ლედ ზეპელინის 1977 წლის ჩრდილო ამერიკული ტურნე
ჩრდილოეთ ამერიკა 1977 | ||||
---|---|---|---|---|
![]() | ||||
ტურნე, გამართული ლედ ზეპელინი მიერ | ||||
ჩატარების ადგილი | ჩრდილოეთ ამერიკა | |||
დაწყების თარიღი | 1 აპრილი, 1977 | |||
დასრულების თარიღი | 24 ივლისი, 1977 | |||
კონცერტების რაოდენობა | 44 | |||
ლედ ზეპელინი კონცერტების ქრონოლოგია | ||||
|

1977 წელს ლედ ზეპელინმა მოაწყო ჩრდილო ამერიკული ტურნე. იგი დაიწყო 1 აპრილს და დასრულდა 24 ივლისს. ტურნე უნდა დასრულებულიყო 13 აგვისტოს მაგრამ, 24 ივლისს საკონცერტო გამოსვლის შემდეგ ცნობილი გახდა რომ რობერტ პლანტის შვილი დაიღუპა. ყველა დარჩენილი კონცერტი მოიხსნა. ჩრდილო ამერიკის ეს ტურნე უკანასკნელი აღმოჩნდა ჯგუფის ისტორიაში. ამის შემდეგ მას ჩრდილო ამერიკაში ტურნე აღარ მოაუწყვია.
კოლექტივისათვის ეს იყო პირველი საკონცერტო ტურნე 1975 წლის შემდეგ.1975 წელს გამართული კონცერტის შემდეგ რობერტ პლანტი ავარიაში მოჰყვა საბერძნეთში, ამიტომ მას ჯგუფთან მუშაობა აღარ შეეძლო და ამ პერიოდის განმავლობაში ისვენებდა ჯერსიში . 1976 წელს ჯგუფმა გამოუშვა ახალი ალბომი Presence. სწორედ ამ ალბომში შესული სიმღერების ნაწილი შესრულდა ჩრდილო ამერიკული ტურნეს ფარგლებში. ამ ტურნეზე ლედ ზეპელინმა 1,3 მილიონი დოლარის მოგება ნახა. ჩრდილო ამერიკული ტურნეს ფარგლებში ყველა კონცერტი აშშ-ში ჩატარდა.
3 ივნისს კონცერტი გაიმართა ქალაქ ტამპაში. კონცერტი ხანმოკლე გამოდგა ცუდი ამინდის გამო. ტამპას სტადიონზე შეკრებილი უამრავი ადამიანი უკმაყოფილი დარჩა, ამას მოჰყვა დიდი არეულობა.
7 ივნისს ჯგუფმა კონცერტი გამართა ნიუ-იორკში, მედისონ სკვერ გარდენზე. მთლიანობაში აქ 6 კონცერტი გაიმართა.
23 ივლისს ოკლენდში გამართული კონცერტის შემდეგ პოლიციამ დააპატიმრა ჯონ ბონემი და მენეჯერი პიტერ გრანტი. ხოლო 24 ივლისს რობერტ პლანტის ხუთი წლის შვილი დაიღუპა. ამის გამო ტურნე შეწყდა.
სეტლისტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ტურნეზე შესრულდა ძირითადად ის სიმღერები რომლებიც ჯგუფმა 1975 წელს ერლს კორტის არენაზე იმღერა. დამატებით ჯგუფმა დაუკრა რამდენიმე სიმღერა ახალ ალბომიდან Presence. ეს სიმღერებია Nobody's Fault but Mine და Achilles Last Stand.
