ჯანეტ ჯაგანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჯანეტ ჯაგანი
ჯანეტ ჯაგანი
გაიანის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
19 დეკემბერი, 1997 – 11 აგვისტო, 1999
წინამორბედისემ ჰინდსი
მემკვიდრებარათ ჯაგდეო

თანამდებობაზე ყოფნის დრო
6 მარტი 1997 – 19 დეკემბერი 1997
პრეზიდენტისემ ჰინდსი
წინამორბედისემ ჰინდსი
მემკვიდრესემ ჰინდსი

დაბადებული20 ოქტომბერი, 1920
ჩიკაგო აშშ
გარდაცვლილი28 მარტი, 2009 (88 წლის)
ჯორჯტაუნი გაიანა
ეროვნებაებრაელი
პოლიტიკური პარტიასახალხო პროგრესული პარტია
მეუღლეჩედი ჯაგანი

ჯანეტ როზენბერგ ჯაგანი (დ. 20 ოქტომბერი, 1920, ჩიკაგო, აშშ — გ. 28 მარტი 2009 ჯორჯტაუნი გაიანა) — გაიანელი სახელმწიფო მოღვაწე, გაიანის პრეზიდენტი 1997-1999 წწ. ეროვნებით ებრაელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1920 წლის 20 ოქტომბერს აშშ-ში ილინოისის შტატის ქალაქ ჩიკაგოში. 1943 წელს 23 წლის ასაკში ცოლად გაჰყვა გაიანის მომავალ პრეზიდენტს იმჟამად კი უბრალო სტომატოლოგს ჩედი ჯაგანს და ამავე წელს დაბრუნდნენ სამშობლოში. დაბრუნებიდან ათი წლის განმავლობაში ჯანეტი მედდად მუშაობდა ერთ-ერთ კლინიკაში. 1950 წელს მისმა მეუღლემ თანამოაზრეებთან ერთად დააარსა მარქსისტული ორიენტაციის სახალხო პროგრესული პარტია და 1970 წლამდე იყო ამ პარტიის გენერალური მდივანი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1953 წელს დაიწყო ჯანეტის აქტიური პოლიტიკური კარიერა. იგი ამ წელს ესეკიბოს ოლქიდან არჩეულ იქნა გაიანის პარლამენტში. 1955 წელს როდესაც ბრიტანელმა კოლონისტებმა გააუქმეს კონსტიტუცია და ხელისუფლების სადავეები წაართვეს სახალხო პროგრესულ პარტიას, ჯანეტ ჯაგანი დააპატიმრეს. ექვს თვეში იგი ციხიდან გაათავისუფლეს და სულ მალე 1957 წელს კვლავ იქნა არჩეული ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში, რის შემდეგაც დაიკავა ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის მინისტრის პოსტი. 1963-1964 წლებში იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. 1964 წელს ხელისუფლების სათავეში გაიანის სახალხო ეროვნული კონგრესის მოსვლის შემდეგ იგი გადავიდა ოპოზიციაში. პოლიტიკის პარალელურად ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას 1973-1997 წლებში იყო საერთოეროვნული გაზეთის “მირორის” რედაქტორი. 1975-1997 წლებში კი პარლამენტის უცვლელი დეპუტატი იყო. 1992 წელს მისი მეუღლე ჩედი ჯაგანი არჩეულ იქნა პრეზიდენტად რომლის გარდაცვალების შემდეგ 1997 წლის მარტში დაიკავა პრემიერ-მინისტრისა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა. რამდენიმე თვეში კი გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელშიც მიიღო ხმების 56 % ხოლო მისმა მეტოქემ ჰიუ დესმონდ ჰოიტმა 42 %. 1997 წლის 19 დეკემბერს დაიკავა პრეზიდენტის პოსტი. ეს იყო მსოფლიოს ისტორიაში მეორე შემთხვევა, როდესაც ქვეყნის სათავეში მეუღლის შემდეგ მოვიდა ქალბატონი (პირველად ეს მოხდა არგენტინაში ხუან დომინგო პერონის გარდაცვალების შემდეგ პრეზიდენტი გახდა მისი მეუღლე მარია ესტელა მარტინეს დე პერონი). 1999 წლის აგვისტოში ქალბატონი ჯანეტი გადადგა თანამდებობიდან გულის მწვავე შეტევის შემდეგ.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1993 წელს მიანიჭეს ქვეყნის უმაღლესი ჯილდო “დამსახურებებისათვის”. 1997 წელს კი იუნესკომ მიანიჭა განდის სახელობის ოქროს მედალი მშვიდობის განმტკიცებისათვის, დემოკრატიის განვითარებისათვის და ქალთა უფლებების დაცვისათვის აქტიური მოღვაწეობის გამო.

ჯანეტ ჯაგანი გარდაიცვალა 2009 წლის 28 მარტს, ჯორჯტაუნის ჰოსპიტალში.

ქალბატონმა ჯანეტმა ყველაზე ხანდაზმულ ასაკში ჩაიბარა პრეზიდენტის პოსტი და კიდევ ერთი: მასზე 40 დღით ადრე პრეზიდენტის თანამდებობა ირლანდიაში დაიკავა ასევე ქალბატონმა მერი მაკელისმა, რომელიც ჯანეტის მსგავსად იმ ქვეყანაში არ დაბადებულა რომლის პრეზიდენტიც გახდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
სემ ჰინდსი
გაიანის პრეზიდენტი

19971999
შემდეგი:
ბარათ ჯაგდეო
წინამორბედი:
სემ ჰინდსი
გაიანის პრემიერ-მინისტრი

1997
შემდეგი:
სემ ჰინდსი