ჯუმანჯი: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯუნგლებში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ჯუმანჯი: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯუნგლებში“
ინგლ. Jumanji: Welcome to the Jungle
რეჟისორი ჯეიკ კასტანი
პროდიუსერი მატ ტომაკი
უილიამ ტეიტერი
ეფუძნება ჯუმანჯი
კრის ვან ოლსბურგი
როლებში
მუსიკა ჰენრი ჯეკმენი
სტუდია Columbia Pictures
Matt Tolmach Productions
Seven Bucks Productions
Radar Pictures
დისტრიბუტორი Sony Pictures Motion Picture Group
გამოსვლის თარიღი

5 დეკემბერი, 2017 (პარიზი)

20 დეკემბერი, 2017 (აშშ)
ხანგრძლივობა 119 წუთი
ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 90–150 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 962.1 მილიონი აშშ დოლარი

ჯუმანჯი: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯუნგლებში (ინგლ. Jumanji: Welcome to the Jungle) — 2017 წლის ამერიკული ფანტასტიკური ჟანრის სათავგადასავლო კომედიური ფილმი, რომლის რეჟისორია ჯეიკ კასდანი. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ: დუეინ ჯონსონი, ჯეკ ბლეკი, კევინ ჰარტი, კარენ გილანი, ნიკ ჯონასი და ბობი კანავალი. ეს არის ჯუმანჯის ფრენჩაიზის მესამე ნაწილი, ზათურა: კოსმოსური თავგადასავალის (2005) შემდეგ. ფილმი ასევე არის ჯუმანჯის (1995) პირდაპირი გაგრძელება, რომელიც დაფუძნებულია კრის ვან ალსბურგის 1981 წლის ამავე სახელწოდების საბავშვო წიგნზე. სიუჟეტში ყურადღება გამახვილებულია თინეიჯერთა ჯგუფზე, ვიდეო-თამაშში წინა ფილმის მოვლენებიდან ოცდაერთი წლის შემდეგ მოხვდნენ. ისინი თამაშში აღმოჩნდნენ, როგორც ავატარები, რომლებიც ცდილობენ შეასრულონ დავალებები სხვა მოთამაშესთან ერთად, რომელიც ვირტუალურ სამყაროში 1996 წლიდან იყო ჩარჩენილი.

მთავარი გადაღებები დაიწყო ჰონოლულუში 2016 წლის სექტემბერში და დასრულდა ატლანტაში დეკემბერში. ფილმი მოიცავს ცნობილ ცნობებს პირველი ფილმის შესახებ, მთავარი მსახიობის, რობინ უილიამსის პატივსაცემად.[1] ჯუმანჯი: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯუნგლებში-ის პრემიერა Grand Rex- ში პარიზში, 2017 წლის 5 დეკემბერს შედგა და თეატრალურად გამოვიდა შეერთებულ შტატებში 20 დეკემბერს, RealD 3D, IMAX 3D, Dolby Cinema, IMAX და 4DX ფორმატებში Sony Pictures Release-სა და Columbia Pictures-ის ეტიკეტის ქვეშ. ფილმმა ზოგადად დადებითად შეფასებები მიიღო კრიტიკოსებისგან, რომლებმაც მას „სასიამოვნო სიურპრიზი“ უწოდეს.[2] ფილმმა მსოფლიოს მასშტაბით 962 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა, რითაც ის 2017 წლის მე-5, ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა. ფილმის გაგრძელება, ჯუმანჯი: შემდეგი ეტაპი გამოვიდა 2019 წლის დეკემბერში.

წარმოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსახიობთა შერჩევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წლის 15 აპრილს Variety იტყობინებოდა, რომ დუეინ ჯონსონი და კევინ ჰარტი ფილმში მონაწილეობის მისაღებად მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ (თუმცა ორივე მსახიობს სხვა პროექტებიც ჰქონდათ).[3] თვის ბოლოს ჯონსონმა დაადასტურა ეს ინფორმაცია ინსტაგრამის საშუალებით.[4] ივლისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკ იოონასი შეუერთდა ფილმის მსახიობებს ჯონსონთან, ჰართთან და ჯეკ ბლექთან ერთად.[5] შემდეგ თვეში ჯონსონმა თქვა, რომ ფილმი არ იქნებოდა ახალი შინაარსიდან დაწყებული, არამედ 1995 წლის ფილმი გაგრძელდებოდა.[6] ასევე ცნობილი გახდა, რომ მსახიობებს შორის კარენ გილანი იქნებოდა.[7] 2016 წლის ნოემბერში ბობი კანავალმა დაადასტურა, რომ ფილმში მიიღებდა მონაწილეობას[8] ხოლო 2016 წლის დეკემბერში ტიმ მათესონი შეუერთდა მსახიობებს.[9]

გადაღებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმის რეჟისორი, ჯეიკ კასტანი

ძირითადი გადაღებები დაიწყო 2016 წლის 19 სექტემბერს, ჰავაიში, ჰონოლულუში,[3][10] პირველ რიგში კუულოას რანჩის ნაკრძალში. ფილმის გადაღებები 8 დეკემბერს ატლანტაში, ჯორჯიის შტატში დასრულდა.[11]

მუსიკალური გაფორმება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად ხელი მოაწერეს ჯეიმზ ნიუტონ ჰოვარდთან, რომელსაც ფილმისთვის მუსიკალური ნაწარმოები უნდა შეექმნა,[12] მოგვიანებით კი ის ჰენრი ჯეკმანმა ჩაანაცვლა, ფილმის გამოსვლის თარიღი კი ექვსი თვით გადაიდო.

