შინაარსზე გადასვლა

ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები ორგანიზმში — ბიოქიმიური პროცესები, რომლის დროსაც წყალბადის ელექტრონი ან ატომი გადადის ერთი მოლეკულიდან (დასაჟანგიდან) მეორეში (აღსადგენში). ჟანგვა-აღდგენითი რეაქციების კატალიზატორებია ფერმენტებიოქსიდორედუქტაზები. ზოგი ჟანგვა-აღდგენითი რეაქციის დროს გამოყოფილი ენერგია მარაგის სახით გროვდება სირმანოიდის ნაერთების მოლეკულების ქიმიურ ბმებში. ჟანგვა-აღდგენითი რეაქციებს ეკუთვნის ტრიკარბონის მჟავების ციკლის რეაქციები, სუნთქვის, ფოტოსინთეზის, დუღილის დროს ელექტრონების გადატანის რეაქციები, ცხიმოვანი მჟავების სინთეზისა და დაჟანგვის რეაქციები და ცოცხალ უჯრედში მიმდინარე სხვა პროცესები.

ელექტრონული თეორიით ჟანგვა-აღდგენის ეწოდება ისეთ რეაქციას, რომლის დროსაც მორეაგირე ნივთიერების მოლეკულაში იცვლება ელემენტის ჟანგვის ხარისხი.

ჟანგვა არის:

  1. ნივთიერებასთან ჟანგბადის მიერთება;
  2. ნივთიერებიდან წყალბადის მოხლეჩა;
  3. ნივთიერებიდან ელექტრონების გაცემა.

შესაბამისად, აღდგენა არის:

  1. ნივთიერებასთან წყალბადის მიერთება;
  2. ნივთიერებიდან ჟანგბადის ჩამოშორება;
  3. ნივთიერებასთან ელექტრონების მიერთება.

ელემენტის ჟანგვის ხარისხის ცვლილება დამოკიდებულია სავალენტო ელექტრონების რაოდენობის ცვლილებაზე. ჟანგვა-აღდგენის რეაქციის პროცესში ერთი ელემენტი გასცემს ელექტრონს, მეორე კი — იძენს მას. ელექტრონის გაცემის შემთხვევაში ატომი იმუხტება დადებითად, შეერთების შემთხვევაში კი უარყოფითად.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]