ხოსე ერნანდესი
ხოსე ერნანდესი | |
---|---|
ესპ. José Hernández | |
დაბადების თარიღი | 10 ნოემბერი, 1834[1] [2] [3] [4] [5] [6] |
დაბადების ადგილი | San Andrés de Giles ან ტანჟერი[7] |
გარდაცვალების თარიღი | 21 ოქტომბერი, 1886[2] [1] [3] [4] [6] [8] (51 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Belgrano |
დასაფლავებულია | რეკოლეტას სასაფლაო |
საქმიანობა | მწერალი[9] , ჟურნალისტი[9] , პოეტი, პოლიტიკოსი და სამხედრო |
ენა | ესპანური ენა |
მოქალაქეობა | არგენტინა |
ჟანრი | gaucho literature |
Magnum opus | La paja de Martín Fierro |
ხოსე ერნანდესი (ესპ. José Hernández; დ. 10 ნოემბერი, 1834 – გ. 21 ოქტომბერი, 1886) — არგენტინელი ჟურნალისტი, პოეტი და პოლიტიკოსი. მისი ნაწამროებებიდან ყველაზე ცნობილია ეპოსი Martín Fierro.
ერნანდესი, რომლის წინაპრებიც იყვნენ ესპანელები, ირლანდიელები და ფრანგებიც, დაიბადა სან-მარტინში ბუენოს-აირესის პროვინციაში. მამამისი იყო მსხვილფეხა საქონლის რანჩოში მსახურების უფროსი. ის კარიერაში იყო ჟურნალისტი არგენტინასა და ურუგვაის სამოქალაქო ომებში, კომერციული ფირმის თანამშრომელი და სასამართლოს სტენოგრაფისტიც.
ერნანდესმა დააარსა გაზეთი El Río de la Plata, ომელიც მხარს უჭერდა ადგილობრივი თვითმართველობის ავტონომიას, სასაზღვრო კონტინგენტებში სავალდებულო გაწვევას და მოსამართლეების, სამხედრო ხელმძღვანელობის და სკოლის გამგეობების არჩევას. ის ეწინააღმდეგებოდა იმიგრაციას რადგან თვლიდა რომ ეს რეგიონის განვითარებაზე ცუდად მოქმედებდა. ის თვლიდა რომ უნდა ყოფილიყო ქვეყნის ფედერალური მოწყობა რომელიც დაფუძნებული იქნებოდა საწმყსოებზე, თუმცა ამავე დროს მომხრე იყო ძლიერი საგანმანათლებლო სისტემისაც.
როგორც ფედერალისტი ის იყო დომინგო ფაუსტინო სარმიენტოს პოლიტიკის წინააღმდეგი, რომელიც ცენტრალიზებულ მმართველობას ეფუძნებოდა. ერნანდესი იყო ხუან მანუელ როსასის დიდი მწინააღმდეგე, რომელსაც ახასიათბდა როგორც დესპოტსა და ტირანს.
ერნანდესი დღისთვის ძირითადად მისი Martín Fierro-ითაა ცნობილი, ეპოსის რომელიც ლიტერატურულ შედევრად ითვლება. პოემაზე მუშაობა დაიწყო ბრაზილიაში, დევნილობის დროს და გამოიცა ორ ნაწილად (1872 და 1879 წლებში).
1886 წლის 21 ოქტომბერს, ერნანდესი გულის ავადმყოფობით გარდაიცვალა ბელგრანოში (რომელიც იმ დროს ცალკე გარეუბანი იყო).
ის დაკრძალეს ლა-რეკოლეტას სასაფლაოზე, ბუენოს აირესში.
წყარო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Jorge Luis Borges, "José Hernández", in El Martín Fierro (ISBN 8420619337) (ესპანური)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ხოსე ერნანდესის ბიოგრაფიის ისტორიული ნარკვევი, ესპ. epílogue to the full text of Martín Fierro გვ. 474-495, 1995 წელი, პოემის თავისუფალი ინტერნეტ გამოცემა ბუენოს აირესის ხელმძღვანელობის მიერ. (ესპანური).
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 2.0 2.1 SNAC — 2010.
- ↑ 3.0 3.1 Babelio — 2007.
- ↑ 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
- ↑ 6.0 6.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ http://aa.xtraz.net/ca/cerca
- ↑ Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ 9.0 9.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118774182 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- დაბადებული 10 ნოემბერი
- დაბადებული 1834
- გარდაცვლილი 21 ოქტომბერი
- გარდაცვლილი 1886
- სტატიების ესკიზები არგენტინის შესახებ
- არგენტინელი მწერლები
- არგენტინელი პოეტები
- არგენტინელი ჟურნალისტები
- XIX საუკუნის არგენტინელი პოეტები
- არგენტინელი მამაკაცი პოეტები
- XIX საუკუნის ჟურნალისტები
- მამაკაცი ჟურნალისტები
- XIX საუკუნის მამაკაცი მწერლები