ალი ჰასან მვინიი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალი ჰასან მვინიი
ალი ჰასან მვინიი
ტანზანიის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
5 ნოემბერი, 1985 – 23 ნოემბერი, 1995
წინამორბედიჯულიუს ნიერერე
მემკვიდრებენჟამინ მკაპა

ზანზიბარის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
31 იანვარი, 1984 – 17 ოქტომბერი, 1985
წინამორბედიაბუდ ჯუმბე მვინიი
მემკვიდრეიდრის აბდულ ვაქილი

დაბადებული8 მაისი 1925
ზანზიბარი, ტანზანია
გარდაცვლილი29 თებერვალი, 2024 (98 წლის)
დარ-ეს-სალამი, ტანზანია
პოლიტიკური პარტიაჩამა ჩა მაპინდუზი

ალი ჰასან მვინიი (სუაჰ. Ali Hassan Mwinyi; დ. 8 მაისი, 1925 — გ. 29 თებერვალი, 2024[1]) — ტანზანიის მეორე პრეზიდენტი 1985-1995 წლებში. 1990-1996 წლებში იყო პარტია ჩამა ჩა მაპინდუზის ლიდერი.

მისი პრეზიდენტობის დროს გადაიდგა პირველი ნაბიჯები, რომელმაც შეანელა ქვეყნის სოციალისტური განვითარება. ზოგადად მვინიის მმართველობას ახასიათებს ლბერალიზაცია ზნეობის, რელიგიის, სოციალური ღირებულებებისა და ეკონომიკის სფეროში. იგი ეწინააღმდეგებოდა რელიგიურ ფანატიკოსებს და თვლიდა, რომ ქვეყანა უნდა იყოს თავისუფალი და პირადი თავისუფლების რწმენა მოქალაქეებისათვის უმნიშვნელოვანესია.

პრეზიდენტობიდან გადადგომის შემდეგ დატოვა დიდი პოლიტიკა და გააგრძელა ცხოვრება დარ-ეს-სალამში.

დაოჯახდა 1960 წელს, ჰყავს 14 შვილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Brennan, James R.; Burton, Andrew (2007). Dar es Salaam: histories from an emerging African metropolis. African Books Collective. pp. 252. ISBN 9987449700.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Tanzania's former President Ali Hassan Mwinyi dies - TRT Afrika“. TRT Afrika (ინგლისური). ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)