეთაშვილი. „მოლოდინი“ — უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების ფონდი.