ჯემალ მახათაძე
ჯემალ მახათაძე (დ. 12 აგვისტო, 1935, ზესტაფონი, საქართველოს სსრ — გ. 23 დეკემბერი, 2009, ზესტაფონი, საქართველო) — ქართველი ინჟინერი და საჭადრაკო კომპოზიტორი, ეროვნული ოსტატი საჭადრაკო კომპოზიციების ამოხსნასა და შედგენაში, ზესტაფონის საჭადრაკო კლუბის დირექტორი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯემალ მახათაძე დაიბადა ზესტაფონში, ამავე ქალაქში ვაჟთა მეხუთე სკოლაში სწავლობდა. მასზე ბავშვობაში დიდი გავლენა მოახდინა ქართულად თარგმნილმა ემანუელ ლასკერის საჭადრაკო სახელმძღვანელომ. მოგვიანებით ის ორჯერ გახდა ზეტაფონის რაიონის ჩემპიონი, ამავე დროს დაიწყო ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული საჭადრაკო ამოცანებისა და ეტიუდების ამოხსნა.
1954 წელს მან ზესტაფონში ვერცხლის მედლით დაამთავრა საშუალო სკოლა და სწავლა ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის პროდუქტთა გადამუშავების ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე გააგრძელა, რომელიც 1961 წელს დაამთავრა.
1955 წელს ჯემალ მახათაძის ორსვლიანი ამოცანა „ახალგაზრდა კომუნისტში“ დაიბეჭდა.
საჭადრაკო კომპოზიცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამოხსნა:
„ეტიუდი ორი ფაზისგან შედგება. პირველ მათგანში განხორციელებულია ე.წ. „მხედრულის“ თემა. მისი არსი ორი მხედრის და შავი მეფის ლამაზ მოძრაობას შეიცავს... მხედრის მოძრაობის დამთავრების შემდეგ მოახერხა ისეთი პოზიციის მიგნება, სადაც „მეორე“ ეტიუდური თამაშია საჭირო ყაიმის გასაკეთებლად. ერთი ფაზიდან მეორე ფაზაში გადასვლა ძალიან ბუნებრივად განხორციელდა. მეორე ფაზაში მხედარი ებრძვის შავების მხედარსა და გამსვლელ პაიკს. შავებიც მახვილგონივრულად თამაშობენ. ისინი მხედრის შეწირვით ახერხებენ ლაზიერის გაცოცხლებას, მაგრამ ამ ნაწარმოების სცენარის მთავარი გმირი მაინც თეთრი მხედარია“ (დავით გურგენიძის კომენტარი).[1]
1. f8მ+! მფh6
2. f7+ მფh5
3. ეh6 მფ:h6
4. fg8მ+ მფh5
5. მf6+ მფ:h4
6. მg6+ მფ:h3
7. მf4+ მფh2
8. მg4+ მფh1
9. მf2+ მფg1
10. მe2+ მფ:f2
11. მ:c3 მფe1
12. მფb4 მფd2
13. მფb3 მფc1
14. მa2+ მფb1
15. მb4 მe6
16. მd3 მc5+
17. მ:c5 მფa1
18. მფa3 b1ლ
19. მb3+
და შავები იძულებულები არიან ლაზიერი დათმონ.
ჟიურის თქმით, „ჯემალ მახათაძემ შესრულების უბადლო ხელოვნებით შეძლო საინტერესო ნაწარმოების შექმნა, რომელიც მთავრდება მძაფრი შერკინების ფინალით. 21 სვლიან ეტიუდში მეცამეტე სვლიდან შექმნილი პოზიცია თავისუფლად შეგვიძლია ჩავთვალოთ ახალ სიტყვად ჭადრაკის თეორიაში“[1].
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გიორგაძე თ., ქართული ჭადრაკის მატიანე, ნაწ. I, თბ., 1995. — გვ. 53.
- გიორგაძე თ., ქართული ჭადრაკის მატიანე, ნაწ. II, თბ., 1997. — გვ. 325.
- გურგენიძე დ., მახათაძის საჭადრაკო მელოდიები, თბ., 2015.