ჯაფარ ჯაბარლის ძეგლი (ბაქო, ჯაფარ ჯაბარლის მოედანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯაფარ ჯაბარლის ძეგლი (აზერ. Cəfər Cabbarlının heykəli) — ცნობილი აზერბაიჯანელი პოეტისა და დრამატურგის ჯაფარ ჯაბარლის ძეგლი, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მისივე სახელობის მოედანზე, 28 მაისის მეტროსადგურის შესასვლელთან. ქანდაკება გრანიტისგან გაკეთდა მოქანდაკე მირალესქერ მირყასიმოვის მიერ, 1982 წელს. ძეგლის არქიტექტორია იუსიფ გადიმოვი.

ჯაფარ ჯაბარლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანელი მწერალი და დრამატურგი, პროზაიკოსი, პოეტი, თარჯიმანი და სცენარისტი. ჯაფარ ჯაბარლი დაიბადა ხიზში ღარიბ ოჯახში. დაწყებითი განათლება მან 1907 წელს მიიღო ბაქოს რუსულ-თათრულ სკოლაში, შემდეგ კი 1917-1920 წლებში სწავლობდა ბაქოს პოლიტექნიკურ სკოლაში.

1915 წლიდან ჯაფარ ჯაბარმა დაიწყო ლირიკული და სატირული ლექსების, მოთხრობების და დრამატული ნაწარმოებების გამოქვეყნება. ის მრავალი პიესის ავტორია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1959 წელს მიიღეს გადაწყვეტილება დრამატურგის ძეგლის განთავსების ბაქოს რკინიგზის სადგურის წინ. გამოცხადდა კონკურსი და შეირჩა მირალესქერ მირყასიმოვის პროექტი.

პროექტის მასალებისთვის, თავად მირყასიმოვი და მისი მეუღლე გულტეკინი ჰანიმი გაემგზავრნენ უკრაინაში, ნოვო-დანილოვსკის კარიერზე. იმისდა მიუხედავად, რომ მოქანდაკეს უკვე დაწყებული ჰქონდა ქანდაკებაზე საქმიანობა, პროექტი შეჩერდა გარკვეული ხნით. თუმცა 70-იანი წლების ბოლოს ძეგლი კვლავ გაიხსენეს, მალე ვითარებაში პირადად ჩაერია აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ჰეიდარ ალიევი. იგი პირადად ხელმძღვანელობდა ამ სამუშაოს და ხშირად სტუმრობდა მირყასიმოვის სახელოსნოს.

სკულპტურაზე მუშაობის დროს მირყასიმოვი ძალიან შეშფოთებული იყო და ნერვიულობდა. როდესაც ნამუშევარი მზად იყო, მოქანდაკეს სტუდიაში მასიური გულის შეტევა ჰქონდა. ალიევის დავალებით, თავად პირველი მდივნის პირადი ექიმი ზრუნავდა მხატვრის ჯანმრთელობაზე.

მალე დასრულდა მუშაობა, რომელიც მირყასიმოვმა მის ცხოვრებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქმნილებად მიიჩნია. ქანდაკება გაიხსნა 1982 წლის 23 მარტს, ჰეიდარ ალიევის მიერ, ცერემონიაზე. ეს ქანდაკება ითვლება ერთ-ერთ პოპულარულ ქანდაკებად.

იმავე წელს, 1 დეკემბერს სსრკ უმაღლესი საბჭოს საბჭოთა ბრძანებულების თანახმად, მირყასიმოვი დასახელდა აზერბაიჯანის სსრ სახალხო არტისტად.

ქანდაკების საერთო სიმაღლეა 5,5 მეტრი, გრანიტის მასა კი 280 ტონა.

2013 წელს ძეგლს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები, რომლის დროსაც მასზე გაკეთდა გრავირება — ჯაფარ ჯაბარლის სახელი, დაბადებისა და გარდაცვალების თარიღებით და მოქანდაკის სახელი.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]