- The Song Remains the Same (პეიჯი, პლანტი)
- The Rover (intro)/Sick Again (პეიჯი, პლანტი)
- Nobody's Fault but Mine (პეიჯი, პლანტი)
- Over the Hills and Far Away (პეიჯი, პლანტი) or In My Time of Dying (პეიჯი, პლანტი, ბონემი, ჯოუნსი)
- Since I've Been Loving You (პეიჯი, პლანტი, ჯოუნსი)
- No Quarter (პეიჯი, პლანტი, ჯოუნსი)
- Ten Years Gone (პეიჯი, პლანტი)
- The Battle of Evermore (პეიჯი, პლანტი)
- Going to California (პეიჯი, პლანტი)
- Black Country Woman (პეიჯი, პლანტი) / Bron-Yr-Aur Stomp (პეიჯი, პლანტი, ჯოუნსი)
- White Summer/Black Mountain Side (პეიჯი)
- Kashmir (Bonham, პეიჯი, პლანტი)
- Out on the Tiles (intro)/Over the Top/Moby Dick (პეიჯი, ჯოუნსი, ბონემი)
- გიტარის სოლო (პეიჯი) / Star Spangled Banner
- Achilles Last Stand (პეიჯი, პლანტი)
- Stairway to Heaven (პეიჯი, პლანტი)
პირველ კონცერტზე ბისზე სეტლისტი:
- Rock and Roll (პეიჯი, პლანტი, ჯოუნსი, ბონემი)
- Trampled Under Foot (პეიჯი, პლანტი, ჯოუნსი)
შემდგომ ტურებზე ბისზე სეტლისტი:
- Whole Lotta Love (Introduction) (ბონემი, დიქსონი, ჯოუნსი, პეიჯი, პლანტი)
- Rock and Roll (ლედ ზეპელინის სიმღერა) (პეიჯი, პლანტი, ჯოუნსი, ბონემი)
სხვა კონცერტებზე ბისზე სეტლისტი:
- Heartbreaker (ბონემი, პეიჯი, პლანტი)
- Black Dog (პეიჯი, პლანტი, ჯოუნსი)
- It'll Be Me (კლემენტი)
- Communication Breakdown (ბონემი, ჯოუნსი, პეიჯი)
ტურნეს გრაფიკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 01/04/1977
Memorial Auditorium - დალასი
- 03/04/1977
The Myriad - ოკლაჰომა
- 06/04/1977
Chicago Stadium, ჩიკაგო
- 07/04/1977
Chicago Stadium, ჩიკაგო
- 09/04/1977
Chicago Stadium, ჩიკაგო
- 10/04/1977
Chicago Stadium, ჩიკაგო
- 12/04/1977
Metropolitan Center - ბლუმინგტონი
- 13/04/1977
Civic Center - სენტ პოლი
- 15/04/1977
St Louis Blues Arena - სენტ-ლუისი
- 17/04/1977
Market Square Arena - ინდიანაპოლისი
- 19/04/1977
Riverfront Coliseum - ცინცინატი
- 20/04/1977
Riverfront Coliseum - ცინცინატი
- 23/04/1977
The Omni - ატლანტა
- 25/04/1977
Freedom Hall - ლუიზვილი
- 27/04/1977
Richfield Coliseum - რიჩფერდი
- 28/04/1977
Richfield Coliseum - რიჩფერდი
- 30/04/1977
Pontiac Silverdome - Pontiac, MI
- 18/05/1977
Jefferson Memorial Coliseum - ბირმინგჰემი
- 19/05/1977
L.S.U. Assembly Center - Baton Rouge, LA
- 21/05/1977
The Summit - ჰიუსტონი
- 22/05/1977
Tarrant Country Convention Center - Fort Worth, TX
- 25/05/1977
Capital Centre - Landover, MD
- 26/05/1977
Capital Centre - Landover, MD
- 28/05/1977
Capital Centre - Landover, MD
- 30/05/1977
Capital Centre - Landover, MD
- 31/05/1977
Coliseum - Greensboro, NC
- 03/06/1977
Tampa Stadium - ტამპა
- 07/06/1977
Madison Square Garden - ნიუ-იორკი
- 08/06/1977
Madison Square Garden - ნიუ-იორკი
- 10/06/1977
Madison Square Garden - ნიუ-იორკი
- 11/06/1977
Madison Square Garden - ნიუ-იორკი
- 13/06/1977
Madison Square Garden - ნიუ-იორკი
- 14/06/1977
Madison Square Garden - ნიუ-იორკი
- 19/06/1977
San Diego Sports Arena - სან დიეგო
- 21/06/1977
The Forum - Inglewood, CA
- 22/06/1977
The Forum - Inglewood, CA
- 23/06/1977
The Forum - Inglewood, CA
- 25/06/1977
The Forum - Inglewood, CA
- 26/06/1977
The Forum - Inglewood, CA
- 27/06/1977
The Forum - Inglewood, CA
- 17/07/1977
Kingdome - სიეტლი
- 20/07/1977
Arizona State University Activities Center - ტამპა
- 23/07/1977
Oakland-Alameda County Coliseum - ოკლაჰომა
- 24/07/1977
Oakland-Alameda County Coliseum - ოკლაჰომა
- 30/07/1977
Superdome - ახალი ორლეანი
- 02/08/1977
Chicago Stadium - Chicago, IL
- 02/08/1977
Chicago Stadium - ჩიკაგო
- 06/08/1977
Rich Stadium - ბუფალო
- 09/08/1977
Civic Arena - პიტსბურგი
- 10/08/1977
Civic Arena - პიტსბურგი
- 13/08/1977
JFK Stadium - ფილადელფია