ჯამჯამა
იერსახე
| ჯამჯამა | |
|---|---|
მთა ჯამჯამა | |
| კოორდინატები: 41°47′54″ ჩ. გ. 43°48′16″ ა. გ. / 41.79833° ჩ. გ. 43.80444° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | შიდა ქართლის მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე |
| სიმაღლე | 2320 მ |
| ქედი | თრიალეთის ქედი |
ჯამჯამა — მთა საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელის, გორის და სამცხე-ჯავახეთის მხარის ბორჯომის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე.[1][2] მდებარეობს თრიალეთის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2320 მ. აგებულია შუაეოცენური ვულკანოგენური ქანებით. ჯამჯამის კალთების ზემო ნაწილი შემოსილია ალპური და სუბალპური მდელოს ბალახეულით, ქვემო — წიფლის ტყით.[3]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 231.
- ↑ უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი — ჯამჯამა
- ↑ არჩვაძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 536.