Coverdale•Page — Whitesnake-ის ვოკალისტ დევიდ კოვერდეილის და ლედ ზეპელინის გიტარისტ ჯიმი პეიჯის ერთობლივი პროექტი. მან გამოსცა ალბომი Coverdale/Page (1993), რომელიც ბრიტანეთის ჩარტში #4, ხოლო აშშ-ში - #5 პოზიციაზე მოხვდა. ალბომიდან გამოიცა რამდენიმე სინგლი. დისკს კომერციული წარმატება ხვდა წილად, 500 000-ზე მეტი გაყიდული დისკის სახით[1]. RIAA-მ მას მოგვიანებით პლატინის სტატუსი მიანიჭა[2]. იაპონიაში ჩანაწერის 150 000 ასლი გაიყიდა[3], ხოლო ბრიტანეთში - 60 000[4].