ტოტო კუტუნიო
ტოტო კუტუნიო | |
---|---|
![]() | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | სალვატორე „ტოტო“ კუტუნიო |
დაბ. თარიღი |
7 ივლისი, 1943 ფოზდინოვო, იტალია. |
დაბ. ადგილი | Fosdinovo |
საქმიანობა | მომღერალი, კომპოზიტორი |
აქტიური | 1970-დღემდე |
ასოციაციები | Albatros |
ჯილდოები | ევროვიზიის სიმღერის კონკურსი და სან-რემოს ფესტივალი |
საიტი | totocutugno.it |
ტოტო კუტუნიო ვიკისაწყობში |
სალვატორე „ტოტო“ კუტუნიო (იტალ. Toto Cutugno; დ. 7 ივლისი 1943) — იტალიელი პოპ-მომღერალი და კომპოზიტორი.
დაიბადა ტოსკანის რეგიონის ქალაქ ფოზდინოვოში, სიცილიელი დედისა და ტოსკანელი მამის ოჯახში. მისი დაბადებიდან სულ მალე, ოჯახი საცხოვრებლად ქალაქ სპეციაში გადავიდა. კარიერა დაიწყო როგორც დრამერმა, თუმცა მალევე ჩამოაყალიბა ჯგუფი, რომელიც მის სიმღერებს ასრულებდა. ასევე წერდა სიმღერებს პოპულარულ ამერიკელ-ფრანგ მომღერალ ჯო დასენისთვის, მათ შორისაა მისი ყველაზე ცნობილი სიმღერები "L'été indien", "Et si tu n'existais pas", "Le Jardin du Luxembourg". კუტუნიომ დაწერა ასევე დალიდას "Laissez moi danser", რომელიც გამოსვლიდან სულ მალე პლატინის ჩანაწერი გახდა.
1976 წელს კუტუნიომ მონაწილეობა მიიღო სან-რემოს მუსიკალურ ფესტივალში, სადაც თავის ჯგუფ „ალბატროსთან“ ერთად მესამე ადგილი დაიკავა სიმღერით Volo 504.
1990 წელს მოიგო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი საკუთარი კომპოზიციით "Insieme: 1992"; შესაბამისად, 1991 წლის კონკურსი რომში გაიმართა, რომელსაც ტოტო და ევროვიზიის სხვა ერთადერთი გამარჯვებული იტალიიდან (1964) — ჯილიოლა ჩინკუეტი უძღვებოდნენ.
კუტუნიო მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდა თავის ჰიტით "L'Italiano (Lasciatemi Cantare)", რომელიც შესულია ალბომში "I Grandi Successi".[1]
დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Albatros (1976)
- Come ieri, come oggi, come sempre (1978)
- La mia musica (1981)
- L'italiano (1983)
- Azzura malinconia (1986)
- Voglio l'anima (1987)
- Innamorata, innamorato, innamorati (1987)
- Mediterraneo (1987)
- Toto Cutugno (1990)
- Insieme 1992 (1990)
- Non è facile essere uomini (1992)
- Voglio andare a vivere in campagna (1995)
- Canzoni nascoste (1997)
- Il treno va (2002)
- Cantando (2004)
- Come noi nessuno al mondo (2005)
- Un falco chiuso in gabbia (2008)
- I Miei Sanremo (2010)
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ოფიციალური საიტი
- ესპანური ოფიციალური საიტი
- ტოტო კუტუნიო — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ http://www.festival.vivasanremo.com/1983.htm დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. San Remo Festival 1983 (in Italian)