ჯოვანი ალფონსო ბორელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯოვანი ალფონსო ბორელი
Giovanni Alfonso Borelli.jpg
დაბ. თარიღი 28 იანვარი 1608(1608-01-28)[1] [2]
დაბ. ადგილი ნეაპოლი[3]
გარდ. თარიღი 31 დეკემბერი 1679(1679-12-31)[1] [2] (71 წელი)
გარდ. ადგილი რომი[3]
მოქალაქეობა ნეაპოლის სამეფო
მუშაობის ადგილი პიზის უნივერსიტეტი

ჯოვანი ალფონსო ბორელი (იტალ. Giovanni Alfonso Borelli; დ. 28 იანვარი, 1608 — გ. 31 დეკემბერი, 1679) — იტალიელი ფიზიოლოგი, ფიზიკოსი და მათემატიკოსი.

ბორელს ეკუთვნის ნაშრომები ფიზიკის, მედიცინის, ასტრონომიის, გეოლოგიის, მათემატიკის, მექანიკის დარგებში. ის ცნობილია როგორც ბიომექანიკის დამაარსებელი. ერთ-ერთი პირველი მეცნიერი, რომელმაც განიხილა პლანეტების გადაადგილების დინამიკა და გაუკვალა ნიუტონს გზა მსოფლიო მიზიდულობის კანონის აღმოსაჩენად.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბორელი დაიბადა 28 იანვარს კასტელ-ნუოვოში, ნეაპოლის რეგიონში. მამა, მიგელ ალონსო, ესპანელი ქვეითი ჯარისკაცი იყო, დედა კი იტალიელი, ლაურა პორელო (ალტერნატიულად, პორელი ან ბორელი). მოგვიანებით ჯოვანი თავის ნაშრომებს დედის გვარზე (ბორელი) აწერდა ხელს.

ბორელი განათლების მისაღებად გაემგზავრა რომში, სადაც სწავლობდა მედიცინას და მათემატიკას გალილეო გალილეის მოსწავლესთან, ბენედეტო კასტელისთან (ტორიჩელთან ერთად). 1635 წლიდან მუშაობდა მესინის უნივერსიტეტში, 1649 წელს გახდა მათემატიკის პროფესორი. 1640 წელს კი პირადად გაიცნო გალილეო გალილეი ფლორენციაში.

1656 წელს ბორელმა ჩაიბარა მათემატიკის კათედრა პიზის უნივერსიტეტში. სწორედ აქ გაიცნო ექიმი მარჩელო მალფიგი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო მიკროსკოპის გამოყენება. ბორელიც დაინტერესდა ამ მიმართულებით და საკმაოდ ღირებული შედეგებიც მიიღო.

ბორელი და მალფიგი ორთავე დელ ჩიმენტოს აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებლები და წევრები იყვნენ. სწორედ აკადემიაში მოღვაწეობისას ჯოვანი პირველად დაინტერესდა ბიომექანიკით. აღსანიშნავია, რომ ის ბიომექანიკის მამადაა აღიარებული. ბორელის მოღვაწეობა დელ ჩიმენტოს აკადემიაში იყო დროებითი და მისი წამოსვლის შემდეგ აკადემია მალე დაიშალა.

1668 წელს ბორელი დაბრუნდა მესინაში, მაგრამ ბრალი დასდეს პოლიტიკურ შეთქმულებაში მონაწილეობაში, და ის მალევე იძულებული გახდა გაქცეულიყო ქალაქიდან. ცხოვრების დარჩენილი ნაწილი გაატარა სიღარიბეში, მუშაობდა რა სკოლის მათემატიკის მასწავლებლად რომში. სწორედ რომში გაიცნო შვედეთის ყოფილი დედოფალი კრისტინა, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ბორელის წიგნის „De Motu Animalium“ გამოქვეყნებაში. ეს წიგნი ბორელის გარდაცვალების შემდეგ 1680 წელს გამოიცა.

სამეცნიერო მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიომექანიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბორელი მიიჩნევა ბიომექანიკის ფუძემდებლად. მისი ორტომიანი ნამუშევარი "De Motu Animalium" განიხილავს ცხოველთა ორგანიზმს მათემატიკური მექანიკური თეორიების გამოყენებით. განსაკუთრებული ყურადღებით გამოიკვლია კუნთები. მაგალითად, გულს განიხილვდა როგორც ტუმბოს სარქველებით, სიარულის პროცესს კი როგორც სიმძიმის ცენტრის მიზანმიმართულ გადაადგილებას, წოსაწორობის აღდგენის წესების თანხლებით.

ბორელმა გამოიკვლია სხეულის დინამიკა და სტატიკა, შეაფასა ძალა, რომელსაც კუნთები ანვითარებენ სხვადასხვა აქტივობების დროს (სირაული, სირბილი, ხტომა, სიმძიმეების აწევა). მან განიხილა აგრეთვე ჩიტების ფრენა, თევზების ცურვა და ა.შ. ეს ნაშრომი არაერთხელ გამოიცემოდა და დიდი გავლენა მოახდინა თეორიულ მედიცინაზე.

ასტრონომია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბორელმა განაგრძო გალილეოს მიერ აღმოჩენილი იუპიტერის მთვარეების სისტემატური შესწავლა. თავის წიგნში "Theory of the Medicean Planets" (1666) მან გააკეთა იმ მომენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნა, რომ მათთვის, ისევე როგორც პლანეტებისთვის, სრულდება კეპლერის კანონები. ამავე წიგნში ერთ-ერთმა პირველმა ჩამოაყალიბაბა არასრული, მაგრად პრინციპულად სწორი ვერსია მსოფლიო მიზიდულობის კანონისა, შესთავაზა რა, რომ პლანეტების გადაადგილება ხორციელდება მზის მიზიდულობასა და ზოგიერთი ცენტრიდანული ძალის წონასწორობას შორის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 data.bnf.fr: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 MacTutor History of Mathematics archive
  3. 3.0 3.1 Борелли Джованни Альфонсо // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.