No Quarter — Page and Plant-ის ალბომი. იგი გამოვიდა ლეიბლზე Atlantic Records 1994 წლის 14 ოქტომბერს. მოგვიანებით პეიჯმა და პლანტმა გამოუშვეს ამავე სახელწოდების DVD, დაფუძნებული ვიდეოზე, რომლის ჩაწერაში ლედ ზეპელინის ყოფილ წევრებს დაეხმარა MTV. ჩაწერები მიმდინარეობდა მაროკოში, უელსში და ლონდონში.
ბას-გიტარაზე აქ უკრავდა ჩარლი ჯოუნსი, მუსიკოსი, რომელიც აგრეთვე უკრავდა პლანტის საკუთარ ბენდში. ბევრი თვლის, რომ სწორედ აქ დაიწყო კონფლიქტი ჯონ პოლ ჯოუნსთან, რომელიც წლების განმავლობაში ნაწყენი იყო პეიჯსა და პლანტზე. ვარაუდობდნენ, რომ მას არ ესიამოვნა, რომ დანარჩენ ორს არ სურდა მასთან თანამშრომლობა. გარკვეულ უკმაყოფილებას ჯოუნსში აგრეთვე იწვევდა ისიც, რომ ლედ ზეპელინის ორმა წევრმა საკუთარ ალბომს და საკონცერტო DVD ნაშრომს, სახელად No Quarter უწოდა, ამავე სახელწოდების სიმღერის შექმნაში კი ბას-გიტარისტის როლი მნიშვნელოვანი იყო.
ალბომმა #4 ადგილი დაიკავა ბილბორდის პოპულარული ალბომების ჩარტში.
No Quarter-ის გამოცემის შემდეგ ჯიმი პეიჯმა და რობერტ პლანტმა გადაწყვიტეს გამოეშვათ ამავე სახელწოდების ვიდეო. ფილმის ძირითადი ჩაწერები მიდიოდა ორ ქვეყანაში მაროკოსა და დიდ ბრიტანეთში.
ათწლიანი იუბილეს აღსანიშნავად Unledded გამოვიდა DVD-ზე, რომელზეც წარმოდგენილი იქნა დამატებითი სიმღერები, ინტერვიუ, მოროკოს კადრების მონტაჟი, „Black Dog“-ის შესრულება დიკ კლარკისამერიკული მუსიკის დაჯილდოებაზე და სიმღერის „Most High“ მუსიკალური ვიდეო (ალბომიდან Walking into Clarksdale). DVD-ზე შეტანილია სიმღერები, რომლებიც არ მოხვდა CD გამოცემაში - „What Is and What Should Never Be“ და „When the Levee Breaks“. ვინაიდან პლანტმა და პეიჯმა საკუთარი გამოსვლა შემქმნელებს Live Aid-ის DVD ვერსიაში არ შეატანინეს, მათ Unledded-ის გაყიდვების შემოსავლის ნაწილი გადარიცხეს ფონდში Band Aid.