ბენჯამინ მკაპა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბენჯამინ მკაპა
ბენჯამინ მკაპა
ტანზანიის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
23 ნოემბერი, 1995 – 21 დეკემბერი, 2005
წინამორბედიალი ჰასან მვინიი
მემკვიდრეჯაკაია კიკვეტე

დაბადებული12 ნოემბერი 1938
ნდადა, ტანზანია
გარდაცვლილი24 ივლისი, 2020
დარ-ეს-სალამი, ტანზანია
პოლიტიკური პარტიაჩამა ჩა მაპინდუზი
მეუღლეანა მკაპა
შვილები2
პროფესიაჟურნალისტი, დიპლომატი

ბენჯამინ მკაპა (დ. 12 ნოემბერი, 1938 — გ. 24 ივლისი, 2020) — ტანზანიის მესამე პრეზიდენტი (1995–2005)

ბენჟამინ მკაპა დაიბადა 1938 წელს ტანზანიის სამხრეთ ნაწილში. 1962 წელს უგანდაში დაამთავრა მაკერერეს უნივერსიტეტი. ასევე სწავლობდა კოლუმბიის უნივერსიტეტში, სადაც 1963 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო საქმეში. ხელმძღვანელობდა ტანზანიის მისიას კანადაში (1982 წ.) და აშშ-ში (1983-1984 წწ.). 1977-1980 და 1984-1990 წლებში იყო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი. 1995 წელს ანტიკორუფციული კამპანიის ფონზე და ყოფილი პრეზიდენტის ჯულიუს ნიერერეს აქტიური მხარდაჭერის შედეგად აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად.

მეორე საპრეზიდენტო ვადაში მოახდინა სახელმწიფო კომპანიების პრივატიზაცია. მის პოლიტიკას მხარს უჭერდა მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი.

გარდაიცვალა 2020 წლის 24 ივლისს დარ-ეს-სალამის ჰოსპიტალში, 81 წლის ასაკში[1][2].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Tanzania's former president Benjamin Mkapa dies, presidency says“. Reuters. 23 July 2020. ციტირების თარიღი: 23 July 2020.
  2. „Tanzania's former President Benjamin Mkapa dies“. Al Jazeera. 23 July 2020. ციტირების თარიღი: 23 July 2020.