ფილმის გამოსვლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის აგვისტოში სონიმ ფილმს გამოსვლის თარიღად 2016 წლის 25 დეკემბერი გამოაცხადა.[13] მას შემდეგ, რაც გადაღებები 2016 წლის სექტემბრამდე არ დაიწყო, გამოშვება გადაიდო 28 ივლისამდე, შემდეგ კი 2017 წლის 20 დეკემბრამდე.[14]

2017 წლის 29 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ Amazon Prime-ს წევრებს აშშ-ში ფილმის ბილეთებზე ადრეული წვდომა ექნებოდათ.[15] ფილმის ჩვენების უფლება 1 200-მდე თეატრმა შეიძინა და 1.9 მილიონი აშშ დოლარი გამომუშავდა.[16] ფილმის პრემიერა IMAX 2D ფორმატში 2018 წლის 12 იანვარს შედგა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Fullerton, Huw. (December 20, 2017) There's a touching tribute to Robin Williams in the new Jumanji film. Radio Times. ციტირების თარიღი: April 23, 2018
  2. Giles, Jeff. (December 21, 2017) Jumanji: Welcome to the Jungle is Certified Fresh. Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: December 21, 2017
  3. 3.0 3.1 Kroll, Justin (აპრილი 15, 2016). „Kevin Hart, Dwayne Johnson Circling 'Jumanji' Reimagining (EXCLUSIVE)“. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 24, 2016. ციტირების თარიღი: აპრილი 25, 2016.
  4. Evry, Max (აპრილი 22, 2016). „Dwayne Johnson Officially Boards Jumanji Remake“. ComingSoon.net. CraveOnline Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 25, 2016. ციტირების თარიღი: აპრილი 25, 2016.
  5. Fleming, Mike Jr. (ივლისი 28, 2016). „Nick Jonas In Talks To Join 'Jumanji' Movie“. Deadline Hollywood. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 29, 2016. ციტირების თარიღი: ივლისი 29, 2016.
  6. „Dwayne Johnson Says Jumanji Will Not be a Reboot“. ComingSoon.net. CraveOnline Media. აგვისტო 21, 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 22, 2016. ციტირების თარიღი: აგვისტო 22, 2016.
  7. Hipes, Patrick. (August 30, 2016) Karen Gillan Game For Big Role In 'Jumanji' Alongside Dwayne Johnson & Kevin Hart. Deadline Hollywood. ციტირების თარიღი: August 31, 2016
  8. Cannavale, Bobby. (November 29, 2016) I'm confused by my costume today #setlife #jumanji. ციტირების თარიღი: December 6, 2016
  9. Hipes, Patrick. (December 6, 2016) Tim Matheson On Board For 'Jumanji' Alongside Dwayne Johnson. Deadline Hollywood. ციტირების თარიღი: December 26, 2016
  10. Trumbore, Dave (September 15, 2016). „Jumanji Starts Production and The Rock Shares a Set Video“. Collider. Complex Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-16. ციტირების თარიღი: September 16, 2016.
  11. Brett, Jennifer. (December 8, 2016) "Jumanji" with Kevin Hart, Jack Black and The Rock wraps in Atlanta. The Atlanta Journal-Constitution. Cox Media Group. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 21, 2018. ციტირების თარიღი: დეკემბერი 29, 2020.
  12. filmmusicreporter. (October 6, 2016) James Newton Howard to Score Jake Kasdan's 'Jumanji' Sequel. ციტირების თარიღი: October 6, 2016
  13. Kroll, Justin (აგვისტო 5, 2015). „Sony Dates 16 Films Including Two More 'Bad Boys' Sequels, 'Jumanji' Remake“. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 13, 2015. ციტირების თარიღი: ოქტომბერი 25, 2015.
  14. Film releases. ციტირების თარიღი: January 6, 2017
  15. Tartaglione, Nancy. (November 29, 2017) 'Jumanji: Welcome To The Jungle' To Swing In Early For Amazon Prime Members. Deadline Hollywood. Penske Business Media. ციტირების თარიღი: November 29, 2017
  16. D'Alessandro, Anthony. (December 14, 2017) 'Jumanji: Welcome To The Jungle' Amazon Prime Sneaks Sell Out Grossing Near $2M. Deadline Hollywood. Penske Business Media. ციტირების თარიღი: December 15, 2017