კერენ გილანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კერენ გილანი
Karen Gillan by Gage Skidmore.jpg
კერენ გილანი
დაბ. თარიღი კერენ შეილა გილანი
28 ნოემბერი, 1987 (1987-11-28) (30 წლის)
ინვერნესი, შოტლანდია, დიდი ბრიტანეთი
აქტიური 2006-დღემდე

კერენ შეილა გილანი (ინგლ. Karen Gillan, დ. 28 ნოემბერი,1987) — შოტლანდიელი მსახიობი და ყოფილი მოდელი, ცნობილი ემი პონდის როლით ბრიტანულ სამეცნიერო ფანტასტიკურ სერიალ „Doctor Who“-ში (2010-2012). სრულმეტრაჟიან ფილმებში მისი პირველი როლები იყო ჯეინ ლოკჰარტის პერსონაჟი ფილმში "Not Another Happy Ending" (2013), კაილი რასელი საშინელებათა ფილმში "Oculus" (2014) და ნებულას როლი Marvel Studios-ის ფილმში „გალაქტიკის მცველები“ (2014).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კერენი დაიბადა და გაიზარდა ინვერნესში და იყო მერი და ჯონ გილანის ერთადერთი შვილი. მან ფორტეპიანოზე დაკვრა შვიდი წლისამ ისწავლა და მსახიობობისადმი სიყვარული განავითარა ახალგაზრდა ასაკში. იგი შეუერთდა რამდენიმე ადგილობრივ ახალგაზრდულ ახალგაზრდულ ჯგუფს და მონაწილეობა მიიღო ჩარლზტონის აკადემიის მრავალ დადგმაში.

როდესაც 16 წელი შეუსრულდა, გილანი გადავიდა ედინბურგში და ტელფორდის კოლეჯში HNC-ის მსახიობობისა და შესრულების კურსი გაიარა. 18 წლის ასაკში გადავიდა ლონდონში და დაიწყო სწავლა "Italia Conti"-ს თეატრალური ხელოვნების აკადემიაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]