საჭადრაკო ამოცანა
საჭადრაკო ამოცანა — ჭადრაკში ხელოვნურად შედგენილი პოზიცია, რომელშიც თეთრებმა სვლების გარკვეულ რააოდენობაში უნდა დააშამათონ მეფე.
თანამედროვე ამოცანა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: 1) პირველი სვლა უნდა იყოს „მშვიდი“, ანუ ამ სვლით არ შეიძლება ქიშის გამოცხადება, ფიგურის აყვანა (დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში) და მეფისთვის თავისუფალი უჯრის წართმევა; 2) უნდა ჰქონდეს ერთადერთი ამოხსნა; 3) იყოს ეკონომიური, ანუ იდეის განხორციელებაში უნდა მონაწილეობდეს ფიგურების მინიმალური რაოდენობა, არ უნდა იყოს არც ერთი ზედმეტი ფიგურა, რომელიც მხოლოდ ფონის შესაქმნელად არის.
დავალების მიხედვით ამოცანები ორ ჯგუფად იყოფა: პირველ ჯგუფს მიეკუთვნება ამოცანები, რომლებშიც შამათი პირდაპირ ცხადდება სვლების გარკვეულ რაოდენობაში. ასეთებია ორსვლიანი, სამსვლიანი, ოთხსვლიანი და მრავალსვლიანი ამოცანები.
ამოცანებს ერთმანეთისგან განასხვავებენ საწყის პოზიციაში ფიგურების რაოდენობითაც. არსებობს პაწია, მინიატურა და მერედიტი. პაწიაში ფიგურების რაოდენობა ხუთს არ აღემატება, მინიატურაში - შვიდს, მერედიტში - თორმეტს.
ამოცანების შემდგენლები იყენებენ შეტყუების, ცუგცვანგის, დაბმის და სხვა იდეებს.
ყურადღება ექცევა ამოცანის დასკვნით პოზიციასაც. კომპოზიციის თეორიაში არსებობს ცნება სწორი შამათი. ეს ისეთი პოზიციაა, რომელშიც გამოცხადებული შამათი ერთდროულად სუფთაც არის და ეკონომიური. სუფთა შამათია, როცა შავი მეფისთვის მიუწვდომელია საშამათო ზონის ყველა უჯრა მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი თეთრი ფიგურების დარტყმის ქვეშაა ანდა მათზე სხვა შავი ფიგურები დგას. ეკონომიური შამათია, როცა მის გამოცხადებაში მონაწილეობს ყველა თეთრი ფიგურა მეფისა და პაიკის გამოკლებით.
მაგალითები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შამათი ორ სვლაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დიულა ნეუკომი
3-ე საპატიო შეფასება, L'Italia Scacchistica, 1927
შამათი ორ სვლაში ამოხსნა: 1.მc8! ცუგცვანგი, |
ვალენტინ რუდენკო
პრიზი Československý šach, 1956
შამათი ორ სვლაში მცდარი კვალი: 1.მd3? მუქარით 2.ე:f6×, 1…ეe5 2.მf4×, 1…კe5 2.მc5× . მაგრამ 1…ეd5! ამოხსნა: 1.ეe1! ორი მუქარით 2.ლd7× და 2.ლc4×, 1…ე:e5 2.კf5×, 1…კ:e5 2.კd6× — დაბმა |
შამათი 3 სვლაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბო ლინდგრენი
Eskilstuna Kuriren, 1945 |
ლუკა პაჩოლი და ლეონარდო და ვინჩი დაახლოებით 1500 წელი
შამათი 3 სვლაში. 1. მf3+ კ:f3;2. ეe2+ მფd3; 3. ეc3× (1. … მფd3 2. ეe2×; სხვა ვარიანტი — 1. …მფe3; 2. მf5+ ე:f5; 3. ლd2×)[1] |
მრავალსვლიანი ამოცანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლეონიდ იაროში
1-ლი პრიზი, შახმატი ვ სსსრ, 1983
შამათი 4 სვლაში 1.a7! abლ 2.abლ! ლ:b2 3.ლ:b3 ლc3 4.ლ:c3× (3…ლ:a1 4.ე:f4×), |
ნორმან მაკლაუდი
1-ლი პრიზი,მატი, ბელგრადი
შამათი 8 სვლაში მცდარი კვალი: 1.მფd5? c1ლ! 2.მ:c1 ლ:b2! ამოხსნა: 1.მფf3! ეh4 2.მფg2 de 3.მფf3 c1მ 4.მფe4 ეh5 5.მფd5 ლb4 6.მფc6 (მუქარით 7.მფс7×) 6...ლe7 7.მფb5+ ლb7 8.კ:b7× |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გიორგაძე თ., ჭადრაკის ანბანი, თბ., 1983. — გვ. 291-292.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Leonardo Da Vinci's 1500 year old Chess Puzzle. // Chess.com. ციტირების თარიღი: 2016-10-02.