ჯონ მაგუფული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ჯონ მაგუფული
ჯონ მაგუფული
ტანზანიის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
5 ნოემბერი, 2015 – 17 მარტი, 2021
წინამორბედიჯაკაია კიკვეტე
მემკვიდრესამია სულუჰუ

დაბადებული29 ოქტომბერი, 1959
გარდაცვლილი17 მარტი, 2021 (61 წლის)
დარ-ეს-სალამი

ჯონ პომბე მაგუფული (ინგლ. John Pombe Magufuli; დ. 29 ოქტომბერი, 1959 — გ. 17 მარტი, 2021, დარ-ეს-სალამი)[1]ტანზანიის მე-5 პრეზიდენტი 2015-2021 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა დარ-ეს-სალამის უნივერსიტეტი 1988 წელს ქიმიისა და მათემატიკის ბაკალავრის სპეციალობით, იმავე განხრით მოიპოვა მაგისტრის ხარისხი და დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ქიმიის დარგში.

ის იყო პარლამენტის დეპუტატი სამი მოწვევით (2000–2005, 2005–2010, 2010–2015). 1995 წლიდან 2005 წლის ჩათვლით იყო მინისტრის წარმომადგენელი საზოგადოებრივ საქმიანობაში. 2000 წლიდან 2015 წლამდე მუშაობდა ტანზანიის მინისტრთა კაბინეტში, სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე: საზოგადოებრივ სამუშაოთა მინისტრი, 2000 წლიდან 2006 წლამდე იყო დასახლებული პუნქტებისა და მიწების მინისტრი, 2006 წლიდან 2008 წლამდე მუშაობდა მეცხოველეობისა და მეთევზეობის მეურნებაში, 2010 წლიდან 2015 წლამდე ის ისევ საზოგადოებრივი საქმიანობის მინისტრის თანამდებობდას იკავებდა.

იყო მმართველი გუნდის კანდიდატი. თუმცა მას მოუწია შეჯახებოდა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელ ედვარდ ლოვასთან, არჩევნებში, რომელიც ჩატარდა 2015 წლის 25 ოქტომბერს, მაგუფული გამოცხადდა პრეზიდენტად. მან მთლიანი ხმების 58% მიიღო. მან ფიცი დადო და საქმიანობას შეუდგა 2015 წლის 5 ნოემრიდან. გამოკითხვამ აჩვენა, რომ მმართველობის პირველი 100 დღის შემდეგ, მაგუფულის მხარს უჭერდა ტანზანიის მთელი მოსახლეობის 90,4%.

გარდაიცვალა 2021 წლის 17 მარტს, 61 წლის ასაკში. როგორც ტანზანიის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, მაგუფულის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ტანზანიის პრეზიდენტი კორონავირუსით გარდაიცვალა. მაგუფული კორონავირუსის პამდემიას საფრთხედ არ აღიარებდა და მტკიცებულებების გარეშე აცხადებდა, რომ ვაქცინები საშიში იყო. ის ხშირად მოუწოდებდა ხალხს – ელოცათ და მცენარეებით გაჟღენთილი ორთქლი შეესუნთქათ.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 „ტანზანიის პრეზიდენტი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა“. Euronews Georgia. 18 მარტი, 2021. ციტირების თარიღი: 18 მარტი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)