შინაარსზე გადასვლა

ლედ ზეპელინის 1968 წლის სკანდინავიური ტურნე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
1968 წლის სკანდინავიური ტურნე
ტურნე, გამართული ლედ ზეპელინი მიერ
ჩატარების ადგილი სკანდინავია
დაწყების თარიღი 7 სექტემბერი, 1968
დასრულების თარიღი 17 სექტემბერი, 1968
კონცერტების რაოდენობა 9
ლედ ზეპელინი კონცერტების ქრონოლოგია
1968 წლის სკანდინავიური ტურნე დიდი ბრიტანეთის ტურნე 1968

1968 წელს ლედ ზეპელინმა მოაწყო სკანდინავიის ტურნე. ტურნე დაიწყო 7 სექტემბერს და დასრულდა 17 სექტემბერს. ამ დროს ლედ ზეპელინი The Yardbirds-ის სახელით გამოდიოდა. ეს იყო ჯგუფის ოთხეულის პირველი ერთობლივი გამოსვლა სცენაზე. სკანდინავიური ტურნეს დროს კონცერტები გაიმართა ორ ქვეყანაში დანიასა და შვედეთში. ტურნე დასრულდა შვედეთის ქალაქ მალმეში. სკანდინავიურ ტურნეს მოჰყვა დიდი ბრიტანეთის ტურნე.

ჯგუფმა სკანდინავიური ტურნეს ფარგლებში შეასრულა The Yardbirds-ის სიმღერები. აგრეთვე ლედ ზეპელინმა შეასრულა მათი პირველი სიმღერები, რომლებიც სადებიუტო ალბომშიც შევიდა.

  1. Train Kept A-Rollin' (ბრედშოუ, კეი, მენი)
  2. Dazed and Confused (პეიჯი)
  3. White Summer/Black Mountain Side (პეიჯი)
  4. For Your Love (გულდმენი)
  5. Communication Breakdown (ბონემი, ჯოუნსი, პეიჯი)
  6. I Can't Quit You Baby (დიქსონი)
  7. You Shook Me (დიქსონი, ლენუა)
  8. Babe I'm Gonna Leave You (ბრედონი, პეიჯი, პლანტი)
  9. How Many More Times (ბონემი, ჯოუნსი, პეიჯი)
  10. As Long As I Have You (მიმზი)
თარიღი ქალაქი ქვეყანა ადგილი
7 სექტემბერი 1968გლადსაკსედანიაGladsaxe Teen Club,
საღამოს გამართული პირველი შოუ[1]
ბრონდბიუBrøndby Pop Club
საღამოს გამართული მეორე შოუ
8 სექტემბერი 1968ლოლანდიReventlowparken
- შუადღის შოუ
როსკილდეFjordvilla Club
- საღამოს შოუ
12 სექტემბერი 1968სტოკჰოლმიშვედეთიStora Scenen
13 სექტემბერი 1968Inside Club
14 სექტემბერი 1968კნივსტაAngby Park
15 სექტემბერი 1968გეტებორგილისებერგი
17 სექტემბერი 1968მალმეKlub Bongo

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]