შინაარსზე გადასვლა

ჯანო ჯანელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯანო ჯანელიძე
დაბადების თარიღი 1 იანვარი, 1933(1933-01-01)[1]
დაბადების ადგილი მარანი (აბაშის მუნიციპალიტეტი), საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 10 იანვარი, 2009(2009-01-10)[1] (76 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველო
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა პოეტი[1] და მწერალი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო

ჯანო (ვლადიმერ) დიანოზის ძე ჯანელიძე (დ. 1 იანვარი, 1933, მარანი, (დღევანდელი აბაშის მუნიციპალიტეტი), — გ. 10 იანვარი, 2009) — ქართველი მწერალი და პოეტი.

ჯანო ჯანელიძე დაიბადა 1933 წლის 1 იანვარს სოფელ მარანში. 1962 წელს დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი.

სკოლის დამთავრებისთანავე სასწავლებლად გაემგზავრა სოხუმში, სადაც აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლში იყო სოლისტ-მოცეკვავე. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ მუშაობდა ქორეოგრაფად, გაზეთ „საბჭოთა აფხაზეთის“ კორესპონდენტად, მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარი სარედაქციო კოლეგიის უფროს მეცნიერ-რედაქტორად, ალმანახ „რიწისა“ და გაზეთების „კოლხური დიადემისა“ და „ოქროს საწმისის“ მთავარ რედაქტორად. მუშაობდა აფხაზეთის განათლების მინისტრის თანამდებობაზე. უკანასკნელ წლებში იყო აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1951 წელს. ეკუთვნის 50 პოეტური და პროზაული კრებული: „სიცარიელე ძველ სანგრებში“ (1966), „თიბათვე“ (1968), „ოქროსფერი ქვაფენილები“ (1970), „არდავიწყება“ (1972), „იდუმალება“ (1974), „სიზმრის სარკმელი“ (1981), „რჩეული“ (1983), „ეკლიანი გვირგვინები“ (1985) და სხვა.

გარდაიცვალა 2009 წლის 10 იანვარს თბილისში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

ჯილდოები და აღიარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 1968 — აფხაზეთის დამსახურებული არტისტი
  • საქართველოს საპატრიარქოს წმინდა გიორგის ორდენი
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი
  • გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • აკაკი წერეთლის სახელობის პრემია
  • რ. კვერენჩხილაძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987.  გვ. 539.
  • ქართველი პოეტები: ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა, თბ., 2021, გვ. 410-411

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 3 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.