დანა ინტერნეიშენელი
დანა ინტერნეიშენელი Dana International | |
---|---|
ინგლ. Dana International ებრ. דנה אינטרנשיונל | |
2016 წელს | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | იარონ კოენი, შემდეგი შარონ კოენი |
დაბ. თარიღი | 2 თებერვალი, 1973 |
დაბ. ადგილი | თელ-ავივი[1] |
წარმოშობა |
![]() |
ჟანრ(ებ)ი | პოპ მუსიკა |
საქმიანობა | მომღერალი |
აქტიური | 1993 – დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Hed Artzi Ltd. |
ჯილდოები | ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველი ადგილი |
საიტი | ოფიციალური საიტი |
დანა ინტერნეიშენელი ვიკისაწყობში |
დანა ინტერნეიშენელი (ებრ. דנה אינטרנשיונל, ინგლ. Dana International; ნამდვილი სახელი იარონ კოენი, 2 თებერვალი, 1973, თელ-ავივი, ისრაელი) — პოპულარული ტრანსსექსუალი მომღერალი ისრაელიდან. 1998 წლის ევროვიზიის გამარჯვებული, 2011 წლის იმავე კონკურსის მონაწილე.
იარონი დაიბადა თელ–ავივში. იყო ბოლო ვაჟი ოჯახში. 8 წლიდან მუსიკაზე დადიოდა. ათი წლის ასაკშიდან მღერის მუნიციპალურ გუნდში. მეტსახელი დანა მოიფიქრეს 1988 წელს, როდესაც ოფერ ნისიმმა ჯგუფი შექმნა და იარონი იქ სოლისტად დაიწყო მუშაობა. სიმღერამ "Dana International" ამერიკულ ჩარტებში მაღალი პოზიცია დაიკავა და მომღერალს ლეგენდარული პოპულარობა მოუტანა.
1993 წელს იარონი სქესის შესაცვლელად გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში. მან შეცვალა თავისი სახელიც, იარონი გადააკეთა ქალების ებრაულ სახელად და „შარონი“ გახდა. ამიერიდან მსოფლიომ უკვე დანა ინტერნეიშენელი ქალის სახელით გაიცნო.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2013-09-08 საიტზე Wayback Machine.
|
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #135107539 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.