ალექსანდრე ბერულავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალექსანდრე (საშა) ბერულავა
დაბ. თარიღი 11 ნოემბერი 1945(1945-11-11)
დაბ. ადგილი ქალაქი სოხუმი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ
გარდ. თარიღი 27 სექტემბერი 1993(1993-09-27) (47 წლის)
გარდ. ადგილი ქალაქი სოხუმი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ
საქმიანობა ჟურნალისტი, მწერალი, პოლიტიკოსი
ეროვნება ქართველი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პერიოდი 1989-1993

ალექსანდრე (საშა) ბერულავა (დ. 11 ნოემბერი, 1945, სოხუმი, საქართველოს სსრ — გ. 27 სექტემბერი 1993[საჭიროებს წყაროს მითითებას]) — ქართველი ჟურნალისტი. უგზო-უკვლოდ დაიკარგა (სავარაუდოდ დახვრიტეს აფხაზმა სეპარატისტებმა ან ჩრდილოკავკასიელმა დაქირავებულმა მებრძოლებმა) სოხუმის აღების დღეს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა სოხუმში. დაამთავრა სოხუმის მე-14 საშუალო სკოლა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, რომლის დასრულებისთანავე მუშაობდა გაზეთ „საბჭოთა აფხაზეთში“, შემდეგ კი — „აფხაზეთის რესპუბლიკაში“. აფხაზეთის შეარაღებული კონფლიქტის დროს მუშაობდა სამხედრო კორესპონდენტად, ბოლოს კი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრეს-ცენტრის ხელმძღვანელად. სოხუმის ბრძოლების დროს იმყოფებოდა ჟიული შარტავასთან ერთად ალყაში მოქცეულ აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაში. ქალაქის დაცემის შემდეგ გაუჩინარდა; არ ჩანს აფხაზი ოპერატორის მიერ გადაღებულ ქართველი ტყვეების წამების და დახვრეტის ფირზე. ბერულავას დარჩა მეუღლე და შვილი. დაჯილდოებულია, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით (2018).[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]