ევანჯელისტა ტორიჩელი
ევანჯელისტა ტორიჩელი | |
---|---|
იტალ. Evangelista Torricelli | |
![]() | |
დაბ. თარიღი | 15 ოქტომბერი, 1608[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] |
დაბ. ადგილი | რომი |
გარდ. თარიღი | 25 ოქტომბერი, 1647[1] [2] [3] [4] [5] [6] (39 წლის) |
გარდ. ადგილი | ფლორენცია[8] |
დასაფლავებულია | სან-ლორენცოს ბაზილიკა |
მოქალაქეობა | ტოსკანის დიდი საჰერცოგო |
საქმიანობა | ფიზიკა |
მუშაობის ადგილი | გალილეო გალილეი, ფერდინანდო II მედიჩი და პიზის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | საპიენცის უნივერსიტეტი |
განთქმული მოსწავლეები | ვინჩენცო ვივიანი |
გავლენა მოახდინეს
| |
ევანჯელისტა ტორიჩელი (იტალ. Evangelista Torricelli; დ. 15 ოქტომბერი, 1608, ფაენცა — გ. 25 ოქტომბერი, 1647, ფლორენცია) — იტალიელი მათემატიკოსი და ფიზიკოსი. მათემატიკური განათლება მიიღო რომში გ. გალილეის მოწაფის ბ. კასტელის ხელმძღვანელობით. 1641 გადავიდა არჩეტრიში, სადაც გალილეის ეხმარებოდა შრომების დამუშავებაში. 1642-იდან, გალილეის სიკვდილის შემდეგ, იყო ტოსკანის დიდი ჰერცოგის კარის მათემატიკოსი, ამავე დროს ფლორენციის უნივერსიტეტის პროფესორი. ყველაზე მეტად ცნობილია ტორიჩელის შრომები, რომლებიც ეხება პნევმატიკისა და მექანიკის საკითხებს. 1644 განავითარა ატმოსფერული წნევის თეორია, დაამტკიცა ე. წ. ტორიჩელის სიცარიელის მიღების შესაძლებლობა და გამოიგონა ვერცხლის-წყლიანი ბარომეტრი. საფუძველი ჩაუყარა ჰიდრავლიკას, გამოიყვანა ჭურჭლიდან იდეალური სითხის გამოდინების სიჩქარის ფორმულა (ტორიჩელის ფორმულა).
შრომები აქვს აგრეთვე მათემატიკაში, ბალისტიკაში და სხვა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 24.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118623427 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 3.0 3.1 MacTutor History of Mathematics archive
- ↑ 4.0 4.1 SNAC — 2010.
- ↑ 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
- ↑ 6.0 6.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia Catalana, 1968.
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
- ↑ Гельфер Я. М. Торричелли Эванджелиста // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1977. — Т. 26 : Тихоходки — Ульяново. — С. 116.